არაოფიციალური ინფორმაციით, "დინამო" უკვე გაიყიდა და ფასიც სახელდება - 2 მილიონ დოლარი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიურად ურთიერთობს, რისი მიზანიც უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის პატრონების მოძებნა გახლავთ. ბოლო დღეებში სიჭინავა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს და, როგორც ჩანს, მათ სატკივარსა და პერსპექტივას აფასებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე ახსენა, რომ შესაძლოა, საფეხბურთო კლუბებს მთავრობა დაეხმაროს. ეს ინფორმაცია შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დააკონკრეტა, მისი თქმით, ლაპარაკია 7 მილიონი ლარის გამოყოფაზე.

მცირე ხნის წინ კულუარულ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიუწყებოდით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის დახმარებას გეგმავს - ცხადია, პური და სანახაობა მართვის მარადიული და უტყუარი მოდელია, ფეხბურთი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სანახაობაა და საქართველოშიც თავის საქმეს გააკეთებს.

გუშინ გურიაში სტუმრად მყოფმა სიჭინავამ სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობა დაადასტურა - მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო და ამ კონტექსტში უპატრონოდ დარჩენილ კლუბებში ახალი მეპატრონეების მისვლაზე ილაპარაკა, მათ შორის თბილისის "დინამოშიც".

იყო ასეთი ფრაზა, უკვე ორშაბათიდან `დინამოს" ახალი პატრონი ეყოლებაო. "ლელოს" კითხვაზე, დააკონკრეტეთ, ვინ მოდისო, სიჭინავას უპასუხა, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, როცა ასეთი რაღაცები ვთქვით, ცუდად დავცადეთო.

ინფორმაცია თბილისის "დინამოს" მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძესთან გადავამოწმეთ, მაგრამ მან იგივე გვიპასუხა, რაც ერთი კვირის წინ: "ჯერ ოფიციალურად არავინ დაგვლაპარაკებია, თორემ დასამალი რა არის?".

ამ ყველაფრიდან ის იკვეთება, რომ სახელმწიფო პატრონს თბილისის "დინამოსთვისაც" ეძებს. ფაქტია, რომ სახელმწიფო სტრუქტურის (ანუ ეკონომიკის სამინისტროს) ბალანსზე მყოფ "სამტრედიასთან" ერთად კერძო (პატარკაციშვილის ოჯახის) კლუბი სწორედ ამ კონტექტსში ახსენეს.

არადა, კულუარებში ამტკიცებენ, თითქოს "დინამო" უკვე გაიყიდა და ფასსაც ასახელებენ - 2 მილიონ დოლარს, მაგრამ ოფიციალურად ამ ამბავს არავინ ადასტურებს და ნაღდ ინფორმაციად ვერ შემოგასაღებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა