68-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში ნინო ბაციაშვილი, სოფიკო გვეტაძე და ალექსანდრა ვახანაია ლიდერობენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრება სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 32 წარმომადგენელთა მონაწილეობით. გასულ შაბათ-კვირას ორი ტურის პარტიები გათამაშდა. საკუთარი მონაგარი 1,5-1,5 ქულით გაიმდიდრეს ლიდერებმა ნინო ბაციაშვილმა და სოფიკო გვეტაძემ, რომლებმაც 4 ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულას მოუყარეს თავი.

მეწინავეებს წამოეწია ალექსანდრა ვახანია - მან ზედიზედ სძლია მადონა ბოკუჩავას და მირანდა მიქაძეს. ლიდერთა სამაიას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ანა შამათავა, 18-წლიანებში წლევანდელი ევროპის ჩემპიონი ქეთი წაწალაშვილი, მაკა ფურცელაძე, მერი არაბიძე, სოფიკო ნიკოლაძე და ანა გავაშელი.

გუშინ მე-4 ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: სოფიო გვეტაძე-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, მირანდა მიქაძე-ალექსანდრა ვახანია 0:1, მაკა ფურცელაძე-ანა შამათავა 0,5:0,5, მერი არაბიძე-ნატო იმნაძე 1:0, ქეთი წაწალაშვილი-ნინო ხომერიკი 1:0, სოფიო ნიკოლაძე-მარიამ თევზაძე 1:0, ანა გავაშელი-მარიამ შუბითიძე 0,5:0,5, თეკლა მაჭარაშვილი-მადონა ბოკუჩავა 0:1, ანა კუჭავა-მარიამ ვალიშვილი 1:0, დეა გოგიშვილი-ნინო კეკელიძე 1:0, ლიკა კობეშავიძე-ნანა მელაძე 1:0, სოფიო გუგეშაშვილი-ლიზი ტრაპაიძე 0:1, დალი ნანეიშვილი-თათია კოხრეიძე 0:1, ადა კაკუტია-ქეთი ჭუმბურიძე 0,5:0,5, ელენე პეტრიაშვილი-მაია მუმლაძე 1:0, მარიამ ჯავახიშვილი-ნინო გოგოხია 0,5:0,5

დღეს მე-5 ტურში ინტერესს იწვევს ბაციაშვილი-ვახანიას, შამათავა-გვეტაძის, წაწალაშვილი-ფურცელაძის, არაბიძე-ნიკოლაძის, ბოკუჩავა-გავაშელის პარტიები.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა