სამთო-სათხილამურო სპორტი

ლეიკ ლუისის ეტაპი სუპერ-გიგანტით დასრულდა. ქალებმა ამ დისციპლინაში წელს პირველად გაითამაშეს პირველობა. მთავარი ინტრიგა გერმანელი მარია რიშისა და ამერიკელი ლინდსი ვონის დაპირისპირება იყო. მსოფლიოს თასის ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონმა წინა ორ დღეს ორი მტკივნეული მარცხი იწვნია გერმანელი მოთხილამურისგან და ბუნებრივია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სუპერგიგანტის მოგებას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

აქამდე ამ სახეობაში რიში იშვიათად აღწევდა წარმატებას და ამიტომაც გუშინდელ ეტაპზე გერმანელი უძლიერესთა სიაში ვერ მოხვდა (ჩვეულებრივ, ფავორიტთა გამოსვლა მე-16 ნომრიდან იწყება და 22-ე ნომრით მთავრდება). ეს ცოტათი უცნაური გადაწყვეტილები იყო.

მარია რიშმა მეათემ აიღო სტარტი და ბუნებრივია, სწორედ მან დააფიქსირა სხვა ფავორიტებისთვის საორიენტაციო დრო. გერმანელმა შესანიშნავად გაიარა მთელი დისტანცია, კარგი ტექნიკა აჩვენა და დროც ისეთი ჰქონდა, პოდიუმზე ასვლის გარანტიას რომ იძლეოდა. ასე რომ ცხადი გახდა - ყველაფერი რიშისა და ლინდსი ვონის დუელამდე დავიდოდა. ასეც მოხდა.

რიშის შედეგთან ყველაზე ახლოს მეორე ამერიკელი ჯულია მანკუზო მივიდა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ამ ტრასაზე კარგი გამოსვლით. მან გერმანელთან 6 მეასედი წააგო და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. რიში მეორე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რადგან ფანტასტიკური დრო აჩვენა ვონმა, რომელიც იმ დღეს უკონკურენციო გახლდათ. მისმა უპირატესობამ 83 მეასედი წამი შეადგინა! ლინდსიმ დაამტკიცა, რომ ჩქაროსნულ დისტანციებზე ისევ უმთავრესი ფავორიტია და სწრაფდაშვებაში ორი მარცხი შემთხვევითობას უნდა დაბრალდეს.

ასე მოიგო ვონმა სეზონში პირველი ეტაპი. ამერიკელს წინ დიდი სამუშაო აქვს, რადგან სასტარტო ეტაპებზე ჩავარდნის გამო 170 ქულით ჩამორჩება რიშს.

ლეიკ ლუისი (კანადა)

სუპერგიგანტი. ქალები

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:20.72; 2. მარია რიში (გერ) - 1:21.55; 3. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:21.61; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:21.83; 5. ანდრეა ფიშბახერი (ავსტრია) - 1:22.34; 6. ფაბიან სუტერი (შვეიც) - 1:22.43.

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 514 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 345; 3. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 224; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 212; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 204; 6. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 196

ბივერ კრიკი (აშშ)

გიგანტური სლალომი. კაცები

1. ტედ ლიჯეტი - 2:37.67 (1:16.14+1:21.53); 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 2:38.49 (1:16.50+1:21.99); 3. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:38.91 (1:16.99+1:21.92); 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 2:38.94 (1:16.73+1:22.21); 5. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 2:39.04 (1:16.73+1:22.31); 6. სიპრიენ რიშარი (საფ) - 2:39.16 (1:17.34+1:21.82).

საერთო ჩათვლა

1. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 175; 2. დიდიე კუში (შვეიცარია) - 158; 3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 156; 4. მიხაელ ვალხოფერი (ავსტრია) - 149; 5. გეორგ სტრაიტბერგერი (ავსტრია) - 136; 6. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 130.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა