ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ოქროს ბურთი ისევ ბარსელონაში დარჩება

ოქროს ბურთი ისევ ბარსელონაში დარჩება

ვინ იქნება 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ჩავი, მესი თუ ინიესტა, საკითხავი მხოლოდ ესღაა

გუშინ პარიზში "ეკიპის" რედაქციაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც 2010 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტები დაასახელეს. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკი, "ფრანს ფუტბოლის" დირექტორი ფრანსუა მორინიე, "ოქროს ბურთის" ყოფილი გამარჯვებული, ფრანგი ჟან-პიერ პაპენი და ფიფას საფეხბურთო კომიტეტის წევრი კრისტიან კარემბო.

ფიფას ჩინოსნებმა დაასახელეს სამ-სამი ნომინანტი ვაჟ და ქალ ფეხბურთელთა შორის. ლათინური ანბანის მიხედვით სია ასეთია - ვაჟები: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა"), ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა") და ჩავი ერნანდესი (ესპანეთი, "ბარსელონა"). ქალები: ფატმირ ბაირამაი (გერმანია), მარტა (ბრაზილია) და ბირგიტ პრინცი (გერმანია).

როგორც ხედავთ, მართალი აღმოჩნდა იტალიური "გაძეტა დელო სპორტი", რომელმაც ერთი დღით ადრე გაახმაურა, რომ სამივე ნომინანტი "ბარსელონას" წევრია. საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი სამ ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა.

პრესკონფერენციაზე დაასახელეს ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის სამი ნომიმანტიც. ესენია: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონა") და ჟოზე მოურინიო ("ინტერი" და "რეალი").

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელს ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელები და კაპიტნები ირჩევენ, გამოკითხვაში მონაწილეობენ "ფრანს ფუტბოლის" პარტნიორი ჟურნალ-გაზეთებიც. წლეულს პირველი ერთობლივი გამოკითხვაა, აქამდე "ფრანს ფუტბოლი" ცალკე ასახელებდა "ოქროს ბურთის" მფლობელს და ფიფა ცალკე - წლის საუკეთესო ფეხბურთელს. "ფრანს ფუტბოლმა" ოქტომბერში დაასახელა 23-23 კანდიდატი, ახლა კი სია სამამდე დავიდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს 10 იანვარს ციურიხის (შვეიცარია) "კონგრესჰაუსში" საზეიმო ცერემონიალზე დაასახელებენ. მაშინ გავიგებთ წლის სიმბოლურ ნაკრებს, პუშკაშის პრიზის (წლის საუკეთესო გოლი) მფლობელის ვინაობას. პუშკაშის პრიზს ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით გადასცემენ, გამოკითხვა 13 დეკემბერს დასრულდება, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი. 10 იანვარს კიდევ ორი პრიზი გადაეცემა გამარჯვებულებს - ფიფას პრეზიდენტის სახელობისა და "ფეერ პლეის" პრიზი.

იმან, რომ ნომინანტთა შორის სნეიდერი არაა, მილანის "ინტერის" ბანაკში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია: "ეს ხომ აბსურდია - ვესლი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მისი წყალობით მოვიგეთ სკუდეტო, თასი და ჩემპიონთა ლიგა. ჩემთვის, კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ დიეგო მილიტო კანდიდატთა შორისაც არ დაასახელეს", - აცხადებს "ინტერის" არგენტინელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

სიახლეს ნომინანტთაგან პირველი ანდრეს ინიესტა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამივე ძალიან გახარებულია ნომინანტთა შორის მოხვედრით. "ვამაყობთ, რომ სამეულში სწორედ ჩვენ მოვხვდით. ძალიან მოხარული ვარ, რომ სიაში მესი და ჩავია. ეს დიდი აღიარებაა ჩვენი კლუბის", - დაწერა "ფეისბუქზე" ანდრესმა. სხვათა შორის, 1988 და 1989 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ოქროს ბურთის" სამივე ნომინანტი ერთი კლუბიდანაა. მაშინ ორივეჯერ "მილანის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა გაიმარჯვა.

მაშ ასე, ამ სამეულიდან ერთ-ერთი გახდება 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. რაც უნდა მოხდეს "ოქროს ბურთი" მაინც კატალონიის დედაქალაქში წავა...

ხორხე ანდრეს ინიესტა ლუხანი იგივე ანდრეს ინიესტა: დაიბადა 1984 წლის 11 მაისს კასტილია-ლა მანჩის პროვინციის სოფელ ფუენტეალბილიაში. მისი მეტსახელებია "ელ ილუსიონისტა" (ილუზიონისტი), "ელ სერებრო" (ტვინი), "ელ კაბალიერო პალიდო" (ფერმკრთალი რაინდი) და "დონ ანდრესი". ინიესტამ წლევანდელი მუნდიალის ფინალის 116-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა ჰოლანდიელთა კარში და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ინიესტა მხოლოდ 170 სანტიმეტრია სიმაღლეში. ესპანეთის ნაკრებში 54 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. "ბარსელონას" გარდა უთამაშია მხოლოდ ერთ გუნდში - 1994-1996 წლებში "ალბასეტეს" საბავშვო გუნდში ირიცხებოდა. ალბასეტე ლა მანჩას ცნობილი ქალაქია და ანდრესის სოფლიდან არცთუ შორსაა. "ბარსელონას" მთავარ გუნდში 223 თამაშში 19 გოლი გაიტანა (2002 წლიდან). ინიესტა ესპანეთის 4-გზის ჩემპიონია, თასის მფლობელი და სუპერთასის 4-გზის მფლობელია. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ჩამოვთვლით ინდივიდუალურ ჯილდოებსაც: ევრო-2008-ის სიმბოლური ნაკრების წევრი, 2009 წლის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი (დონ ბალონი), ფიფას სიმბოლური ნაკრების წევრი (2009/10), უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი (2009), მე-4 ადგილი "ოქროს ბურთზე" (2009), მუნდიალის ალ სტარის წევრი (2010). ანდრესმა 2008 წელს ცოლად მოიყვანა ანა ორტისი, 2010 წლის სექტემბერში წყვილმა გამოაცხადა, რომ პირველ შვილს ელოდებიან. ჩვენი პროგნოზი: ანდრესი გაიმარჯვებს და ლუის სუარესის შემდეგ (1960) "ოქროს ბურთის" პირველი ესპანელი მფლობელი გახდება.

ლიონელ ანდრეს მესი: დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში. არგენტინასთან ერთად ესპანეთის მოქალაქეცაა. მიიჩნევა დიეგო მარადონას მემკვიდრედ. როსარიოს "ნიუელს ოლდ ბოიზის" ახალგაზრდულ გუნდში თამაში 2000 წელს მიატოვა და "ბარსელონაში" გადაბარგდა. სულ 169 სანტიმეტრია სიმაღლეში, მისი მეტსახელია "ლა პულგა". არგენტინის ნაკრებში 53 თამაშში 15 გოლი გაიტანა, "ბარსელონაში" 156 თამაშში - 103 გოლი. ესპანეთის 4-გზის ჩემპიონია, თასის და სუპერთასის მფლობელი. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონია. აქვს უამრავი ინდივიდუალური პრიზი ("ოქროს ბურთის" ამჟამინდელი მფლობელია) ჩვენი პროგნოზი: მე-3 ადგილზე გავა.

ჩავიერ ერნანდეს კრეუსი - უბრალოდ, ჩავი: დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს კატალონიის ისტორიულ ქალაქ ტერასაში. ჩავის მეტსახელებია " პელოპო" და "მაქინა", 170 სანტიმეტრია სიმაღლეში. 11 წლის ასაკიდან "ბარსელონაშია". მთავარ გუნდში 363 თამაშში 37 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში 98 თამაშში 8 გოლი გაიტანა. ესპანეთის 5-გზის ჩემპიონია, თასის მფლობელი, 4-ჯერ დაეუფლა "სამეფო თასს". ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი თითოჯერ. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, აგრეთვე ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი (2000), არის უამრავი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი. ჩვენი პროგნოზი: მე-2 ადგილზე გავა ინიესტას შემდეგ, მაგრამ გაუსწრებს მესის.

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა