ფინეთში ბრწყინვალე სეზონის შემდეგ 27 წლის ქართველზე თვალი რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბს უჭირავს

ირაკლი სირბილაძის კარიერაში 2010 წელი ყველაზე წარმატებული გამოდგა. ქართველმა თავდამსხმელმა ფინეთის პირველ დივიზიონში მშვენიერი სეზონი ჩაატარა და, როგორც შევიტყვეთ, კოკკოლას კპვ-ს 27 წლის ფორვარდით რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის კლუბები დაინტერესდნენ.

საქართველოში შვებულებით ჩამოსული თავდამსხმელი ფინეთში გატარებულ სეზონზე, მოპოვებულ პრიზებსა და მომავალზე გველაპარაკა:

- პირველი სეზონით კმაყოფილი ვარ, რადგან 16 გოლით ფინეთის პირველი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი გავხდი. ყველა თამაშს ჟიურის წევრები აფასებენ და სამ სიმბოლურ მედალს არიგებენ, ოქრო სამი ქულაა, ვერცხლი - ორი, ბრინჯაო კი - ერთი. სეზონის ბოლოს 36 ქულით საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და მეორე ადგილზე გასულ ვანდერლეი ლუისს 6 ქულით გავასწარი.

სხვათა შორის, პირველივე თვის შემდეგ თვის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. არადა, ვიღაცები ადრე ჩემზე ქირქილებდნენ, ფინეთში მაგან რა უნდა ითამაშოსო, ახლა კი იგივენი მენეჯერობას მთავაზობენ.

- საქართველოდან რატომ წახვედი?

- რუსთავის ”ოლიმპში" უეფას თასზე ვითამაშე, ფარერების გუნდს გოლიც გავუტანე, მაგრამ კონტრაქტი არ მქონდა და შეთანხმებული ვიყავით, რომ კლუბს ევროთასის შემდეგ დავტოვებდი. ასეც მოხდა და 2010 წლის დასაწყისში ფინეთში გასინჯვაზე წავედი. ჩემი მეგობარი ლაშა ჩხაიძე იქ თამაშობდა და რეკომენდაცია გამიწია. გასინჯვის შემდეგ პირველი ლიგის კპვ-ში ჩავირიცხე.

- ჩვენში არსებული წარმოდგენებით, ფინეთში არც ისე მაღალი დონის ჩემპიონატია.

- ვინც ამას ფიქრობს, ძალიან ცდება. ფინეთში ფეხბურთი ისე კარგად არის განვითარებული, ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ გავუტოლდებით. საკმაოდ რთული ტურნირია და ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან. ორი ტაიმი შეუჩერებლივ დარბიან, მაღალ ტეპში თამაშობენ. არაფერს ვამბობ მოსამზადებელ პირობებზე, ოღონდ ივარჯიშე, შესაძლებლობები გამოავლინე და ყველანაირად ხელს გიწყობენ. საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება.

- სხვათა შორის, საინტერესოა, ფინეთში ხელოვნუსაფარიან მოედნებზე თამაშობთ?

- არა, რა ხელოვნურზე?! თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, სადაც მზე მხოლოდ სამი თვე ანათებს, თოვლი მაისში დნება და ხშირად 30-გრადუსიანი ყინვებია, ხელოვნურ საფარზე კიუსიუსლიგის თოთხმეტიდან მხოლოდ ორი გუნდი თამაშობს, დანარჩენებს კი ძალიან კარგი ბალახის საფარი აქვთ. ასეა პირველ ლიგაშიც. მაგალითად, ჩვენი ქალაქი კოკკოლა ჰელსინკის ჩრდილოეთით 500 კილომეტრშია და ჩრდილოეთ პოლუსთან საკმაოდ ახლოს არის. ამის მიუხედავად, სტადიონზე ისეთი საფარია, ჩვენი ვერც ერთი მოედანი ვერ შეედრება. ცხადია, მანეჟებშიც ვვარჯიშობთ და იქაური ხალიჩები მოედანივით რბილია და ბალახისგან ვერ განასხვავებ. ჩვენთან ასეთი საფარი არ მეგულება.

შეიძლება, არ დაიჯეროთ და, ამ თოვლიან ქვეყანაში დათოვლილ მოედანზე თითქმის არ მითამაშია. მოედნებს ხელოვნური გათბობის სისტემა აქვთ და თუ ქვეყანა არ დაიქცა, საფარი ისეთი მწვანეა, როგორც გაზაფხულზე. გაყინულ მოედანზე არასდროს მითამაშია. ჩვენთან კი რა ხდება? როდესაც ცოტა წამოთოვს თუ არა, ეგრევე ტური ჩაიშლება და ვერაფერს ვახერხებთ. წვიმა წამოვა და მოედნები იტბორება. ფინეთში კი დატბორილი მოედანი არ მინახავს.

- ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, ბომბარდირი და ფეხბურთელი – ეს არა მხოლოდ ტიტულები, წინსვლის წინაპირობაა. გავიგეთ კიდეც, ნორვეგიისა და შვედეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბები იწვევენო.

- არა მარტო ნორვეგიასა და შვედეთში, არამედ ფინეთის ვეიკაუსლიგისა და დანიის კლუბებშიც მიწვევენ. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, ფინეთში ასეთ შემთხვევას ვერ იხსენებენ - ლეგიონერი პირველივე წელს გუნდს და ადგილობრივ ფეხბურთს არა მხოლოდ შევეჩვიე, სეზონში ყველა ის პრიზი მოვიპოვე, რისი მოპოვებაც თავდამსხმელს შეეძლო. მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება. სამწუხაროდ, კპვ უმაღლეს, ანუვეიკაუსლიგაში ვერ გადავიდა, პირველში დარჩენა კი აღარ მაწყობს. მოლაპარაკებებს ჩემი კლუბი აწარმოებს და მალე მეცოდინება, ახალი სეზონიდან სად ვითამაშებ. მანამდე კი დაინტერესებულ კლუბებს არ დავასახელებ.

- კპვ-ს შემადენლობას გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ კლუბის ერთადერთი ლეგიონერი ხარ – გუნდელებსა და მწვრთნელს რა ენაზე ელაპარაკებოდი?

- ასეა, ერთადერთი ლეგიონერი მე ვიყავი. ენის უცოდინარობა ყველაზე მეტი სირთულეს მიქმნიდა. მხოლოდ მწირი ინგლისურით გავდიოდი ფონს - ვიცოდი მხოლოდ გამარჯობა, ნახვამდის, ბურთი მომაწოდე და ამისთანები. მერე საფეხბურთო ტერმინოლოგია ფინურადაც ავითვისე. რა თქმა უნდა, არავის ვიცნობდი, გუნდში მეგობარი არ მყავდა და ეს სერიოზულ დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ფინელები კარგი ხალხია და უცხოობა არ მაგრძნობინეს. რაც მთავარია, სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება. ასეთი სამართლიანი და ადამიანური დამოკიდებულება საქართველოშიც არ მახსენდება, კარგად მექცეოდა, შანსი მომცა და მისი დამსახურებაა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გავხდი.

სტიმულიც მქონდა - საქართველოში ვერ ვგრძნობდი ნდობას და მსურდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.

- ფინეთში საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს.

- ბევრის წინააღმდეგ მითამაშია და თამამად ვიტყვი, რომ ტყუილად არავის აჩერებენ. ძმები პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები როპს-ის რიგებში ვეიკაუსლიგაში გადავიდნენ. მართლა კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდს მათი დატოვება სურს. სხვათა შორის, პავლე ხორგუაშვილი 10 გოლით ბომბარდირებში მეხუთე-მეექვსეა.

”კოტეპეშია" მცველი გიორგი ოსეფაშვილი, რომელიც სულ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. წელს მისი თანაგუნდელი ახალგაზრდა თავდამსხმელი გიორგი ტუღუში გახდა და იგი ძალიან მომეწონა. პოპა-მ მეორე წრეში ანზორ კალაძე აიყვანა, რომელიც მანამდე მეორე ლიგის კლუბში თამაშობდა.

სხვათა შორის, არაა გამორიცხული, მომავალი წლიდან ჩემს კპვ-ში ცენტრალური მცველი ნიკა კილაძე ჩაირიცხოს. ნიკა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელიამ ათამაშა, ნიჭიერი ბიჭია.

საერთოდ, ფინეთში ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებას ძალიან აფასებენ. ორი ტაიმი შეუჩერებლივ დარბიან და ესაა ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც ქართველი ფეხბურთელები აწყდებიან. თავადაც მითხარით, ბევრს ჰგონია, ფინეთში დაბალი დონეაო. იქ ჩასული ბევრი ქართველი ფიქრობს, მოედნის ცენტრში დადგება და პასებს გააკეთებს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ფინეთში ბევრად მეტი დატვირთვებია, ვიდრე ჩვენთან და თუ გამუდმებით არ იმოძრავე, თუ ფიზიკურად მომზადებული არ ხარ, არავინ დაგტოვებს. ეს საქართველოში ხდება, უცხოელები რომ ჩამოჰყავთ და აქ ამზადებენ. იქ კი ფიზიკურად სუსტ მოთამაშეს არც ერთი კლუბი გასაზრდელად არ აიყვანს. ფინელს ათი თავით უნდა სჯობდე, თუ არა და კარისკენ მიგითითებენ..

ამიტომაც მინდა ვუთხრა მადლობა ავთო ბერიძეს, რომელიც ფინეთში წასვლამდე ფიზიკურად მამზადებდა. ისე, ძალიან მიკვირს - საქართველოში ამ პროფილის სპეციალისტების დეფიციატია, ბერიძე კი თავის კოლეგებში გამორჩეულია და ამის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთში მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ავლენენ. არადა, ბერიძის დამსახურებაა, კპვ-ში ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებული მე რომ ვიყავი. ფინეთში კარგი მწვრთნელები არიან, მაგრამ ბატონი ავთოს დონისა ბევრი იქაც არ მინახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

azuka9
აიი ამ კაცს ვენაცვალეე სიბოო ყველაზე უძლიერესი ქართველი თავდამსხმელი გახდა ფინეთში ჭლის საუკეთესო პირველ დივიზიონში და საუკეთესო ბომბარდირი პირველივე სეზონში მეტი რაღა ქნას კაცმა ჰა დანაკრებში შანსს არ აზლევენ ლელოს რედაქციას გთხოვთ როგორმე მიაწოდეთ ნაკრების ხელმძღვანელობას ინფორმაცია ირაკლი სირბილაძის შესახეებბბ
mentaliteti
გაიგეთ ბიჭო? მაგარია !!!!!!!!!!!!!!!! არადა მსოფლიო სპორტზე რამდენი "ტიპი" მასხარაობდა რომ ფინეთის ლიგა ჩვენ უმაღლესს როგორ ჯობიაო
state
გვეხილე ეროვნულშიც იგივე წარმატებებით!!! ღმერთმა გაგიმარჯვოს!!
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ