"კოპენჰაგენს" თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შანსი აქვს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის 6-ე ტურის მატჩის წინ "პანათინაიკოსთან", "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი თავის ფეხბურთელებს მოუწოდებს გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღონ, რათა კლუბმა თავის ისტორიაში პირველად ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეიოფში გასვლა შეძლოს. ამასთან, მან დასძინა, რომ არანაირად არ ამცირებს ბერძნული კლუბის ძალას, რომელმაც ევროთასებზე ბრძოლის გაგრძელების ყველანაირი შანსი უკვე დაკარგა.

"მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. "რუბინთან" მატჩში ხოსეპ გვარდიოლა ძირითადის ფეხბურთელებს დაასვენებს, ამიტომ მისაღები შედეგის მიღწევის შანსი რუსულ კლუბს საგრძნობლად ეზრდება. ამჟამად ჩემი გუნდი საკუთარი ძალებისადმი რწმენით აღსავსეა და ფეხბურთელები ყაზანში წაგებამაც კი ვერ დათრგუნა. ბერძნებთან მატჩისთვის ყველანი მოვლენების ჩვენს სასარგებლოდ განვითარებისთვის ვართ განწყობილნი", - ამბობს სოლბაკენი.

"მართალია, ისინი უკვე ვერაფერზე აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ მოწინააღმდეგის შესაძლებლობათა დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ მოედანზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლით გამოვალთ, "პანათინაიკოსს" კი პასუხისმგებლობის ტვირთი უკვე მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი შანსი გვაქვს ჩვენი სახელი ისტორიაში ჩავწეროთ", - განაცხადა სოლბაკენმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა