პორტუგალიური კლუბის ბრაზილიელი მცველის აზრით, "ბრაგა" ლიგის მერვედფინალს იმსახურებს
"ბრაგასთვის" დონეცკის "შახტართან" ოთხშაბათს გასამართი მატჩი შესაძლოა ისტორიული გახდეს. პორტუგალიურ კლუბს შანსი აქვს პირველივე ცდით ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გავიდეს. გუნდის აქტივში 9 ქულაა, ისევე როგორც "არსენალის", შახტარი" კი 12 ქულით H ჯგუფის ლიდერია. ამიტომ ბოლო მატჩში მოგებაც კი "ბრაგასთვის" შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, მისი სატურნირო ბედი "მეთოფეების" "პარტიზანთან" დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, "ბრაგას" ფეხბურთელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში სადებიუტო გამოსვლის გაგრძელებისთვის არიან განწყობილნი და მათ შორის ბრაზილიელი მცველი მოიზესიცაა.

"პლეიოფში გასვლა ჩვენი კლუბისთვის ისტორიული იქნებოდა. ჩვენ უკვე შევედით ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის წყალობით და დარწმუნებული ვარ მერვედფინალში ადგილს ვიმსახურებთ. "ბრაგა" საკმაოდ ძლიერი გუნდია და ამას იმსახურებს, ყველაფერ იმის შემდეგ რაც ამ სეზონში გააკეთა, იმ სირთულეების შემდეგ, რომელიც ღირსეულად გადალახა. პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში "ბრაგამ" "არსენალთან" 0:6 წააგო. ამ წაგებამ ბევრი გვასწავლა. დონეცკში მოსაგებად ვითამაშებთ, ორი აზრი არ არსებობს! ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია, მაგრამ შესარჩევ მატჩებში "ატლეტიკოსთან" და "სევილიასთან" უკვე დავამტკიცეთ, რომ თავადაც მრისახანე ძალას წარმოვადგენთ. ჩვენი ფეხბურთელები ასეთ შეხვედრებს მიეჩვივნენ და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ. ჩემი აზრით, სადებიუტო სეზონი ლიგაში "ბრაგასთვის" უკვე წარმატებული გამოდგა, მითუმეტეს რომ საგაზაფხულო სტადიისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. წინ ბევრი კარგი გველოდება და არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ იმით, რაც დღეისთვის გავაკეთეთ", - განაცხადა მოიზესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო