"ინტერის" თავკაცი "ვერდერთან" მატჩის მნიშვნელობას 10-ბალიანი სისტემით ათით შეაფასებდა
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის "ვერდერთან" დღევანდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, მილანელები ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლას აპირებენ. ბოლო ტურის წინ "ინტერი" მეორე ადგილს იკავებს და თავის აქტივში 10 ქულა აქვს. "ტოტენჰემი" იტალიურ კლუბს დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს.

"ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გვაქვს. ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა და აქ ზუსტად ამისთვის ჩამოვედით. ჩემპიონთა ლიგაში, რაც შეიძლება უკეთ უნდა ვიასპარეზოთ , ეს მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით საქმე ცუდად არ მიგვდის.

სხვა მატჩების შედეგებზე ზეგავლენა არ შეგვიძლია მოვახდინოთ, სამაგიეროდ შეგვიძლია ბრემენში გავიმარჯვოთ. სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ განმისაზღვრია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის მოთამაშეეები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, გამარჯვებისთვის იქნებიან დამუხტულები. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას ჩვენთვის ათბალიანი სისტემით ათით შევაფასებდი. ყველა მოთამაშეს, რომელიც ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ეს მშვენივრად ესმის", - განაცხადა ბენიტესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს