ლიონელ მესი ლა ლიგის მე-14 ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

დღეს ლა ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომელიც გოლ.კომ-მა შეარჩია. ამჯერად, საუკეთესო 11-ეულს 3-4-3 ტაქტიკური სქემით წარმოგიდგენთ. სიმბოლურ ნაკრები ძირითადად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული - მე-14 ტურის რჩეულთა შორის 4 არგენტინელია, 2 პორტუგალიელი და თითო გერმანელი და ვენესუელელი.

მეკარე

ვისენტე გუაიტა (ვალენსია): "ვალენსიას" აღზრდილ 23 წლის გოლკიპერს ძალიან გაუმართლდა, როცა გუნდის ორი ძირითადი მეკარე (სესარი და მოია ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს) ტრავმირებული იყო და "რეალის" წინააღმდეგ თამაში მას მოუწია. დანარჩენი კი გუაიტამ თავად დაიმსახურა - იმდენად კარგად ითამაშა, რომ მიუხედავად მარცხისა, ჩვენ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მართლა ძნელია, დაადანაშაულო მეკარე რონალდოს ორ გოლში (განსაკუთრებით მე-2 გოლში, როცა პორტუგალიელმა ფაქტობრივად დახვრიტა "ვალენსიას" კარი). შარშან გუაიტა "უელვაში" იყო განათხოვრებული და ისე კარგად ითამაშა, რომ სეგუნდადივიზიონის წლის საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა. ასე რომ, წარმატება ჰაერიდან არ მოსულა, "ვალენსიას" ნიჭიერი კარის დარაჯი ეზრდება.

მცველები

ნანო (ლევანტე): კაცი, რომელიც1-2 სეზონზე მეტს ვერ ძლებს კლუბში. "ლევანტეში" ის ამ ზაფხულს "ბეტისიდან" მივიდა. 30 წლის მცველისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო გოლი "ატლეტიკოს" კარში - პრიმერაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაგდო და თანაც გაუტანა გუნდს, რომლის სარეზერვო შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, მაგრამ არაფრით აიყვანეს ძირითადში და საერთოდ გაუშვეს. მოკლედ, ნანომ შური 8-წლიანი მოთმინების შემდეგ იძია.

მატეო მუსაჩიო (ვილიარეალი): ახალგაზრდა არგენტინელი ნელნელა ხდება ხუან კარლოს გარიდოს გუნდის დაცვის ხაზის უცვლელი წევრი. "ელ მადრიგალზე" ძალზე დამაჯერებლად ითამაშა და "სევილიას" ფორვარდები არ გაახარა. 20 წლის ფეხბურთელი დინჯად გაუმკლავდა ფრედერიკ კანუტეს და ალვარო ნეგრედოს, არადა ეს ორი ძალიან მაგრად თამაშობს "მეორე სართულზე".

ხუან ფორლინი (ესპანიოლი): კიდევ ერთი არგენტინელი სიმბოლურ ნაკრებში. 22 წლის ფორლინი ჩვენ სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ ხვდება. "სპორტინგის" წინააღმდეგ მან უშეცდომოდ ითამაშა. მისი დამსახურებაცაა, რომ "ესპანიოლი" ზედიზედ მე-7 მატჩია იმარჯვებს მშობლიურ სტადიონზე.

ნახევარმცველები

ელიზეუ (მალაგა): მანუელ პელეგრინიმ იცის კარგი ფეხბურთელის ფასი. მის ხელში პორტუგალიელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. "რასინგის" წინააღმდეგ ფლანგის ნახევარმცველი უბრალოდ დიდებულად თამაშობდა. დუდას კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ელიზეუმ ბურთი დაუშვებლად გადაგზავნა მეტოქის კარში. შემდეგ კი ორი საგოლე პასი გაუკეთა რონდონს.

პედრო რიოსი (ხეტაფე): შეიძლება ასეც ვთქვათ - ბოლო ორ ტურში პედრო რიოსმა ისე ითამაშა, რომ "ხეტაფეს" თავკაც მიჩელს თანამდებობა შეუნარჩუნა. "მალიორკას" წინააღმდეგ 28 წლის მარჯვენა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.

მესუთ იოზილი (რეალი): იოზილმა ისეთი დარტყმა მიიღო წინა ტურში, რომ არ გვეგონა, თუ ასე მალე გამოვიდოდა შოკიდან, რომელიც მან "კამპ ნოუზე" მიიღო (ჩავისა და ინიესტას ჯადოსნურ წრეში მოექცა და ბურთი საერთოდ ვერ მიიღო). "ვერდერის" ყოფილი ნახევარმცველი "ვალენსიასთან" ძველ, მაღალ სტანდარდს დაუბრუნდა. მისი პასების წყალობით ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა გუაიტას კართან. რონალდომ პირველი გოლი იოზილის პასით გაიტანა.

პაბლო პიატი (ალმერია): აუტსაიდერი "ალმერია" კვლავ მისმა რეკორდულმა შენაძენმა გადაარჩინა მარცხისგან. 21 წლის არგენტინელმა მარცხენა ფლანგელმა "სარაგოსასთან" მატჩის ბოლოს კალუ უჩეს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა, აჯობა ლეო ფრანკოს და "ალმერიას" ქულა გადაურჩინა.

თავდამსხმელები

ლიონელ მესი (ბარსელონა): პატარა არგენტინელის სიმბოლური ნაკრების გარეთ დატოვება შეუძლებელია. ის ყოველ ტურში ამტკიცებს, რომ მესია. "ბლაუგრანამ" პამპლონაში გაჭირვებით ჩააღწია, მაგრამ ლეოს სულ არ ეტყობოდა, რომ გზაში დაქანცულმა ავტობუსშივე გამოიცვალა, რადგან გასახდელში შესვლის დრო აღარ ჰქონდა. მესიმ ჯერ პედროს გაატანინა, შემდეგ კონტრშეტევაზე იყოჩაღა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, ბოლოს კი პენალტით დუბლი შეასრულა.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): რონალდო ძალიან ბევრმა გააკრიტიკა ბარსელონაში ცუდი თამაშისა და კიდევ უფრო ცუდი მოქცევის გამო. "ვალენსიასთან" მატჩში კი პორტუგალიელმა გაილაღა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეტოქე 10 კაცის ამარა დარჩა. რონალდომ ორი უძლიერესი დარტყმით "რეალს" სამი ქულა მოუტანა, მან კი "პიჩიჩისათვის" ბრძოლაში ლიდერობა შეინარჩუნა.

ხოსე რონდონი (მალაგა): მესის და რონალდოს გვერდში 21 წლის კარაკასელი ფორვარდი ხოსე რონდონი ამოუდგა. ვენესუელელმაც დუბლი შეასრულა. რონდონი "მალაგას" რეკორდული შენაძენია და მისგან ბევრს ელიან, სამხრეთამერიკელიც უმართლებს ანდალუსიურ კლუბს.

სხვები, რომლების სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდნენ, თუმცა კი გამორჩევას იმსახურებენ: პედრო (ბარსელონა), ფელიპე კაისედო (ლევანტე), ლუის გარსია (ესპანიოლი), სანტი კასორლა (ვილიარეალი), ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი) და დიეგო ალვეში (ალმერია).

[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა