ვწერდით იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა რობინ სიოდერლინგმა შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ მაგნუს ნორმანთან.

ვწერდით იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა რობინ სიოდერლინგმა შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ მაგნუს ნორმანთან. შვედების პირველი ნომერი დიდხანს არ დარჩენილა დამრიგებლის გარეშე. 2011 წლის სეზონისთვის სიოდერლინგს ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო პისტოლეზი მოამზადებს. ეს მწვრთნელი ცნობილია ამერიკელ მონიკა სელეშთან, იაპონელ აი სუგიამასთან და იტალიელ სიმონე ბოლელისთან თანამშრომლობით.

ცნობილი გახდა, რომ სიოდერლინგი 2011 წლის სეზონს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დაიწყებს, სადაც 2 იანვარს სტარტს აიღებს ATP-ის "250" კატეგორიის ტურნირი. რობინის გარდა, იქ რეიტინგის საუკეთესო ათეულის კიდევ ორ მოთამაშეს ვიხილავთ - ამერიკელ ენდი როდიკს (8) და ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (9).

ამ სამეულის გარდა, ბრისბენში ჩავლენ - ამერიკელი მარდი ფიში (16), კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი (20), ესპანელი ფელისიანო ლოპესი (27), გერმანელი ფლორიან მაიერი (37), ესპანელი მარსელ გრანოლერსი (41), ფრანგი ჟილ სიმონი (42) და ჩეხი რადეკ შტეპანეკი (62).

დევისის თასის მოგების შემდეგ სერბეთის ნაკრებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში. ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, დევისის თასის ახალმა ჩემპიონმა მეოთხედან მეორე ადგილამდე აინაცვლა. ამჟამად ბოგდან ობრადოვიჩის შეგირდების ანგარიშზე 23 134.38 ქულა მოდის. რეიტინგში ლიდერობა ესპანეთმა შეინარჩუნა, ასევე მეხუთე ადგილზე დარჩა წლევანდელი ფინალისტი საფრანგეთის ნაკრები.

6 დეკემბერს გამოქვეყნებული რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1(1). ესპანეთი 29 528.13

2(4). სერბეთი 23 134.38

3(2). ჩეხეთი 19 094.06

4(3). არგენტინა 15 800

5(5). საფრანგეთი 14 952.50

6(6). აშშ 11 547.50

7(7). რუსეთი 10 000

8(8). ხორვატია 6 367.50

9(9). ისრაელი 6 042.81

10(10). გერმანია 5 288.13

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის