ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

კვირის მიმოხილვა

კვირის გუნდი. "პიტსბურგი" გასულ კვირასაც იმასახურებდა ამ ნომინაციაში გამორჩევას, მაგრამ "ატლანტას" მიღწევები უფრო მომხიბვლელად ჩანდა. ამასობაში, "პინგვინებმა" ამ კვირას 10 მატჩამდე აიყვანეს მოგებათა სერია - ზედიზედ დაამარცხეს "რეინჯერსი", "ატლანტა", "კოლამბუსი" და "ნიუ ჯერსი" შაიბების საერთო რაოდენობით - 15:6. თანაც დენ ბილსმას გუნდი კარგა ხანია ჯორდან სტაალის გარეშე თამაშობს, გარდა ამისა, ცუდ ფორმაშია ევგენი მალკინი.

გუნდის ფანტასტიკური სერია, პირველ რიგში, მისი კაპიტნის სიდნი კროსბის შედეგიან თამაშს უკავშირდება. კანადური ჰოკეის მთავარ ვარსკვლავს ბომბარდირთა დავაში 48 ქულა აქვს, რაც ორჯერ მეტია კლუბის მეორე ბომბარიდრის - მალკინის მონაგარზე. კროსბის დახმარებას უწევენ მცველები - ლეტანგი, მარტინი და გოლიგოსკი, რომლებიც მოპოვებული ქულებით გუნდის პირველ ექვსეულში შედიან. საერთოდაც, "პიტსბურგის" დაცვის ხაზი ყველაზე შედეგიანია ლიგაში.

სატრანსფერო აქტიურობა. "კოლორადოს" მენეჯმენტმა ორი დღის განმავლობაში ორი ტრეიდი განახორციელა, არადა, ზაფხულზე ეს კლუბი მეტად პასიური იყო სატრანსფერო ბაზარზე. ამ დღეებში "კოლორადო" თავის მომავალ ვარსკვლავს შეელია - მან ფარმ-კლუბიდან პერსპექტიული მცველი კობი კოენი "ბოსტონში" გაუშვა და სანაცვლოდ მზა მცველი მეტ ჰენვიკი მიიღო.

მეორე ტრეიდით "ზვავებმა" ფორვარდი ტომაშ ფლიშმანი აიყვანეს "ვაშინგტონიდან". ეს გარიგება გასაგებია, რადგან დენვერელებმა ტრავმების გამო ორი თავდამსხმელი დაკარგეს - გალიარდი და სტიუარტი. შემადგენლობის გადახალისება "კოლორადოს" არ აწყენს, რადგან გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო და საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილი დაკარგა.

კვირის დაბრუნება. ისედაც ძლიერ "ბოსტონს", როგორც იქნა, ეღირსა ცენტრფორვარდ მარკ სავარის დაბრუნება, რომელიც გამოჯანმრთელდა ტვინის მძიმე შერყევის შემდეგ. თუმცა ჯერჯერობით 33 წლის ჰოკეისტს დიდ სათამაშო დროს არ აძლევენ - ორ მატჩში მხოლოდ 15 წუთი დაჰყო მოედანზე. არადა, სავარი მაღალი დონის ფორვარდია, რომელსაც სეზონში 80 ქულაზე მეტის დაგროვება შეუძლია. მაგალითად, 2005-06 წლების რეგულარულში მის ანგარიშზე 97 (28+69) ქულა იყო.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდი სიდნი კროსბი დაასახელა. თავდამსხმელმა 16-მატჩამდე აიყვანა სერია, რომლის დროსაც ყოველ შეხვედრაში მინიმუმ ერთ ქულას აგროვებდა. ამის წყალობით სიდნის უკვე 48 ქულა (24+24) აქვს და ლიდერობს ბომბარდირთა დავას. გასულ კვირას კროსბიმ ოთხ მატჩში 6 გოლი და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მეორე ვარსკვლავი "ბაფალო სეირბზის" მეკარე რაიან მილერია. გასულ კვირას შარშანდელი სეზონის საუკეთესო გოლკიპერმა და ვანკუვერის ოლიმპიადის MVP-მ 51 დარტყმიდან ყველა მოიგერია და ორი შათაუტი შეასრულა. ამ მომენტისთვის მისი "მშრალი" სერია 148 წუთსა და 14 წამს უდრის.

მესამე ვარსკვლავი გახდა "ედმონტონ ოილერზის" ფორვარდი ტეილორ ჰოლი. 2010 წლის დრაფტის პირველი ნომერი კარიერაში პირველად მოხვდა კვირის ლაურეატთა შორის. მისი ოთხი გოლის წყალობით აუთსაიდერ "ედმონტონს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ატლანტა-ნეშვილი 3:2 (ო)

0:2, 1:0, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 კოლინ უილსონი-5 (ს. კოსტიცინი-4, კლეინი-7), 0:2 სალივანი-8 (კოლინ უილსონი-6, კ. ო'რაილი-11), 1:2 სლეიტერი-4 (ენსტრიომი-19), 2:2 ლედი-10 (ბიფულინი-19, ლიტლი-6), 3:2 ბოგოსიანი-2 (იგერი-5, ბურმისტროვი-8).

კოლამბუსი-დალასი 3:2 (ბ)

1:0, 0:1, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 რასელი-2 (ვორაჩეკი-11, ნეში-6), 1:1 ბ. რიჩარდსი-12 (ჯ. ნილი-14, განონი-1), 1:2 ოტი-7 (დელეი-8, სეგალი-4), 2:2 ნეში-14 (სტრალმანი-7, ბრასარი-13).

ბულიტები გაიტანეს: ნეში (კოლამბუსი), ბ. რიჩარდსი (დალასი), კაილ უილსონი (კოლამბუსი).

დეტროიტი-სან ხოსე 2:5

2:1, 0:3, 0:1

გოლები: 1:0 ჰოლმსტრიომი-8 (ლიდსტრიომი-18, რაფალსკი-14), 1:1 ჯ. ტორნტონი-7 (ჰიტლი-15), 2:1 ფრანცენი-12 (ჰოლმსტრიომი-5, რაფალსკი-15), 2:2 ვალინი-2 (ჯ. ბრაუნი-4, მეიერსი-4), 2:3 კუტური-11 (ქლოუ-16), 2:4 ჰიტლი-13 (დ. მიურეი-4), 2:5 კუტური-12 (ქლოუ-17, ჟოსლენი-3).

პიტსბურგი-ნიუ ჯერსი 2:1

1:1, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 როლსტონი-2 (არნოტი-6, ტედენბი-4), 1:1 კუნიტცი-8 (კროსბი-24, დუპუი-7), 2:1 კროსბი-24 (გოლიგოსკი-9, კუნიტცი-9).

ვაშინგტონი-ტორონტო 4:5 (ბ)

2:1, 2:0, 0:3, 0:0

გოლები: 1:0 მ. პერო-1 (პოტი-2, სიომინი-15), 1:1 მაკარტური-8 (კულემინი-7), 2:1 ნუბლი-5 (ბექსტრიომი-20, პოტი-3), 3:1 მ. პერო-2 (ლეიჩი-12), 4:1 ოვეჩკინი-12 (პოტი-4, ბექსტრიომი-21), 4:2 გრაბოვსკი-6 (ტ. კაბერლე-13, კულემინი-8), 4:3 ბრენტი-3 (ტ. კაბერლე-14, კადრი-6), 4:4 მაკარტური-9 (გრაბოვსკი-12, კესელი-5).

ბულიტები გაიტანეს: გრაბოვსკი (ტორონტო).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი* 29 19 8 2 40

2. ვაშინგტონი* 28 18 8 2 38

3. მონრეალი* 27 17 8 2 36

4. ფილადელფია 28 17 7 4 38

5. ტამპა ბეი 27 15 9 3 33

6. ატლანტა 28 15 10 3 33

7. რეინჯერსი 29 16 12 1 33

8. ბოსტონი 25 14 8 3 31

9. ოტავა 28 12 14 2 26

10. კაროლინა 26 11 12 3 25

11. ბაფალო 27 11 13 3 25

12. ტორონტო 26 10 12 4 24

13. ფლორიდა 25 11 14 0 22

14. ნიუ ჯერსი 27 8 17 2 18

15. აილენდერსი 25 5 15 5 15

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. დეტროიტი* 25 17 5 3 37

2. დალასი* 26 16 8 2 34

3. ვანკუვერი* 25 14 8 3 31

4. ფინიქსი 26 13 7 6 32

5. ჩიკაგო 29 15 12 2 32

6. კოლამბუსი 26 15 10 1 31

7. ლოს ანჯელესი 25 15 10 0 30

8. სან ხოსე 26 13 9 4 30

9. სტ. ლუისი 26 13 9 4 30

10. ნეშვილი 26 12 8 6 30

11. კოლორადო 26 13 10 3 29

12. ანაჰაიმი 29 13 13 3 29

13. მინესოტა 26 11 11 4 26

14. ედმონტონი 26 10 12 4 24

15. კალგარი 27 11 14 2 24

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

სიდნი კროსბი (პიტ) 48 (24+24)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 40 (21+19)

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 35 (12+23)

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 34 (11+23)

ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 33 (18+15)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 32 (11+21)

დანიელ სედინი (ვან) 31 (14+17)

ბრედ რიჩარდსი (დალ) 31 (12+19)

მილან ჰეიდუკი (კოლორ) 30 (10+20)

ჰენრიკ სედინი (ვან) 30 (3+27)

გოლები

სიდნი კროსბი (პიტ) 24

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 21

ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 18

პატრიკ შარპი (ჩიკ) 16

დანიელ სედინი (ვან) 14

დენი ბრიერი (ფილ) 14

რიკ ნეში (კოლამ) 14

კლოდ ჟირუ (ფილ) 13

ბობ რაიანი (ანა) 13

დენი ჰიტლი (ს-ხოს) 13

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 27

სიდნი კროსბი (პიტ) 24

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 23

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 23

რაიან უიტნი (ედმ) 21

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 21

კრის ლეტანგი (პიტ) 21

პაველ დაციუკი (დეტ) 21

ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 20

მილან ჰეიდუკი (კოლორ) 20

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა

ჰოკეის ეროვნული ლიგის 40 წლის ფორვარდმა ბილ გერინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ჰოკეისტი შარშან "პიტსბურგ პინგვინზში" თამაშობდა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი კლუბი ვერ იპოვნა, რის გამოც სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბილ გერინმა NHL-ში 18 სეზონი გაატარა და რვა კლუბის ღირსება დაიცვა: "ნიუ ჯერსი", "ედმონტონი", "ბოსტონი", "დალასი", "სან ხოსე", "აილენდერსი", "სენტ ლუისი" და "პიტსბურგი". ორჯერ აქვს მოპოვებული სტენლის თასი - ჯერ "ნიუ ჯერსისა" და შემდეგ "პიტსბურგის" შემადგენლობაში.

სულ რეგულარულ ჩემპიონატში 1263 მატჩი ჩაატარა და 856 ქულა (429 შაიბა+427 შედეგიანი პასი) დააგროვა, პლეი ოფში ანალოგიური მაჩვენებელი 149 მატჩსა და 74 ქულას (39+35) უდრის.

გერინი ხშირად თამაშობდა ამერიკის ნაკრებში - 74 მატჩი და 41 ქულა. 1996 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2002 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიგო.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!