ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ზაზას სარეკორდო პასები

ზაზას სარეკორდო პასები

ფაჩულიამ "ორლანდო მეჯიქთან" მატჩში 3 პასი შეასრულა, რაც ამ სეზონში მისი რეკორდული მაჩვენებელია

ზაზა ფაჩულიამ "ატლანტას" უშუალო კონკურენტ "ორლანდო მეჯიქთან" მატჩში 3 პასი შეასრულა, რაც ამ სეზონში მისი რეკორდული მაჩვენებელია. აქვე დავძენთ, რომ NBA-ში ზაზას საუკეთესო მიღწევა 6 შედეგიანი გადაცემაა. იმედი დავიტოვოთ, რომ იგი მიმდინარე ჩემპიონატში ამ შედეგს გააუმჯობესებს. რაც შეეხება "ორლანდოელ ჯადოქრებთან" გასვლით შეხვედრას, ზაზას მთავარი ამოცანა მასპინძელი "სუპერმენის" დუაით ჰოვარდის შეჩერება იყო, რომელმაც გაზაფხულზე არმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში "ატლანტას" სერიაში 4:0 მოუგო. აქვე უნდა ითქვას, რომ გუშინ ზაზამ, კოლინზმა, პაუელმა და ტომასმა (სხვადასხვა ეპიზოდებში ჰოვარდს მეურვეობდნენ) დაცვით ფუნქციას თავი კარგად გაართვეს, თუმცა ფაჩულიასა და კოლინზს 4-4 ჯარიმა მოუგროვდათ. ამასაც თავისი ახსნა აქვს: ქართველი ცენტრი ცდილობდა გოლიათ ჰოვარდს ხისტად დადგომოდა და პოზიცია არ დაეთმო. თავის მხრივ, ჯოშ პაუელი, რომელსაც მეტი დროით მოუწია (19 წუთი) დუაითის წინააღმდეგ თამაში, მეტოქესთან ფიზიკურ ორთაბრძოლაში არ შედიოდა, მოხერხებით ერთი-ორჯერ შეტევაშიც დააჯარიმა. საბოლოოდ, მეოთხე პერიოდში "ატლანტას" ცენტრად პაუელმა ითამაშა.

ზაზამ კი, მოძრაობითა და პასებით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დანარჩენ ტანმაღლებთან შედარებით უკეთ შეუძლია გუნდური კალათბურთს თამაში. იგი ფარიდან მოშორებით რამდენიმეჯერ დარჩა სატყორცნ პოზიციაზე, მაგრამ არ უსვრია. არადა, საქართველოს ნაკრებში საშუალო დისტანციიდან არაერთხელ ჩაუგდია.

ნაკრები რადგან ვახსენეთ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ ფაჩულიას პოლონელ მარცინ გორტატთანაც მოუწია დაპირისპირება, მაგრამ დუაითის მსგავსად მოწოდების სიმაღლეზე ვერც მარცინი იყო.

მატჩის მსვლელობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მასპინძელი "ატლანტა" იყო - ჯორჯიელები მცირე სათამაშო ინიციატივასაც ფლობდნენ და ანგარიშიც უმეტესად მათ მიჰყავდათ. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე პერიოდის წუთნახევრიანი ეპიზოდი: სმიტისა და პაუელის 4 ქულას მაიკ ბიბიმ სამიანი წაუმატა და 6:0 გაქცევის შემდეგ "ჰოქსი" 71:62 დაწინაურდა. ამის შემდეგ ორლანდოელმა ვინს კარტერმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, სირენამდე 40 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (70:73), თუმცა საპასუხო შეტევისას ბიბიმ ექსტრა-კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და შორეული ტყორცნით თანაგუნდელთა უპირატესობა 6 ქლამდე გაზარდა. საბოლოოდ "ქორებმა" ქართველ ლეგიონერთათვის ახლობელი ანგარიშით, 80:74 იმარჯვეს. გასულ კვირას ევროტურნირებზე გიორგი ცინცაძის "რიკოც" და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუც" 74:80 დათმეს.

"მეჯიქთან" მოგების მიუხედავად "ატლანტა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მაინც მე-5 ადგილზე დარჩა. მას და "მაიამის" 14-14 მოგება და 8-8 წაგება აქვთ (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ფლორიდელთა მხარესაა), ხოლო მეორეადგილოსან "ორლანდოს" 15 გამარჯვება და 6 წაგება უწერია. პირველია "ბოსტონი".

23-ე მატჩს "ჰოქსი" დღეს გამთენიისას შინ, "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ ითამაშებდა.

ორლანდო-ატლანტა 74:80

ზაზა ფაჩულია: 12:30 წუთი, 0 ქულა (1-დან 0 ორქულიანი), 4 მოხსნა, 3 პასი, 4 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:29 ზაზამ უილიამსი შეცვალა

02:47 პასი: 1 (ჰორფორდი 2ქ, 16:10)

II პერიოდი

11:45 ფოლი: 1

11:24 პასი: 2 (უილკინსი 2ქ, 21:20)

08:54 ორქულიანი: არაზუსტი

08:05 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

07:17 ზაზამ კოლინზი შეცვალა

06:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

05:25 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

04:54 ფოლი: 2

03:21 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

03:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

02:46 პასი: 3 (ბიბი 3ქ, 50:50)

02:27 ფოლი: 3

02:11 ფოლი: 4

02:11 პაუელმა ზაზა შეცვალა

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში

ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა

შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება