ჭორი გავრცელდა, რუსთავის ”ოლიმპიდან” ბომბარდირი ირაკლი მოდებაძის გაშვებასაც აპირებენო...
რუსთავის ”ოლიმპის" მეპატრონე ჯოზეფ ქეიმ გუნდში მმართველობის განმტკიცება გადაწყვიტა. ”ოლიმპის" დაარსების შემდეგ მან კლუბის მართვა ზურაბ ჯაფარიძესა და ბადრი ქარქაშაძეს ჩააბარა, ბოლო დროს კი უცხოეთში აღარ დადის, კლუბთან დაახლოება გადაწყვიტა, ვარჯიშებზე სიარულს მოუხშირა, ზოგჯერ მწვრთნელებს მითითებებსაც აძლევს და ა.შ.

ქეის გუნდთან დაახლოება იმით დაიწყო, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ჯაფარიძემ ”ოლიმპი" დატოვა. მას ქეისთან თანამშრომლობა აღარ სურდა. ოთხი წლის განმავლობაში კლუბს სწორედ ჯაფარიძე მართავდა, ყველა საორგანიზაციო საკითხს აგვარებდა და, მოგვწონდა თუ არა მისი მართვის სტილი, ”ოლიმპი" სამეულის ქვემოთ არ დაშვებულა. ჯაფარიძის თქმით, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ მას და მეპატრონეს ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ და ისიც აღნიშნა, ქეიმ მითხრა, ფეხბურთს ვსწავლობო.

ცოტა უცნაურად კი გვეჩვენა ინფორმაცია, თითქოს ამ სწავლის პროცესში კლუბიდან რუსთაველთა ლიდერის, ეროვნული პირველობის ერთ-ერთი ბომბარდირის ირაკლი მოდებაძის გაშვება განიზრახეს. თემურ ქეცბაიამ ფეხბურთი კარგად იცის და მოდებაძე ეროვნულ ნაკრებში ამიტომაც მიიწვია. ეროვნულ ჩემპიონატში კვალიფიციური თავდამსხმელების აშკარა დეფიციტია და ”ოლიმპის" ნებისმიერი კონკურენტი მოდებაძეს სიამოვნებით აიყვანს, რუსთაველებს კი მისი წასვლა აშკარად დაეტყობათ. ფეხბურთის მცოდნე მეპატრონის ხელში კლუბში ასეთი რამ არ მოხდება და იმედია, ეს ჭორი ჭორადვე დარჩება.

სიახლეა ”ოლიმპის" სამწვრთნელო შტაბშიც - მთავარი მწვრთნელის ასისტენტად თბილისის ”დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი თორნიკე მაისურაძე დაინიშნა, ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტ ზურაბ მაისურაძის ვაჟი.

ჯაფარიძის წასვლის შემდეგ ”ოლიმპში" მორიგ საკადრო ცვლილებაზე ალაპარაკდნენ: გუშინ, საღამოს ცხრა საათზე ქეი გუნდის დირექტორ ბადრი ქარქაშაძეს შეხვდა (შეგახსენებთ, რომ იგი გუნდში ჯაფარიძესთან ერთად მივიდა) და ამის მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ შეხვედრის შემდეგ დირექტორი პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა ეს ინფრომაცია არ დაგვიდასტურეს.

გუშინ კლუბის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ისიც გვითხრა, რომ მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძეც გაათავისუფლეს და ხვალ ვარჯიშს აღარ ჩაატრებსო. ინფორმაცია გვიან შევიტყვეთ, გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს.

უცნაური და აუხსნელია, რატომ გაათავისუფლეს მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონატში ერთი შეხვედრაც კი არ წაუგია – ამის ახსნას უფოლოგებიც ვერ შეძლებენ.

ვერ გეტყვით, ამ ყველაფრის შემდეგ რუსთავის ”ოლიმპი" მოახერხებს თუ არა დიაგონალური გადაცემებით თამაშს, რასაც მისგან ითხოვენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეპატრონის გუნდთან დაახლოება რევოლუციის ტოლფასი გამოდგა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა