"ფლამენგოს" გოლკიპერი საყვარელი ქალის მოტაცებასა და აბორტის იძულებაში დამნაშავედ ცნეს
ბრაზილიის 2009 წლის ჩემპიონი "ფლამენგოს" შემადგენლობაში, მეკარე ბრუნო ფერნანდესი თავისი ყოფილი საყვარელი ქალის მოტაცებასა და აბორტის იძულებაში დამნაშავედ სცნეს და ოთხწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრუნოს თანამზრახველს კი ციხეში ყოფნა 3 წელი მოუწევს.

გამოძიების ინფორმაციით, 2009 წლის ოქტომბერში მეკარემ ელიზა სამუდიო რიო-დე-ჟანეიროში მოიტაცა და სოფელში წაიყვანა. იქ ბრუნომ ქალს სცემა და მისგან აბორტის გაკეთება მოითხოვა. თუმცა სამუდიომ ბავშვი მაინც გააჩინა.

ბრუნოს ბრალი სამუდიოს მკვლელობაშიც ედება. 25 წლის ქალი 2010 წლის ივნისში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მისი ცხედარი კი აქამდე ნაპოვნი არ არის, თუმცა გამომძიებლების აზრით, ბრუნომ და მისმა თანამზრახველმა სამუდიო დაახრჩვეს, შემდეგ მისი სხეული ნაწილებად დაჭრეს და ძაღლებს აჭამეს.

ბრუნო "ფლამენგოში", რომელიც ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ კლუბად მიიჩნევა, 2008 წლიდან გამოდიოდა, 2009 წელს კი გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2010 წლის ივლისში "ფლამენგომ" გოლკიპერთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა