იანვარში "ვალენსიას" გამოცდილი ნახევარმცველი ვისენტე როდრიგესი კლუბს შეიცვლის

იანვარში "ვალენსიას" გამოცდილი ნახევარმცველი ვისენტე როდრიგესი კლუბს შეიცვლის, ამტკიცებს ესპანური "ლას პროვინსიასი". ვისენტეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიუღია, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის შანსი არ მიეცა, არადა უნაი ემერიმ ლიგაზე საკმაოდ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. 29 წლის განაპირა ნახევარმცველმა ახალ სეზონში სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების ყოფილ წევრს, ბუნებრივია, ეს არ აწყობს და სათამაშო პრაქტიკას ითხოვს. "ლას პროვინსიასი" ამტკიცებს, რომ ვისენტე მთელი სერიოზულობით განიხილავს "ერკულესის" შემოთავაზებას და იანვარში, ალბათ, კლუბსაც შეიცვლის. ეს ჩინებურლი ვარიანტი იქნება ვისენტესთვის, რომელიც ვალენსიელია და მშობლიური ქალაქიდან წასვლა არ მოუწევს - "ერკულესი" ხომ ვალენსიის მხარის ქალაქ ალიკანტეს გუნდია.

ვისენტე 10 წლის წინათ გადავიდა "ლევანტედან" (რომელიც ასევე ვალენსიის გუნდია) "ვალენსიაში" და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ტექნიკურ მარცხენა ნახევარმცველს ხშირად უშლიდა ხელს. ესპანეთის ნაკრებში მან 38 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

ჟოზეს უნდა ეტო'ო

"ელ მუნდო დეპორტივო" ავრცელებს სიახლეს, რომლის თანახმადაც ჟოზე მოურინიოს "რეალში" სამუელ ეტო'ოს ხილვა სურს. ყველამ იცის, რომ მოურინიო ფორვარდს ეძებს. ამ პოზიციაზე მას ისედაც პრობლემა ჰქონდა და გონსალო იგუაინის ტრავმამ სამომავლო ტრანსფერი აუცილებლობად აქცია. არგენტინელი იანვრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, "სამეფო კლუბი" კი ქარიმ ბენზემას იმედად ვერ იქნება.

"ელ მუნდო" მიიჩნევს, რომ სწორედ კამერუნელი ფორვარდის შეძენაა "განსაკუთრებულის" პრიორიტეტი და არა მისი თანაგუნდელი "ინტერში" დიეგო მილიტოსი, რომელიც ახალ სეზონში ვერ ყოჩაღობს. რაც უნდა იყოს, მიუხედავად "რეალის" განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა, გვეეჭვება, მასიმო მორატი ეტო'ოს შეელიოს, თუკი "სამეფო კლუბი" არნახულ თანხას არ გაიღებს აფრიკელისთვის.

კონე მორჩა, ფაბიონაც მალე დაბრუნდება

მცირე კრიზისში მყოფ "სევილიას" ლაზარეთში ერთით ნაკლები ფეხბურთელია - კოტ დ'ივუარელმა ფორვარდმა არუნა კონემ მუხლი მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. 27 წლის კონემ მუხლი გასული სეზონის ბოლოს დაიზიანა და მას მერე არ უთამაშია. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ კონეს ახალ წლამდე არ ათამაშებს თავის დაზღვევის მიზნით. სხვათა შორის, მალე გამოჯანმრთელდება ანდალუსიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანოც.

პეპემ ხელფასი გამიოთხმაგეთო

მადრიდის "რეალი" და პორტუგალიელი მცველი პეპე ვერაფრით შეთანხმდნენ ხელფასზე და მათი მოლაპარაკებაც ახალ საკონტრაქტო ხელშეკრულებაზე, ჩაიშალა. "მარკა" წერს, რომ პეპემ "სამეფო კლუბში" დარჩენის სანაცვლოდ გუნდს წელიწადში 6 მილიონი ევრო მოსთხოვა ხელფასის სახით. ფლორენტინო პერესი რომ დათანხმებულიყო, პეპე ხელფასის ოდენობით "რეალში" მესამე იქნებოდა კრიშტიანო რონალდოსა და კაკას შემდეგ. პეპეს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ახლა მისი ხელფასი წელიწადში 1,8 მილიონი ევროა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა