ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია" სერია A-ს XVI ტურს ბოიკოტს უცხადებდა

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია" სერია A-ს XVI ტურს ბოიკოტს უცხადებდა, რაც ჩემპიონატს დროებით შეჩერების საფრთხეს უქმნიდა. წარსულ დროში კი იმად ვსაუბრობთ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია - გაფიცვა არ შედგება. არადა, რამდენიმე დღის წინ ვითარება ბევრად უფრო რთულად იყო. ასოციაციის ვიცე-პრეზიკდენტი მაურიციო გროსო გადაჭრით აცხადებდა, რომ ფედერკალჩოსთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ ჰქონდა და 11-12 დეკემბერს დაგეგმილი ტური ჩაიშლებოდა. აქვე, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ფეხბურთელთა ასოციაციის მესვეურები იმ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც 2011 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში და რომლის მიხედვითაც კლუბებს ტრანსფერის განხორციელება ფეხბურთელის აზრის გაუთვალისწინებლად შეეძლებათ. გარდა ამისა, კიდევ არის საკითხების მთელი რიგი, რომელიც შეთანხმებას საჭიროებს, უფრო სწორად საჭიროებდა. ასოციაციამ რვა საკითხი გამოყო, რომლებიც ფედერაციამ მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს.

"გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ გუშინ, ფედერკალჩოს და "იტალიელ ფეხბურთელთა აქსოციაციის" მესვეურებმა შვიდი საათის განმავლობაში ითათბირეს და რვიდან ექვს საკითხზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები დღეს განახლდება და სავარაუდოდ, დარჩენილ ორ საკითხზეც მიაღწევენ კონსენუსს. ამაზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯანკარლო აბეტეს სიტყვები მეტყველებს: "მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ფაქტიურად ყველა სადავო საკითხზე შევთანხმდით. მათი მოთხოვნები აბსოლუტურად გასაგებია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ. ბევრ საკითხზე ასოციაციაც წამოვიდა კომპრომისზე, რაც მისასალმებელია. მათ კარგად ესმით, რომ მეორე მხარეს კლუბების მესვეურები არიან, რომლებსაც თავიანთი მოთხოვნები აქვთ. ვფიქრობ, სულ მალე ერთმნანეთს ხელს ჩამოვართმევთ, ყველაფერზე შევთანხმდებით და გაფიცვას თავიდან ავიცილებთ. ჩემპიონატის შეჩერება არავის სჭირდება, მათ შორის არც თავად ფეხბურთელებს".

რვავე საკითხის დეტალური განხილვისგან თავს შევიკავებთ, რადგან ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხია საინტერესო: გაგრძელდება თუ არა ჩემპიონატი? - პასუხი კი ასეთია: გაგრძელდება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა