ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "ნიუ ჯერსისთან" 14 წუთი ითამაშა და დრო უქმად არ დაუკარგავს

კაპიტნის, ჯო ჯონსონის გამოკლების (ხელის ტრავმა აქვს) მიუხედავად "ატლანტა" წარმატებულ სვლას განაგრძობს. ჯორჯიელებმა ამჯერად აღმოსავლეთის კონფერენციის აუტსაიდერ "ნიუ ჯერსის" (16 მარცხი, 6 მოგება) უმასპინძლეს და 15 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს - 116:101.

სტუმრებმა "ქორებს" პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, ერთ ეპიზოდში 7 ქულითაც დაწინაურდნენ (38:31), მაგრამ ატლანტელები გონს მალევე მოეგნენ და 7 წუთში სულაც 14 ქულით წინ გაიჭრნენ - 60:46. ასეთი უპირატესობის შენარჩუნება ჯორჯიელებს გაცილებით ძლიერ მეტოქეებთანაც არ უჭირთ. როგორც გითხარით, "ჰოქსმა" 116:101 მოიგო.

"ატლანტას" სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინზი გამოჩნდა, რომელიც მალე ზაზა ფაჩულიამ შეცვალა. ქართველმა ცენტრმა თოთხმეტი წუთი ითამაშა და დრო უქმად არ დაუკარგავს (იხილეთ მონაგარი). გაცილებით შთამბეჭდავი ჯოშ სმიტის სტატისტიკა გამოდგა: 34 ქულა და 7 პასი.

"ატლანტას" 15 მოგების წილ 8 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა. "ჰოქსის" მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს დასავლეთის კონფერენციის ლიდერის "სან ანტონიოს" წინააღმდეგ ტეხასში იგეგმება.

ატლანტა-ნიუ ჯერსი 116:101

ზაზა ფაჩულია: 13:46 წუთი, 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 3 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

07:14 ზაზამ კოლინზი შეცვალა

03:31 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:57 ფოლი: 1

00:16 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:05 საჯარიმოები: 2/0

00:03 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

00:03 ორქულიანი: 2ქ (27:26)

II პერიოდი

11:29 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

09:30 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

03:58 ზაზამ ტიგი შეცვალა

03:47 ფოლი: 2

03:10 ტომასმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

04:08 ზაზამ კოლინზი შეცვალა

03:28 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 77:63)

02:44 ორქულიანი: არაზუსტი

02:06 ჩაჭრა: 1 (პეტროს ჩაუჭრა)

02:01 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 79:67)

01:20 ორქულიანი: არაზუსტი

00:53 ფოლი: 3

00:53 უილკინსმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა