ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი კალჩოს შემდეგ

ფეხბურთი კალჩოს შემდეგ

ჟურნალმა "გუერინ სპორტივომ" გამოაქვეყნა 100 იტალიელი ფეხბურთელის სია, რომლებმაც ითამაშეს ან აგრძელებენ თამაშს უცხოურ კლუბებში

ჟურნალმა "გუერინ სპორტივომ" გამოაქვეყნა 100 იტალიელი ფეხბურთელის სია, რომლებმაც ითამაშეს ან აგრძელებენ თამაშს უცხოურ კლუბებში. აპენინებიდან მასიური გასვლა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო - გასული საუკუნის 90-იან წლებში და ეს ყველაფერი "ბოსმანის" საქმის" დამსახურება გახლდათ. პრეცედენტები ადრეც ყოფილა, მაგრამ, როგორც წესი, გარბოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე ასრულებდნენ კარიერას, ახალგაზრდებს კი მშობლიური მხარის დატოვების სურვილი არ ჰქონდათ. კალჩოში ფული საკმარისი იყო მათთვისაც და ლეგიონერთა მრავალრიცხოვანი არმიისთვისაც.

"გუერინ სპორტივომ" გაარკვია, რომელმა იტალიელმა დატოვა ყველაზე შესამჩნევი კვალი უცხოურ ფეხბურთში.

100 ლეგიონერი

ერთერთი პირველი, ვინც აპენინების დატოვება გადაწყვიტა, "ლაციოს" ცენტრფორვარდი ჯორჯო კინალია (მე-10 ადგილი სიაში) იყო. მან 1974 წელს რომაული კლუბის გაჩემპიონებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ორი წლის შემდეგ კი ამერიკელ მეუღლესთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სახელგანთქმულ "კოსმოსში" (ნიუ იორკი) ითამაშა. მისი პარტნიორები თვით პელე და ბეკენბაუერი იყვნენ. კინალიამ 1976-83 წლებში 254 მატჩი ჩაატარა და 243 გოლი გაიტანა. ხუთჯერ გახდა აშშ-ის ჩემპიონი და ამდენჯერვე საუკეთესო ბომბარდირი.

კიდევ უფრო შორი გზა აირჩია რობერტო ვიერიმ (სიაში 70-ე). 1979 წელს ავსტრალიაში წავიდა და იქ "მარკონი სტელიონზის" შემადგენლობაში ჩემპიონატი მოიგო. რობერტოს გზას გაყვნენ მისი ვაჟიშვილები: სახელგანთქმული კრისტიან "ბობო" ვიერი და ნაკლებად ცნობილი მასიმილიანო ვიერი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საზღვარგარეთ ძირითადად ისინი მიდიოდნენ, ვისთვისაც არ მოინახებოდა ადგილი ადგილობრივი კლუბების შემადგენლობებში. ორი მთავარი მარშრუტი იყო - ესპანეთი და ინგლისი. მხოლოდ ერთეულები ირჩევდნენ სხვა ქვეყნებს.

ესპანეთში

პირველ რიგში აღსანიშნავია "იტალიური ფურცელი" "ვალენსიას" ისტორიაში, რომელიც 1997 წელს გადაიშალა - გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდა, შემადგენლობაში კი 32 წლის მცველი ამადეო კარბონი (2) გამოჩნდა. "რომას" ყოფილმა კაპიტანმა "ღამურებში" 10 შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ საქმისადმი პროფესიული მიდგომის შემთხვევაში ასაკი მთავარი განმსაზღვრელი არ არის. ამ დროის განმავლობაში მან ორი ჩემპიონობა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო და გუნდის კაპიტანი გახდა. "ვალენსიაში" სხვა იტალიელთაგან დაგვამახსოვრდა თავდამხსმელი მარკო დი ვაიო (41), რომელმაც 2004 წელს "პორტუსთან" სუპერთასის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მცველი ემილიანო მორეტი (19), ვინც დაცვაში წარმატებით შეცვალა კარბონი.

მრავალრიცხოვანი იყო იტალიელთა წარმომადგენლობა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში, თუმცა ყველაზე მეტად თავდამსხმელი კრისტიან ვიერი (9) გამოირჩა. 1997 წელს "იუვესთან" ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ის მოულოდნელად ახალ კლუბში გადავიდა და პირველივე ესპანურ სეზონში ბომბარდირთა დავაში გაიმარჯვა - 24 მატჩში 24 გოლი. ამავე კლუბს უკავშირდება ცნობილი არიგო საკის მცირეხნიანი სამწვრთნელო მოღვაწეობა.

სხვა ესპანურ კლუბებში იტალიელები ეპიზოდურად ჩნდებოდნენ. "სევილიაში" გამოიჩინა თავი ენცო მარესკამ (13), რომელმაც გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო უეფას თასი, პირველ ფინალში კი ორი გოლი გაიტანა. "ვილიარეალში", რომელმაც 2005-06 წლებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია, საყრდენი ნახევარმცველის როლს ყოფილი იუვენტუსელი ალესიო ტაკინარდი (34) ასრულებდა. მოგვიანებით "ყვითელ წყალქვეშა ნავში" ახალგაზრდა თავდამსხმელი ჯუზეპე როსი (15) ვიხილეთ, რომლის თამაში მარჩელო ლიპიმ შეამჩნია და ნაკრებში მიიწვია.

იტალიელებს ესპანურ გრანდებშიც მოუწიათ თამაში. 1997 წლის იანვარში "რეალში" დაიწყო გამოსვლა მცველმა კრისტიან პანუჩიმ (4) - მასზე აქცენტი ფაბიო კაპელომ გააკეთა. პანუჩიმ "სამეფო კლუბთან" ერთად არაერთ დიდ გამარჯვებას მიაღწია (პრიმერა, ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი). ტრადიციები გააგრძელა იტალიის ნაკრების დაცვის ლიდერმა და კაპიტანმა ფაბიო კანავარომ (7). ის "რეალში" 2006 წელს გადავიდა, იქ სამი სეზონი ითამაშა და ორი ტიტული მოიგო (ერთი კაპელოსთან, მეორე - შუსტერთან).

თუმცა მადრიდელთა "იტალიურ" ისტორიაში უსიამოვნო ეპიზოდიც იყო. 2008-09 წლების სეზონში ამ გუნდში "მოურჯულებელი" ანტონიო კასანო გამოჩნდა. მისი მოთოკვა ახალ გუნდშიც ვერ მოხერხდა და მთელი სეზონის განმავლობაში სრულად მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ეს "მიღწევა" "გუერინ სპორტივომ" სათანადად "დააფასა" და კასანო სიაში ბოლო მეასე ადგილზე დააყენა.

"ბარსელონაშიც" სამი იტალიელი თამაშობდა, მაგრამ დიდი წარმატების გარეშე. ეს არიან მცველი ფრანჩესკო კოკო (77), ვინც ახლა ჰოლივუდში მოღვაწეობს, ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი (63), რომელიც კატალონიაში "ატლეტიკოდან" გადავიდა და მცველი ჯანლუკა ძამბროტა (16) - მან არ მოისურვა "იუვენტუსთან" ერთად სერია B-ში თამაში და კლუბი გამოიცვალა.

დღეს როსის გარდა პრიმერაში თამაშობენ მცველი მატეო კონტინი ("სარაგოსა"), იტალიის ნაკრების კანდიდატი, ნახევარმცველი ლუკა ჩიგარინი და ტიბერიო გუარენტე (ორივე - "სევილია"). იტალიელებმა პირენეებზე სხვა გზითაც შეაღწიეს. "უდინეზეს" მეპატრონის ჯამპაოლო პოცოს ოჯახმა ინვესტიციები განახორციელა სეგუნდას ბინადარ "გრანადაში".

ინგლისში

კიდევ უფრო მსხვილი დესანტი ჰყავდა აპენინებს ინგლისში. პრემიერლიგის შექმნამ და ფეხბურთში დიდი კაპიტალის მოზიდვამ უცხოელი მოთამაშეების მოზღვავება გამოიწვია.

თუ ესპანეთში იტალიელთა ძირითადი ნავსაყუდელი "ვალენსია" და "ატლეტიკო" იყვნენ, ინგლისში ასეთი კლუბი "ჩელსი" გახდა. იტალიელთა მიწვევის ინიციატორი რუუდ გულიტი გახლდათ. ლეგენდარული ჰოლანდიელი ლონდონში 1995 წელს გადაბარგდა, ერთი წლის შემდეგ კი მოთამაშე მწვრთნელი გახდა. სწორედ მაშინ გაიხსენა გულიტმა ფეხბურთელები, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატიდან იცნობდა.

სამი მათგანი თავისთან მიიწვია: 26 წლის ნახევარმცველი რობერტო დი მატეო (5) "ლაციოდან" (ამ ფეხბურთელში "ჩელსიმ" თავისთვის სარეკორდო 4.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა) და ორი ფორვარდი - 30 წლის ჯანფრანკო ძოლა (1) "პარმადან" (გულიტი მასში მინდორზე თავის მემკვიდრეს ხედავდა) და 32 წლის ჯანლუკა ვიალი (3). ერთადერთი, რაც გულიტმა ვერ გათვალა ის იყო, რომ ერთი წლის შემდეგ მოთამაშე მწვრთნელის როლი ვიალიმ მოირგო. კალჩოს წარმომადგენლებთან ერთად "ჩელსიმ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ წარმატებებს მიაღწია - ქვეყნის თასზე ორი გამარჯვება, ინგლისის სუპერთასი, ევროპის თასების თასი და სუპერთასი. ამ ბოლო ტიტულთან უშუალო შეხება ჰქონდა თავდამხსმელ პიერლუიჯი კაზირაგის (53), რომელიც ამჟამად იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებს. 2000 წელს ვიალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერიმ შეცვალა. მისი მწვრთნელობისას 2002 წელს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე კარლო კუდიჩინი აღიარეს. რანიერიმ სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ მისი მოღვაწეობისას საფუძველი ჩაეყარა ახალ გუნდს, რომელსაც შემდეგ ჟოზე მოურინიო გაუძღვა.

2003 წელს "ჩელსის" გამოეთხოვა ძოლა, რომელმაც უდიდესი კვალი დაამჩნია ინგლისურ ფეხბურთს. პირველივე სეზონში ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მოგვიანებით კი გულშემატკივრებმა ჯანფრანკო კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი გვარი შეტანილია ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზში. იტალიელი ბრიტანეთის იმპერიის ორდენიათაც არის დაჯილდოებული. ძოლამ ინგლისში მწვრთნელადაც მოასწრო მუშაობა - "ვესტ ჰემს" ავარჯიშებდა.

უფრო ადრე, 2000 წელს "ვეტს ჰემში" გაითქვა სახელი ფორვარდმა პაოლო დი კანიომ (17). იტალიელები თამაშობდნენ "დერბი ქუანთისა" და "მიდლსბროში". მათ შორის საუკეთესოდ უნდა მოვიხსენიოთ ნახევარმცველი სტეფანო ერანიო (26), რომელიც მანამდე ვარსკვლავურ "მილანში" თამაშობდა.

2001 წლის იანვარში "ლესტერის" შემადგენლობაში გამოჩნდა რობერტო მანჩინი, მაგრამ მან მხოლოდ ოთხი უშინაარსო მატჩი ჩაატარა და სიაში დამსახურებული 98-ე ადგილი დაიკავა. დღეს მას "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქვს ინგლისელთა თვალში რეაბილიტაციის იმედი. ამასობაში, "სიტიში" გამოჩნდა ფორვარდი მარიო ბალოტელი.

99-ე ადგილს იკავებს კალჩოს ერთ-ერთი იმედი - ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი. მისი "ლივერპულსაც" ეიმედება, მაგრამ ფეხბურთელი დიდი ხანი ტრავმას მკურნალობდა, რის შემდეგაც დროულად ვერ შეძლო ფორმაში შესვლა. მაგრამ პრემიერლიგაში აკვილანის მიწვევა ახალ ტენდენციას უსვამს ხაზს - თუ ადრე იტალიელი მოთამაშეები ინგლისში კარიერის დასამთავრებლად ჩადიოდნენ, ახლა პრემიერლიგაში ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდებათ.

ჯერ კიდევ 2005 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" შანსი მისცა 18 წლის ფორვარდ ჯუზეპე როსის, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონს არ მოეწონა იტალიელის ფიზიკური მონაცემები. უფრო მეტად გაუმართლა ფედერიკო მაკედას (25), რომელიც "იუნაიტედმა" სულ რაღაც 65 ათას ევროდ "ლაციოდან" გამოისყიდა. შარშანწინდელ სეზონში მაკედა "მანჩესტერის" შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი გახდა და თან მთელ რიგ მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე - 21 წლის მეკარე ვიტო მანონე (24) "არსენალში" მაშინ მიიწვიეს, როცა ესპანელმა ალმუნიამ მიიღო ტრავმა. არიან კიდევ თავდამსხმელები - ფაბიო ბორინი ("ჩელსი") და ალესანდრო დიამანტი ("ვესტ ჰემი"). "ბებრებიდან" პრემიერლიგას მხოლოდ 36 წლის მეკარე კარლო კუდიჩინი (18) შემორჩა - თავის ამპლუაში მეორე ნომრებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. მან მოტოკიცლით ავარიის შემდეგ "ჩელსი" "ტოტენჰემით" შეცვალა.

სხვა ქვეყენებში

იტალიელები ინგლისიდან მეზობელ შოტლანდიაში გადავიდნენ და ყველაზე დიდ წარმატებას "გლაზგო რეინჯერსში" მიაღწიეს. ყველაზე შესამჩნევი კვალი მცველმა ლორენცო ამორუზომ (11) დატოვა - სამჯერ მოიგო ჩემპიონატი და შვიდჯერ ქვეყნის თასი. 1998-2002 წლებში კათოლიკე ფეხბურთელი პროტესტანტურ გუნდში იყო კაპიტანი, 2002 წელს კი შოტლანდიის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1998 წელს საუკეთესო ბომბარდირი (32 გოლი) გახდა ლორენცოს თანაგუნდელი - ფორვარდი მარკო ნეგრი (29). მომდევნო სეზონში "რეინჯერების" მცველმა სერჯო პორინიმ (38) გუნდთან ერთად დუბლი შეასრულა და შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო. ასეთი პრიზები არ მოუპოვებია ცნობილ ჯენარო გატუზოს, რომელიც გუნდში 19 წლის ასაკში მოხვდა. სამაგიეროდ, მსოფლიოს მომავალმა ჩემპიონმა გლაზგოში პირადი ბედნიერება იპოვნა - იქაური იტალიელის ქალიშვილთან იქორწინა.

ნაკლებად დაგვამახსოვრდნენ იტალიელები "სელტიკში". აღნიშვნის ღირსია უკვე ნახსენები პაოლო დი კანიო (17), ვინც 1997 წელს იტალიელთაგან პირველი გახდა შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი. მცველი ენრიკო ანონი (58) კი ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

კონტინენტალურ ევროპაში მოთამაშე აპენინელთაგან უნდა გავიხსენოთ ისინი, ვინც გერმანიასა და საფრანგეთში გაიბრწყინეს. ერთ-ერთია "ბაიერნის" თავდამსხმელი ლუკა ტონი (8). კლოზეს დახმარებით, 2007-08 წლების საუკეთესო ბომბარდირი გახდა (24 გოლი), მოიგო ჩემპიონატი და გერმანიის თასი, აგრეთვე ათი გოლით უეფას თასის საუკეთესო სნაიპერიც გახდა. მისი წინამორბედი გახლდათ მეორე ცნობილი თავდამსხმელი - რუჯერო რიციტელი (23) - ის მიუნხენში 1996 წელს ჩავიდა ახალ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად და პირველივე სეზონში გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. იგივე მიღწევა ჰქონდათ "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში ანდრეა ბარძალისა (20) და კრისტიან ძაკარდოს (95). დღეს "შტუტგარტის" ღირსებას იცავს "იუვეს" ყოფილი მცველი კრისტიან მოლინარო.

საფრანგეთში საუკეთესო იტალიელი იყო თავდამსხმელი მარკო სიმონე (6), რომელიც თავიდან პსჟ-ში, შემდეგ "მონაკოში" თამაშობდა. ამ გუნდში ის დავიდ ტრეზეგეს მხარდამხარ მოქმედებდა და ორივემ ერთად სეზონში 43 გოლი (21 იტალიელის ანგარიშზე იყო) გაიტანეს. სიმონე ორჯერ აღიარეს საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ ახალ მწვრთნელ დიდიე დეშამთან უთანხმოების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა კლუბი. სამაგიეროდ, დეშამთან ურთიერთობაში გაუმართლა მეკარე ფლავიო რომას (12) და მან "მონაკოსთან" ერთად 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია. "ლიონში" გამოიჩინა თავი მცველმა ფაბიო გროსომ (14).

იტალიელებმა სხვა ქვეყნებშიც მოიგეს ეროვნული ჩემპიონატები. ნახევარმცველმა ივონე დე ფრანჩესკიმ (21) - პორტუგალიის "სპორტინგში", მცველმა მატეო ფერარიმ (46) და ნახევარმცველმა ფედერიკო ჯუნტიმ (27) - თურქეთის "ბეშიქთაშში", მცველმა გრაციანო პელემ (84) - ჰოლანდიის "ალკმაარში".

55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ