"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი ვარსკვლავი რონ არტესტი ნბა-ს მთავარი ქველმოქმედია

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი ვარსკვლავი რონ არტესტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარ ქველმოქმედად ჩამოყალიბდა. სკანდალურად ცნობილი კალათბურთელი მზად არის 2011-12 წლების სეზონისთვის განკუთვნილი ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებას მოახმაროს. ეს თანხა კი არც მეტი, არც ნაკლები - 6,79 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც არტესტი ამბობს, ის ამ მილიონებს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს მოახმარს.

"2011 წლის პირველ ივლისს გამოვაცხადებ, რა თანხას შევწირავ ამ საქმეს. შესაძლოა, ეს იყო ჩემი ხელფასის 100 პროცენტი, შესაძლოა, უფრო ნაკლები. ჯერ არ გადამიწყვეტია. რაც მთავარია, ოჯახი მხარში მიდგას, რადგან ჩემი გამოხდომების გამო ჩვენ ერთხელ უკვე დავკარგეთ 7 მილიონი (არტესტი "დეტროიტის" გულშემატკივრებთან ჩხუბისთვის 73 მატჩით იყო დისკვალიფიცირებული და ამ პერიოდში ხელფასს არ იღებდა), ახლა კი ეს ფული ქველმოქმედებას მოხმარდება. მომავალ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამას ვხვდებით, თუმცა მე არ ვაპირებ თავი მოვაბეზრო მას საქველმოქმედო პროგრამებით. ვფიქრობ, ამის შესახებ ისედაც კარგად იცის. მე უბრალოდ მინდა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო", - განაცხადა არტესტმა.

რონმა წელს ერთი საქველმოქმედო აქცია უკვე ჩაატარა - აუქციონზე გაყიდა შარშან მოგებული საჩემპიონო ბეჭედი და აღებული ფული ამ შემთხვევაშიც ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს მოახმარა.

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის