ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იწყება WTA-ს ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იწყება WTA-ს ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობს საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (155), რომელიც ძირითადი ბადიდან იწყებს თამაშს. დღეს ანა პრაღის მთავარ კორტზე, "კოლოზეუმზე" გავა პირველი წრის მატჩში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან (60) საბრძოლველად. 21 წლის სლოვაკთან ანამ აპრილში ითამაშა წარმატებით, როცა პონტე ვედრას ტურნირის პირველ წრეში სამ სეტში აჯობა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ერთი წრის დაძლევა ქართველს რეიტინგში 30 დამატებით ქულას შესძენს.

პარალელურად იტალიის ქალაქ პალერმოში იწყება ვტა-ს ტურნირი "სნაი ოუფენი", რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. სწორედ ამ ტრადიციულ ტურნირს უკავშირდება მაკა ჩახნაშვილის (198) ყველაზე დიდი მიღწევა WTA -სერიაში. ახლაც გვეგონა, რომ მაკა საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუტევდა ძირითად ბადეს, თუმცა ჩვენ ყოფილ ჩოგანს სხვა გეგმები ჰქონია. ისე, პალერმო უქართველოდ მაინც არ დარჩა. ტურნირში მონაწილეობა სოფიო შაფათავამ (293) მიიღო. კენჭისყრაში სოფიოს არ გაუმართლდა, პირველივე საკვალიფიკაციო წრეში ის რუს ანასტასია პივოვაროვას (122) შეხვდა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველმა მაინც გაიბრძოლა მეორე სეტში, თუმცა გამარჯვება ფავორიტს დარჩა - 6:2, 7:6 (8).

მაკა ჩახნაშვილი საფრანგეთშია, სადაც კონტრექსვილის ტურნირის (50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ითამაშებს. მაკას პირველი მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი მასპინძელი ოლივია სანჩესია (143). ჩახნაშვილმა შარშანწინ მოუგო სანჩესს დენაინის საერთაშორისო ტურნირში. ბელგიის ქალაქ ცვევეგემში 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს მანანა შაფაქიძე (400).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა