"თავის მართლება არ მჩვევია, თუმხა დაკარგული ქულების მთავარ მიზეზად ტრავმებს დავასახელებდი"

ჩემპიონ "ბურსასფორთან" წაგების შემდეგ შოთა არველაძის "კაისერისფორი" შინ "ესკისეჰისფორთან" ფრეს (2:2). შოთასა და ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდი წლის ბოლოსწინა თამაშს პრობლემებით ხვდება.

"ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ და მეოთხე ადგილზე დავქვეითდით. რა თქმა უნდა, დასანანია, თუმცა ამას თავისი მიზეზებიც აქვს. თავის მართლება არ მჩვევია, მაგრამ ჩვენს გუნდში არსებული ვითარება მინდა გაგაცნოთ. დაკარგული ქულების მთავარ მიზეზად ტრავმებს დავასახელებდი. ოთხი წამყვანი ფეხბურთელი, სალაიეტა, სანტანა, კანგელე და ტროისი დაშავებული გვყავს და უახლოეს მატჩში მათი თამაში საეჭვოა. გვინდა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გავაძლიეროთ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებთ.

კვირას "გაზიანთებსფორს" ვეთამაშებით. ჩვენი მეტოქე ცხრილის შუაშია, მაგრამ რთული მატჩი გველის. ჩვენ ამ შეხვედრაშიც ქულათა მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანია, სეზონის ბოლოს მოწინავე ხუთელში ვიყოთ და ეს ამოცანა უნდა შევასრულოთ", - არველაძის ეს სიტყვები Medya73.com-მა გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, შოთა ერთი სპორტული ტელეარხის პოპულარულ გადაცემაში მიიწვიეს და თურქული საიტების ინფორმაციით, ენამახვილობით ტაში ბევრჯერ დაიმსახურა. ამ გადაცემაში შოთასა და მის ტყუპისცალ არჩილის "ტრაბზონსფორში" თამაშიც გაიხსენეს და შოთას არასაფეხბურთო, ცხოვრებისეული კითხვებითაც მიმართეს.

"კაისერისფორი" ერთი თავდამსხმელით გაძლიერდა. გუნდს 22 წლის წარმოშობით ჩერნოგორიელი შვედი ფორვარდი ემირ კუიოვიჩი დაემატა. იგი 3 წელი შვედურ "ჰალმშტადში" გამოდიოდა და ამ გუნდში 75 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მას შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა