ეროვნული ნაკრების წევრი ვაჰიდ სარლაკი გერმანიაში გაიქცა და სამშობლოში დაბრუნებაზე სასტიკ უარს აცხადებს

ირანის ძიუდოისტთა ნაკრებში სკანდალია - გერმანიაში გაიქცა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს ეროვნული ნაკრების წევრი ვაჰიდ სარლაკი (60). ბოლო წლებში ის ერთ-ერთ გერმანულ კლუბში გამოდიოდა და წლეულსაც მარტში იქ წავიდა სავარჯიშოდ, მაგრამ სამ თვეში ირანში ჩავიდა და იქაური ნაკრების საწვრთნელ პროცესშიც მონაწილეობდა. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდა - სარლაკი მალე კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ამიერიდან მის ღირსებას დაიცავდა და არ სურდა ირანის ნაკრებში გამოსვლა. თავისი გადაწყვეტილება სპორტსმენმა იმით ახსნა, რომ ირანის ძიუდოს ფედერაცია მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, კერძოდ კი უკმაყოფილოა ფინანსური მდგომარეობით.

ეს ამბავი ირანულ სააგენტო Mehrnews.com-ზე დაყრდნობით გუშინ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოეხმაურნენ. საიტის ცნობით, ქვეყნის ძიუდოს ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობამ სარლაკს ქვეყანაში დაბრუნება და შიდა შესარჩევ კონკურენციაში მონაწილეობა შესთავაზა, მაგრამ სპორტსმენმა ჯიუტად იუარა ეს წინადადება. მისი თქმით, მან მრავალი წელიწადი თავდაუზოგავად იმუშავა ირანის ნაკრებში და ყველაფერი გააკეთა მისი წარმატებისთვის, მაგრამ, როცა სხვებიც გამოჩნდნენ ლიდერობის მსურველები, ის, უბრალოდ, განზე გასწიეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ირანის ძიუდოისტთა ნაკრებიდან სპორტსმენები გარბიან - ცოტა ხნის წინათ აშშ-ში ეხსან რაჯაბლიც გაიქცა, თუმცა იმ ამბავმა შედარებით უხმაუროდ ჩაიარა. ალბათ, იმიტომ, რომ სარლაკი რაჯაბლიზე ცნობილი მოჭიდავეა. ახლანდელი სკანდალი თავისი მასშტაბით ათენის ოლიმპიადაზე მომხდარს თუ შეედრება, როცა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა არაშ მირესმაილიმ (66) ებრაელ ეჰუდ ვაკსთან საჭიდაოდ არ გავიდა. ირანელმა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად პოლიტიკური მოტივით ახსნა - ირანისა და ისრაელის დამოკიდებულება კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ არაოფიციალური ვერსიით, წონა ვერ ჩააბარა და ნამდვილი მიზეზიც ეს იყო. უცნაურია, მაგრამ ებრაულ-ირანული პოლიტიკური ურთიერთობა სარლაკის შემთხვევაშიც ფიგურირებს. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, 2005 წელს ერთ-ერთ ტურნირზე მას ფედერაციის წარმომადგენლები მავანი ებრაელის წინააღმდეგ ჭიდაობაზე უარის შემთხვევაში ჯილდოს და მანქანას დაპირდნენ, მაგრამ შინ დაბრუნებულებს დაპირება დაავიწყდათო.

საინფორმაციო საშუალებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, აძლევს თუ არა ირანის ძიუდოს ფედერაცია სარლაკს წასვლის ნებას, მაგრამ ლამის დაზუსტებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარლაკი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი წელიწადი ანუ 2012 წლის დასაწყისამდე ვერ იჭიდავებს. წესია, თვითნებურად წასვლის შემთხვევაში ათლეტი ახალი ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება ორი წელიწადი ვერ მიიღებს. ათვლა კი იმ შეჯიბრებიდან იწყება, რომელშიც მან ძველი სამშობლოს სახელით ბოლოს იასპარეზა. ამ მხრივ სარლაკის ამბავი ასეა - ირანის ღირსება ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ დაიცვა, როცა დეკემბერში ტოკიოში კანოს მემორიალზე გამოვიდა. ამდენად, იმ ორწლიანი ვადიდან ერთი ისედაც გავიდა.

მოვლენათა ასეთი განვითარება საფრთხეს უქმნის სარლაკის მონაწილეობას ლონდონის ოლიმპიადაზე. მართალია, მას სადისკვალიფიკაციო ვადის გასვლის შემდეგაც ექნება სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობის შანსი, მაგრამ იმ დროისთვის ამგვარ შეჯიბრებათა უმეტესობაც ჩატარებული იქნება და ისიც საეჭვოა, უკვე დაწინაურებულ კონკურენტებსაც დაეწიოს. თუმცა იქნებ სარლაკი არც ფიქრობს ოლიმპიადაზე და მისთვის მთავარი მართლაც მხოლოდ ირანიდან წამოსვლა იყო. შესაძლოა, ამის მიზეზი ფინანსური მხარეცაა, მაგრამ ნურც პოლიტიკურ მოტივებს გამოვრიცხავთ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ირანელებს წლეულს მსოფლიოს პირველობაზე ამ წონაში მონაწილე საერთოდ არ ჰყოლიათ, შარშან კი სწორედ სარლაკმა იჭიდავა. წლეულს ლიდერობა რომც დაეკარგა, კანდიდატად მაინც რჩებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, ირანელებს ერთ-ერთი წამყვანი ფალავანი ისე უყურადღებოდ და უფულოდ მიეგდოთ, როგორც თვითონ ამბობს. ამიტომ ეს უფრო მიზეზი გვგონია, ვიდრე - რეალობა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჯერჯერობით უცნობია გერმანული მხარის პოზიცია, სურთ თუ არა სარლაკის ხილვა საკუთარ ნაკრებში - ამაზე მათ არაფერი განუცხადებიათ. ამ წონაში მათ ბოლო წლებში რობერტ კოპისკე ჰყავთ, რომელიც შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

როგორც გითხარით, ვაჰიდ სარლაკი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის მონაწილეა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, ქართული წარმოშობის უკრაინელ გიორგი ზანტარაიასთან დამარცხდა. თუმცა რაღა სხვათა ქართველი და სხვა ტურნირი ვეძებოთ - სარლაკი 2007 წელს თბილისშიც გვესტუმრა მსოფლიოს თასზე და კარგადაც იჭიდავა. მაშინ მეოთხედფინალში ფეხმტკივანი ნესტორ ხერგიანიც დაგვიმარცხა, მაგრამ შემდეგ ჯერ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ჰიროაკი ჰიროაკასთან წააგო ნახევარფინალში, მერე კი ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრაც დათმო სომეხ ჰოვანეს დავთიანთან და მეხუთეზე დარჩა. მანამდე მას ხერგიანთან ერთი წაგება უკვე ჰქონდა - 2003 წელს ჩვენებურმა ჰამბურგის მსოფლიოს სუპერთასზე აჯობა, 2008-ში კი მოსკოვის ”დიდ მუზარადზე” ბეთქილ შუკვანმაც მოუგო.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა