ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ 2011 წლის ჩემპიონატის რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე 2011 წლის ჩემპიონატის რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე. წ. გუნდური ტაქტიკის გამოყენება. "გაუქმებულია რეგლამენტის ის მუხლი, რომელიც გუნდური ტაქტიკის გამოყენებას კრძალავს, - წერია ფედერაციის პრეს-რელიზში. - მაგრამ გუნდებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ავტოსპორტს ზიანს მიაყენებს, საერთაშორისო სპორტული კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით განიხილება".

გუნდური ტაქტიკის თემამ სპეციალისტებს შორის დიდი დისკუსია გერმანიის გრან-პრის შემდეგ გამოიწვია, როცა "ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ ბოქსებიდან ბრძანების თანახმად წინ გაუშვა თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო და მას პირველი ადგილი დაუთმო. მაშინ "სკუდერია" 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

მაშინ ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი გუნდურ ტაქტიკაზე აკრძალვის გაუქმებას ითხოვდა. მისი აზრით, გუნდური ტაქტიკა ფორმულა 1-ში ყოველთვის არსებობდა და სრულფასოვნად მისი კონტროლი მაინც შეუძლებელი იყო.

გუნდურ ტაქტიკაზე აკრძალვა 2002 წელს ავსტრიის გრან-პრის შემდეგ შემოიღეს, როცა ფინიშის წინ "ფერარის" პილოტმა რუბენს ბარიკელომ თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი გაუშვა წინ. მაშინ გერმანელი ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა საერთო ჩათვლაში ისედაც დიდი უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე. იმ დროს "ფერარის" სათავეში ედგა ჟან ტოდტი, რომელიც დღეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა