ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯახი სასკუდეტო ამბიციების დასამტკიცებლად

ჯახი სასკუდეტო ამბიციების დასამტკიცებლად

სერია A. XVI ტური: გაფიცვა არ შედგა - დაგეგმილი ცხრავე შეხვედრა გაიმართება

მთელი კვირის განმავლობაში გატყობინებდით იმის შესახებ, რომ "იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია" XVI ტურს ბოიკოტს უცხადებდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა უთანხმოება მოგვარდა და გაფიცვა არ შედგა - შესაბამისად, ამ უქმეებზე დაგეგმილი ცხრავე შეხვედრა გაიმართება. დიახ, ცხრა - ბოლო, მეათე პაექრობა კი 19 იანვრისთვის არის გადატანილი და მასში "ინტერი" "ჩეზენას" შეეტოქება. როგორც იცით, ამ დღეებში მილანურ გრანდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს სათამაშო და ამ საპატიო მიზეზით სერია A-ს პაექრობას ვერ გამართავს. ექსპერტთა და ჟურნალისტთა მოსაზრებით ეს მხოლოდ წაადგება "ინტერს", რადგან უახლოეს პერიოდში გუნდს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება.

აგეგმილი პაექრობებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "იუვენტუსი"-"ლაციოს" ჯახი იწვევს. ტურინულ გრანდს სკუდეტოსთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი და პრინციპულ მეტოქესთან მხოლოდ სამი ქულის აღებას გეგმავს. "ლაციო" რომ "იუვესთვის" პრინციპული მეტოქეა, ერთობ გასაკვირი და მოულოდნელი ამბავი გახლავთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა და მას ვერსად გავექცევით - ან რატომ უნდა გავექცეთ?...

"ლაციო" დანაკლისით ჩადის ტურინში - ვარჯიშისას რუმინელი მცველი სტეფან რადუ დაშავდა და გაურკვეველი ვადით გადაინაცვლა ლაზარეთში. რადუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ და მისი არყოფნა სტუმრებს შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. მით უმეტეს, მისი შემცვლელი, ბელგიელი მცველი კავანდა საიმედოობით არ გამოირჩევა. სხვა მხრივ, დედაქალაქელებს ყველაფერი რიგზე აქვთ - ედუარდო რეია სავარაუდოდ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და ნაცად შემადგენლობას დაეყრდნობა. შეტევის წინა ხაზზე სერჯო ფლოკარის ვიხილავთ, მის უკან კი შემდეგი სამეული გაირჯება: ერნანესი, სტეფანო მაური, მაურო სარატე. ეს უკანასკნელი ბოლო დროს შესანიშნავად ათამაშდა და კიდევ უფრო გააძლიერა "ბიანკოჩელესტეს" შემტევი პოტენციალი. დაახლოებით ორი თვის წინ, რეია სწორედ სარატეს ჩავარდნაზე საუბრობდა და ამბობდა, საუკეთესო ფორმაში რომ შევა, ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნებაო. არგენტინელი უმატებს და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მწვრთნელის სიტყვება. კონკრეტულად "იუვენტუსთან" დაპირისპირებაზე რეიას შემდეგი მოსაზრება აქვს:

"როდესაც სატურნირო ცხრილში მაღალი ადგილი გიკავია, თითოეულ შეხვედრაში უნდა დაამტკიცო, რომ ამის ღირსი ხარ. "იუვენტუსი" ცდილობს, რომ დაგვეწიოს, ჩვენ კი ჩვენი მიზანი გვაქვს და პოზიციების გამტკიცებას გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ტურინში გაიმართება, შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და მეტოქის ნახევარზე გავმაგრდეთ. ფრე ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო შედეგი, მაგრამ თუ ფრეზე ვითამაშებთ, აუცილებლად დავმარცხდებით - ამიტომ, ტურინში სამი ქულისთვის მივდივართ".

ბოლო დღეებია ტურინელები ძალიან გაუშიაურდნენ სკუდეტოს თემას და ერთი მეორეს მიყოლებით აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ორიოდე დღის წინ, ლეონარდო ბონუჩიმ დაიჩემა გინდა თუ არა ჩემპიონები უნდა გავხდეთო და შემდეგ მას ჯორჯო კიელინიც აჰყვა. მოკლედ, დაცვის ცენტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი და აქვე, მთავარ მწვრთნელ ლუიჯი დელ ნერისაც მოვუსმინოთ: "მეტოქე არ ჩადგება დაცვაში, რადგან "ლაციოს" ყველაზე ძლიერი რგოლი შეტევაა. ამიტომ, ყრუ დაცვაში ჩამდარ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ ნამდვილად არ ვემზადებით. გამომდინარე აქედან, მატჩის ბედი დიდწილად ნახევარმცველების კარგ გარჯაზე იქნება დამოკიდებული. ის გუნდი წაიყვანს თამაშს, რომელიც ცენტრს მოიგებს და მინდა ეს ჩვენმა შუახაზელებმა კარგად იცოდნენ. პროგნოზების გაკეთებას მოვერიდები, ჩვენი ამოცანა ყოველთვის გამარჯვებაა".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დარჩება ალესანდრო დელ პიერო - შეტევის წინა ხაზზე კი ვინცენცო იაკვინტა და ფაბიო კვალიარელა გაირჯებიან. ოპტიმალურია ნახევარდაცვის ოთხეულიც: ფელიპე მელო, მილოშ კრასიჩი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე. "ლაციოსთან" თამაში დაგვანახებს რამდენად მართებულია ტურინელთა ამბიციები სკუდეტოსთვის ბრძოლასთან დაკავშირებით.

"ბოლონიას" სტუმრობს ჩემპიონატის ლიდერი და შეეცდება მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. შუა კვირაში "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვა და საკუთარ მოედანზე "აიაქსთან" 0:2 წააგო. ამ შეხვედრებში იმ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც იშვიათად უწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში, თუმცა თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინეს. განსაკუთრებით ეს რონალდინიოზე ითქმის, რომელმაც გულშემატკივრებისგან სტვენაც კი დაიმსახურა. ამჯერად, გაუჩო რეზერვში დარჩება, შეტევის წინა ხაზზე კი კლარენს ზეედორდი, რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმოქმედებენ. ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ თავს, ჩვენ კი ისევ რონალდინიოს მივუბრუნდეთ, რომელმაც პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა: "დიდი იმედი არ მაქვს, რომ "ბოლონიასთან" ძირითად შემადგენლობაში ვიქნები. ამ ეტაპზე, მწვრთნელი სხვებს ენდობა და ალბათ, მართალიც არის. სილვიო ბერლუსკონი ჩემი გულშემატკივარია, სურს რომ სასტარტოში ვიასპარეზო, მაგრამ მწვრთნელის საქმეებში არ ერევა და არც ჩაერევა. ბერლუსკონის უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მისი დახმარება მართლა არ მჭირდება, მე თვითონ მოვიპოვებ ადგილს ძირითად შემადგენლობაში".

"ბოლონიაზე" რა გითხრათ - მარკო დი ვაიოა სრულ მზადყოფნაში და პრინციპში, ამით ყველაფერია ნათქვამი. მასპინძლებს სწორედ ვეტერანი გოლეადორის იმედი ექნებათ, რომელიც ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს.

"რომა" საკუთარ მოედანზე "ბარის" უმასპინძლებს და ყველა ლოგიკით, იოლად უნდა დაამარცხოს მეტოქე. "ბარი" სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა, ამასთან გუნდს ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. თუ ამას დისკვალიფიცირებულ როსისაც დავუმატებთ, "რომა" უბრალოდ ვალდებულია, რომ ამ შეხვედრაში სამი ქულა აიღოს. მით უმეტეს, ფრანჩესკო ტოტიც ჯანმრთელად არის, მირკო ვუჩინიჩიც, მარკო ბორიელოც და ჟერემი მენეზიც. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

დღეს:

პალერმო-პარმა 21.00

დისკვალიფიკაცია: კასანი - ვალიანი.

ტრავმა: ერნანდესი, დარმიანი, ჟოაო პედრო - მარკესი, პალოსკი, გალოპა.

უდინეზე-ფიორენტინა 21.00

დისკვალიფიკაცია: დომიცი (უდინეზე).

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი - ნატალი, ჯილარდინო, პასკუალი, მონტოლივო, იოვეტიჩი, ფრეი.

ჯენოა-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: გრავა (ნაპოლი)

ტრავმა: სკული, კალაძე, პალასიო - ლუკარელი, ჯანელო, ლავეცი.

ხვალ:

ბოლონია-მილანი 15.30

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: პერესი, მუტარელი - პატო, ინძაგი, ოდუამანდი, ფლამინი, ტიაგო სილვა.

რომა-ბარი 18.00

დისკვალიფიკაცია: დე როსი - როსი.

ტრავმა: რიისე, პეროტა - ს. მაზიელო, ბარეტო, გეზალი, პარიზი, კასტილო, კუტუზოვი.

ბრეშა-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: მარტინესი (ბრეშა).

ტრავმა: კარაჩოლო - ლუკინი, ძაური, სემიოლი, პადალინო, ობიანგი.

კალიარი-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: ასტორი (კალიარი).

ტრავმა: ლანერი - აუგუსტინი, სოლი, მასკარა.

ლეჩე-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ჩევანტონი, კორვია - მარკოლინი.

ტრავმა: ჯულიატო, ფერარიო - ლუჩანო, თერეუ.

იუვენტუსი-ლაციო 23.45

დისკვალიფიკაცია: რადუ (ლაციო).

ტრავმა: ბუფონი, რინაუდო, დე ჩელიე, მარტინესი, ამაური - მეგნი, გარიდო, რადუ.

19 იანვარს

ინტერი-ჩეზენა

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 15 10 3 2 26-12 33

2. ლაციო 15 9 3 3 20-12 30

3. იუვენტუსი 15 7 6 2 29-15 27

4. ნაპოლი 15 8 3 4 24-16 27

5. პალერმო 15 7 2 6 25-20 23

6. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

7. სამპდორია 15 5 8 2 18-12 23

8. რომა 15 6 5 4 20-20 23

9. ჯენოა 15 6 3 6 13-14 21

10. კიევო 15 5 5 5 17-16 20

11. უდინეზე 15 6 2 7 17-17 20

12. ფიორენტინა 15 5 4 6 15-15 19

13. ბოლონია 15 5 5 5 16-20 19

14. კატანია 15 4 6 5 16-16 18

15. პარმა 15 4 6 5 13-17 18

16. კალიარი 15 4 5 6 16-15 17

17. ბრეშა 15 3 3 9 11-19 12

18. ჩეზენა 15 3 3 9 10-20 12

19. ლეჩე 15 3 3 9 13-31 12

20. ბარი 15 2 4 9 10-24 10

ბომბარდირები: 9 - დი ნატალე (უდინეზე), დი ვაიო (ბოლონია), ეტო'ო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 8 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მატრი (კალიარი), კვალიარელა (იუვენტუსი); 7 - პასტორე (პალერმო).

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული

კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს