ლადო დვალიშვილი და ჰაიფას "მაქაბი" - ვერ ელევიან თუ ფასს უმატებენ?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის შესაძლო ტრანსფერზე უცხოურმა ვებგვერდებმაც არაერთხელ დაწერეს და ჩვენც. შეგახსენებთ, რომ უკრაინული წყაროების ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას დვალიშვილის გადაბირების თაობაზე დონეცკის "მეტალურგი" და ხარკოვის "მეტალისტი" დაიწყებდნენ მოლაპარაკებას. გარდა ამისა, ჩვენებურით კრაკოვის "ვისლას", კვიპროსის ჩემპიონ "ომონიასა" და თურქული "ტრაბზონის" დაინტერესების შესახებ ებრაული ვებგვერდები წერდნენ. დვალიშვილს ჰაიფის "მაქაბისთან" 2012 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და მის სანაცვლოდ ებრაული კლუბი 1.2 მილიონ ევროს ითხოვდა. თუმცა როგორც ჩანს, "მაქაბიმ" პოზიცია შეიცვალა.

"ლადო დვალიშვილმა მშრალი სერია შეწყვიტა და როგორც გუნდის მწვრთნელი, ასევე კლუბის ხელმძღვანელები მის დათმობაზე არ ფიქრობენ. ქართველი თავდამსხმელისადმი ინტერესი დიდია. პოლონურმა, უკრაინულმა ან რომელიმე სხვა კლუბმა შესაძლოა ჰაიფელებს მართლაც გადაუხადონ ქართველის სატრანსფერო ფასი, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, რომ მათ ჯერჯერობით დათმონ წამყვანი ფეხბურთელი. "მაქაბი" კვლავაც ჩემპიონობას უმიზნებს და ოქროსთვის ბრძოლაში ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას არ დათმობს".

"დვალიშვილის მადლიერი ვართ და გვჯერა, რომ წინას მსგავსად ამ სეზონში არანაკლებ სარგებელს მოგვიტანს. მის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება, მაგრამ დვალიშვილი ჯერ ჩვენ გვჭირდება", - აღნიშნა "მაქაბის" მთავარმა მწვრთნელმა ელიშა ლევიმ.

ვებგვერდი Ynet.co.il-ი კი წერს: "მაქაბის" ჯერჯერობით ქართველი ფორვარდი არ ეთმობა, ანაც ეს შეგნებული ნაბიჯია დვალიშვილის სატრანსფერო ფასის მოსამატებლად".

"მაქაბის" მწვრთნელმა ლადოს მიერ ჩატარებულ წინა სეზონსა და ამ ჩემპიონატს შორის პარალელი ტყუილად როდი გაავლო. დვალიშვილს ისრაელის მთავარ ლიგაში შარშან სადებიუტო სეზონი ჰქონდა და 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ამ ჩემპიონატში ლადომ ჯერ 13 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლია.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის