ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა 2011 წელს დევისის თასის მერვედფინალში თამაში გადაწყვიტა. ესპანეთის ნაკრები 4-6 მარტს მსოფლიო ჯგუფის პირველი წრის მატჩში სტუმრად შეხვდება ბელგიის ნაკრებს. მატჩს ქალაქი შარლერუა უმასპინძლებს.

"ნადალთან მოლაპარაკებები დასრულებულია. რაფა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ტრავმის შემთხვევაში არ ითამაშებს, ამისგან კი არავინაა დაზღვეული. ნადალს კერძო თვითმფრინავით პირდაპირ ჩავიყვანთ შარლერუაში", - განაცხადა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე ლუის ესკანუელა.

როგორც უკვე ვწერდით, დევისის თასის ფინალში მარცხის შემდეგ ფრანგულმა პრესამ მკაცრად გააკრიტიკა ნაკრების დამრიგებელი გი ფორჟე, ზოგიერთა გამოცემამ კი პირდაპირ მოითხოვა ამ სპეციალისტის გუნდიდან გაშვება. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ ორი წლით გააგრძელა კონტრაქტი ფორჟესთან და ის ნაკრებში 2012 წლის ბოლომდე დარჩება.

გი ფორჟე ფრანგების მამაკაცთა ნაკრებს 1999 წელს ჩაუდგა სათავეში და ორი წლის შემდეგ, 2001 წელს თავის გუნდს დევისის თასი მოაპოვებინა. 2011 წლის გათამაშებაში საფრანგეთის პირველი მეტოქე ავსტრიის ნაკრები იქნება.

დევისის თასის ფინალის ერთ-ერთი გმირის, მსოფლიოს მესამე ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა სრდიან ჯოკოვიჩი სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღევანდელ პრეზიდენტზე უკეთ შეუძლია ფედერაციის ხელმძღვანელობა.

"არჩევნებში იმიტომ არ ვიღებ მონაწილეობას, რომ ამბიციები მამოძრავებს, - აღიარა უფროსმა ჯოკოვიჩმა. - ვხედავ, რომ შესაძლებელია სერბეთში ჩოგბურთის უფრო სწრაფი ტემპით განვითარება. დევისის თასზე გამარჯვება სულაც არ არის ფედერაციის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომელმაც სლობოდან ჟივაინოვიჩი თავკაცობს".

ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები დეკემბრის ბოლოს არის დანიშნული.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა