სერია A. XVI ტური: მასიმილიანო ალეგრის ხელში “მილანი” ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია

XVI ტურის მთავარი სათქმელი ის არის, რომ “მილანი” მართლაც ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია. გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და შედეგიც სახეზეა, გუნდი ერთპიროვნულად უდგას სათავეში სატურნირო ცხრილს და უშუალო კონკურენტებს კარგა გვარიანად უსწრებს.

“როსონერის” კარგა ხანია არ მოუგია სკუდეტო და ამის მიზეზი სწორედ არასტაბილური ასპარეზობა გახლდათ. კარლო ანჩელოტის თავკაცობით გუნდი გაცილებით უფრო წარმატებულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე სერია A-ში - ალეგრიმ ბევრი რამე შეცვალა, სტაბილურობა კი მას შემდეგ დაეტყო გუნდს, რაც მწვრთნელმა აქცენტი სწრაფ ტემპზე და მობილურ თამაშზე გააკეთა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც რონალდინიო ამოაგდო ძიროთადი შემადგენლობიდან. გასულ სეზონში, გაუჩო აშკარად საუკეთესო გახლდათ “როსონერის” რიგებში, თუმცა მწვრთნელმა ამას ყურადღება არ მიაქცია და ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამზე გაამაწესა.

სულ მალე, რონის ბედი კიდევ ერთმა ვეტერანმა კლარენს ზეედორფა გაიზიარა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კევინ პრინც ბოატენგი ჩაჯდა. თანაც, განელი გამთამაშებელია - ისე, კომიკური ვითარებაა, გუნდში, რომელშიც რონალდინიო, ზეედორფი და ანდრეა პირლო თამაშობენ, პლეიმეიქერის პოზიცია ბოატენგს აბარია. ფაქტია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს და აგერ უკვე მეორე თამაშია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

დიახ, “მილანის” მიერ “ბოლონიას” 3:0-ზე განადგურებაში აფრიკელმა დიდი წვლილი შეიტანა და სულაც, გატანილი გოლით სათავე დაუდო. მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, აწია თავი და ბოატენგს გამოზომილი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. სხვათა შორის, “გაძეტა დელო სპორტმა” ბოატენგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და იგი “მილანის” მეორე იბრაჰიმოვიჩად, ანუ ბიატენგოვიჩად მოიხსენია. მეორე გოლი რობინიოს ანგარიშზეა, სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მშვიდად გაახვია ბურთი ბოლონიელთა კარის ბადეში. ისე, რობინიო კიპერთან პირისპირ - უკვე ტრადიციული სურათია და როგორც ჩანს, ამაზე მილანელები ვარჯიშებზეც ბევრს მუშაობენ. რაც შეეხება მესამე გოლს, მისი ავტორი იბრაჰიმოვიჩი გახლავთ - პირლოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ბრწყინვალედ შეიგდო ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე და გაწამებული მეკარე მესამეჯერ დაამწუხრა.

ნამატჩევს, იბრაჰიმოვიჩი იმდენად გახარებული გახლდათ, რომ დაიქადნა, ამ სეზონში ყველა ტიტული ჩვენ უნდა მოვიგოთო, მასიმილიანო ალეგრიმ კი შემდეგი განაცხადა: “ძალიან კარგად ჩავატარეთ შეხვედრა და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. “აიაქსთან” მარცხმა გუნდს კარგი სამსახური გაუწია, რადგან დავინახეთ ის ხარვეზები, რომლებზეც სამუშაოა. ბოლო პერიოდში, მუდმივად ვიგებდით, ჰოლანდიელებმა კი ის მინუსები გვიჩვენეს, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. მოკლედ, შეგირდების ასპარეზობით და ზოგადად, საქმისადმი მიდგომით ძალიან კმაყოფილი ვარ - მათ აბსოლუტურად სწორად შეაფასეს ის, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის პაექრობაში მოხდა და “ბოლონიასთან” საუკეთესო კუთხით წარმოჩინდნენ”.

შაბათს გამართული შეხვედრებიდან “ჯენოა”-“ნაპოლის” ჯახი უნდა გამოვარჩიოთ. მიმდინარე სეზონში, ნეაპოლელების მთავარი პრობლემა გასვლით პაექრობებში ქულების მოპოვება გახლდათ - კლუბის პრეზიდენტმა პრესასთან საუბარში განაცხადა კიდეც, სკუდეტოსთვის მაშინ ვიბრძოლებთ, როდესაც სტუმრად მოგებებს დავეჩვევითო და აგერ შედეგიც, “ნაპოლიმ” ურთულესი გასვლითი მატჩი მოიგო გენუაში და სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს სამხრეთელებმა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნამდვილად მოიპოვებენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა - სტანდარტულის შემდეგ ნეაპოლელებმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, რასაც მარეკ ჰამშიკის შესანიშნავი თამაში და ეფექტური გოლი მოჰყვა. სლოვაკმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარში, რისთვისაც გენუელთა კიპერი მზად არ აღმოჩნდა. გაოცებას იწვევს სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “ჯენოას” თავდამსხმელებს მიზანი აქვთ გასასწორებელი. თავად განსაჯეთ, მასპინძლებმა 12-ჯერ დაარტყეს და იქიდან მხოლოდ ერთხელ წავიდა ბურთი კარის ჩარჩოში. ამ დროს, ნეაპოლელებმა მხოლოდ სამჯერ სცადეს ბედი, ორჯერ დაარტყეს ზუსტად და იქიდან ერთად შედეგიანი გამოდგა - არა მარტო შედეგიანი, გადამწყვეტიც.

“რომას’ რომ “ბარისთვის” უნდა მოეგო, ამაზე მთელი საფეხბურთო იტალია თამაშამდე კარგა ხნით ადრე შეთანხმდა და ასეც მოხდა, დედაქალაქურმა გუნდმა სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე მოკალათდა. მართალია, რომაელებმა მინიმალური ანგარიშით სძლიეს მეტოქეს, მაგრამ სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შედეგი Eეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დამდგარა. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ჟუანმა გაიტანა, ფრანჩესკო ტოტიმ კი თერთმეტმეტრიანი გააცუდა. მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერი გახარებული გახლდათ:

“ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და მთლიანობაში, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ნახევრად სავსე ჭიქას ვხედავ და ჩემი მიზანია, რომ ის ბოლომდე გავავსოთ. ჯერ კიდევ ბევრი წუნია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, სეზონის მეორე ნახევრიდან გაცილებით უკეთეს “რომას” ვიხილავთ”.

მთელი კვირის განმავლობაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ სტეფან რადუს ტრავმა “ლაციოსთვის” დიდი პრობლემა იყო. თუმცა, თუ ასე ძვირად დაუჯდებოდა რომაულ გუნდს რუმინელის ლაზარეთში გადანაცვლება, ნამდვილად არ გვეგონა. “იუვენტუსი”-“ლაციოს” პაექრობის მეოთხე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილოშ კრასიჩი კიდევ ერთხელ გაექცა მარცხენა მცველად გამწესებულ რადუს შემცვლელს, ანგოლური წარმოშობის ბელგიელ კავანდას და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. თუ რა მოჰყვა ამ გოლს ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - კრასიჩს ლამის მთელმა სტადიონმა მიულოცა ეს უმნიშვნელოვანესი გოლი და სადაც ბოატენგია ბოატენგოვიჩი, იქაც კრასიჩი იყოს კლასიჩი... სულ მალე, შეხვედრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა. იქამდე კი იყო სტარტზე გატანილი ორი გოლი - ორივე კუთხურის შემდეგ - “იუვემ” ამ გამარჯვებით 30 ქულას მოუყარა თავი და ლიდერ “მილანს” კვლავ ექვსი ქულით ჩამორჩება.

პალერმო-პარმა 3:1

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - ბოვო, მუნოზი, გოიანი, ბალცარეტი - რიგონი (72. ლივერანი), ბასინოვიჩი, ნოჩერინო - პასტორე (46. პინილია), ილიჩიჩი - მიკოლი (81. კასამო).

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, პიზანო - მორონე (79. ბოჟინოვი), ჯემაილი, კანდრევა - ანჯელო, კრესპო, ჯოვინკო.

გოლები: 0:1 ლუკარელი (7), 1:1 პინილია (51), 2:1 მიკოლი (61), 3:1 ძაკარდო (89-საკ. კარში).

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15(4)-9(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 25 000.

უდინეზე-ფიორენტინა 2:1

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, კოდა - ისლა, ინლერი, ასამოა (58. დენისი), პინცი - არმერო (90. პასკუალე) - დი ნატალე (83. ბადუ), სანჩესი.

ფიორენტინა (4-2-3-1): ავრამოვი - დე სილვესტრი, კომოტო, გამბერინი, კროლდრუპი - დაგოსტინო, დონადელი (46. ძანეტი) - სანტანა, ლიაჯიჩი (55. ბოლატი), ვარგასი (75. ბაბაქარი) - მუტუ.

გოლები: 0:1 სანტანა (31), 1:1 არმერო (63), 2:1 დი ნატალე (80).

გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 12(5)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 14 000.

ჯენოა-ნაპოლი 0:1

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - რაფინია, რანოკია, დაინელი, კრიშიტო - როსი, მილანეტო, ველოზო (68. მესტო) - ხარჯა (68. დესტრო) - პალადინო (46. რუდოლფი), ტონი.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა, დოსენა - ჰამშიკი (84. სოსა), ცუნიგა (64. იებდა) - კავანი.

გოლი: ჰამშიკი (25).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12(1)-3(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 25 000.

ბოლონია-მილანი 0:3

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - ესპოზიტო, ბრიტოსი, მორასი, მორლეო - კაზარინი, მუდინგაი, დელა როკა - ბუშე (46. ეკდალი), დი ვაიო, რამირესი (76. ხიმენესი).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ბონერა, ძამბროტა (58. ანტონინი) - გატუზო (53. შტრასერი), პირლო, ამბროზინი - ბოატენგი (72. ზეედორფი) - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

გოლები: 0:1 ბოატენგი (9), 0:2 რობინიო (35), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (60).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5(3)-10(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 25 000.

რომა-ბარი 1:0

რომა (4-3-1-2): ლობონტი (46. დონი) - კასეტი, ჟუანი, მექსე, კასტელინი - გრეკო, სიმპილისიო, ბრიგი - მენეზი (89. ტადეი) - ტოტი (71. ოკაკა ჩუკა), ბორიელო.

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, რინალდი, რაჯი, გალასო - რივასი (61. რომერო), გაცი, დონატი, პულცეტი - სტრამბელი (81. კრიმი), კაპუტო (67. დალესანდრო).

გოლი: ჟუანი (30).

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 13(6)-5(1); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 39 000.

ბრეშა-სამპდორია 1:0

ბრეშა (4-3-3): სერენი - ძებინა, ბეგა, ძამბელი, დალამანო - ვასი (74. ბაიოკო), ჰეტემაი, კორდოვა (39. ბუდელი) - დიამანტი (83. მარეკო), კონე, პოსანცინი.

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი - კაჩატორე (45. აკარდი), ლუკინი, ვოლტა, ციგლერი - მანინი, პალომბო, ტისონე - გუბერტი (55. კომანი) - პაცინი (72. პოცი), მარილუნგო.

გოლი: კორდოვა (13).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 4(2)-14(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 9 500.

კალიარი-კატანია 3:0

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი (72. სივაკოვი) - კოსუ (46. ლაძარი) - ნენე (74. აკვაფრესკა), მატრი.

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, კაპუანო - ლედესმა, კარბონი (69. შაკა), მარტინიო - გომესი (56. ისკო) - მაქსი ლოპესი (46. ანტენუჩი), მორიმოტო.

გოლები: 1:0 ნენე (11), 2:0 ნენე (27), 3:0 ნენე (71).

გაძევება: მარტინიო (54), მორიმოტო (76).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-0; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 10-2; კარში დარტყმა: 10(5)-3(0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 14 000.

ლეჩე-კიევო 3:2

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - დონატი, გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო - მუნარი (82. მესბაჰი), ჯაკომაცი (81. ვივესი), ოლივერა - პიატი (87. რისპოლი) - დი მიკელე, ოფერე.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, ცეზარი (67. მანდელი), ჯოკიჩი - ფერნანდესი, რიგონი, ბოლიაჩინო - კონსტანტი (76. დე პაულა) - პელისიერი, გრანოჩე (46. მოსკარდელი).

გოლები: 1:0 ოფერე (16), 2:0 პიატი (45), 2:1 ბოლიაჩინო (55), 3:1 პიატი (69), 3:2 მანდელი (90).

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12(8)-9(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 8 000.

იუვენტუსი-ლაციო 2:1

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, გროსო - კრასიჩი, მელო, აკვილანი (89. სისოკო), მარკიზიო (67. პეპე) - იაკვინტა, კვალიარელა (71. დელ პიერო).

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, დიასი, ბიავა (62. დიაკიტე), კავანდა - ბროკი, მათუზალემი - მაური (87. ლედესმა), ერნანესი, სარატე (89. დელ ნერო) - ფლოკარი.

გოლები: 1:0 კიელინი (2), 1:1 სარატე (14), 2:1 კრასიჩი (90).

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(6)-10(3); ბურთის ფლობა: 58%-52%.

მაყურებელი:. 22 000

ინტერი-ჩეზენა 19 იანვარს

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 16 11 3 2 29-12 36

2. იუვენტუსი 16 8 6 2 31-16 30

3. ნაპოლი 16 9 3 4 25-17 30

4. ლაციო 16 9 3 4 21-14 30

5. პალერმო 16 8 2 6 28-21 26

6. რომა 16 7 5 4 21-20 26

7. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

8. სამპდორია 16 5 8 3 18-13 23

9. უდინეზე 16 7 2 7 19-18 23

10. ჯენოა 16 6 3 7 13-15 21

11. კალიარი 16 5 5 6 19-15 20

12. კიევო 16 5 5 6 18-18 20

13. ფიორენტინა 16 5 4 7 16-17 19

14. ბოლონია 16 5 5 6 16-23 19

15. კატანია 16 4 6 6 13-18 18

16. პარმა 16 4 6 6 14-20 18

17. ბრეშა 16 4 3 9 12-19 15

18. ლეჩე 16 4 3 9 16-33 15

19. ჩეზენა 15 3 3 9 10-20 12

20. ბარი 16 2 4 10 10-25 10

ბოლონიას დაკლებული აქვს 1 ქულა

ბომბარდირები: 10 - დი ნატალე; 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი; 8 - მატრი (კალიარი), დი ვაიო (ბოლონია), კვალიარელა (იუვენტუსი).

მომდევნო ტური:

18 დეკემბერი: ჩეზენა-კალიარი, მილანი-რომა. 12 დეკემბერი: ლაციო-უდინეზე, ბარი-პალერმო, კიევო-იუვენტუსი, კატანია-ბრეშა, პარმა-ბოლონია, ფიორენტინა-ინტერი, ნაპოლი-ლეჩე, სამპდორია-ჯენოა.

სერია B. XIX ტური

პადოვა-სასუოლო 1:0

გოლი: სუჩი (8).

ატალანტა-ალბინოლეფე 3:1

გოლები: 0:1 სალა (32), 1:1 ჩერავოლო (41-პენ.), 2:1 რუოპოლო (71), 3:1 რუოპოლო (82).

კროტონე-ჩიტადელა 1:1

გოლები: 1:0 აბრუცეზე (9), 1:1 პიოვაკარი (49=პენ.).

ემპოლი-პორტოგრუარო 2:3

გოლები: 1:0 სორიანო (79), 1:1 კუნიკო (87), 2:1 ფოტი (89), 2:2 ალტნერი (90), 2:3 შავონი (90).

ფროზინონე-ნოვარა 1:1

გოლები: 1:0 ლოდი (22), 1:1 რუბინო (85).

მოდენა-ვარეზე 0:2

გოლები: 0:1 ებაგუა (16), 0:2 პერეირა (54).

პესკარა-ვიჩენცა 1:0

გოლები: მენგონი (27).

პიაჩენცა-ლივორნო 0:1

გოლი: სურაკო (49).

რეჯინა-გროსეტო 1:0

გოლი: ადია (50).

სიენა-ასკოლი 3:0

გოლები: 1:0 კალაიო (45), 2:0 ბრიენცა (53), 3:0 ბრიენცა (56).

ტრიესტინა-ტორინო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 19 12 5 2 38-14 41

2. სიენა 19 10 7 2 33-18 37

3. ატალანტა 19 11 3 5 26-17 36

4. ვარეზე 19 8 8 3 22-13 32

5. ლივორნო 19 8 7 4 28-20 31

6. რეჯინა 19 9 4 6 25-21 31

7. პადოვა 19 7 6 6 30-23 27

8. პესკარა 19 7 6 6 23-22 27

9. ტორინო 18 7 5 6 22-22 26

10. ვიჩენცა 19 8 2 9 22-26 26

11. ემპოლი 19 5 10 4 21-17 25

12. ჩიტადელა 19 6 5 8 24-26 23

13. კროტონე 19 5 8 6 18-22 23

14. ალბინოლეფე 19 6 4 9 23-31 22

15. გროსეტო 19 5 6 8 20-24 21

16. მოდენა 19 4 8 7 19-28 20

17. ფროზინონე 19 4 7 8 18-26 19

18. ასკოლი 19 5 7 7 19-24 17

19. სასუოლო 19 4 5 10 18-24 17

20. პიაჩენცა 19 3 8 8 21-28 17

21. ტრიესტინა 18 3 8 7 14-24 17

22. პორტოგრუარო 19 4 5 10 18-32 17

ასკოლის დაკლებული აქვს 5 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა); 11 - ბერტანი (ნოვარა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), კორალი (ემპოლი), კაჩა (პიაჩენცა);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-ბასანო 1:0, კომო-სპალ 2:3, კრემონეზე-სორენტო 0:0, გუბიო-სალერნიტანა 3:1, რავენა-მონცა 1:0, რეჯანა-პავია 2:1, სპეცია-ლუმეცანე 0:0, სუდტიროლი-პაგანეზე 2:1, ვერონა-პერგოკრემა 0:0.

ლეგა პრო 1 B

ატ;ეტიკო-ბარლეტა 3:0, ანდრია-ტერნანა 0:1, ფოჯა-კოზენცა 1:2, ფოლინო-კავეზე 0:1, ჯელა-პიზა 2:1, იუვე სტაბია-ბენევენტო 2:1, სირაკუზა-ლუკეზე 1:0, ვიარეჯო-ტარანტო 2:0, ლანჩანო-ნოჩერინა 1:2.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია