"რომას" ბრაზიელმა თავდამსხმელმა ადრიანომ არც თუ ისე სასურველი, მაგრამ მაინც პრიზი მიიღო

"რომას" ბრაზიელმა თავდამსხმელმა ადრიანომ არც თუ ისე სასურველი, მაგრამ მაინც პრიზი მიიღო - ის 2010 წლის "ოქროს ურნის" მფლობელი გახდა, ანუ ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელის სტატუსი არავის დაუთმო. ეს "პრიზი" ადრიანომ მესამეჯერ მიიღო კარიერაში და ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენია. აქვე დავაზუსტოთ, რომ ადრიანო "ოქროს ურნას" 2006 და 2007 წლებშიც დაეუფლა, როდესაც "ინტერში" ირიცხებოდა. წელს "იმპერატორმა" უპრეცედენტოდ ბევრი ხმა დააგროვა და გვარიანად ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული კარვალიო ამაური და მესამე პოზიციაზე მოკალათებული რონალდინიო. მართალია, გასული სეზონის მეორე ნახევარი გაუჩომ კარგად ჩაატარა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად ირჯება და ამად მოხვდა წარუმატებელ ფეხბურთელთა სამეულში. ჩვენ კი ადრიანოს მივუბრუნდეთ, რომელმაც მორიგი "საპატიო ჯილდო" იუმორით მიიღო:

"რომ გითხრათ, რომ ძალიან გახარებული ვარ, მოგატყუებთ, მაგრამ სულ არაფერს, ნამდვილად ჯობია, რადგან ჯილდოებს მონატრებული ვარ. 2011 წელს ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ამ გამოკითხვაში პრეტენდენტთა შორისაც კი არ ვიყო და პირიქით, წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდე. "რომაში' თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა