მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივრები მასობრივ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ
მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივრები მასობრივ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. "გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, მასობრივ აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანატთა დაჯგუფების "ფრატრიის" ლიდერმა ევგენი სელემენევმა. მისი თქმით, "სპარტაკის" გულშემატკივრები მონაწილეობას არ მიიღებენ არც სპორტულ და არც პოლიტიკურ მასობრივ მანიფესტაციებში. "ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ, ჩვენ არ ვუწევთ ორგანიზებას და არ მივიღებთ მონაწილეობას არც სპორტულ და მით უმეტეს არც პოლიტიკურ აქციებში", - ხაზგასმით განაცხადა სელემენევმა.

"ფრატრიის" ლიდერმა გადაჭრით განაცხადა, რომ "სპარტაკის" გარდაცვლილი გულშემატკივრის, ეგორ სვირიდოვის გამოსათხოვარ აქციაზე ინციდენტები არ მომხდარა. "დააკვირდით, კრონშტადტის ბულვარზე გამართულ გამოსათხოვარ აქციაზე არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. იქ, სადაც იყვნენ არამარტო "სპარტაკის" გულშემატკივრები, არამედ სხვა კლუბების ქომაგებიც, რომლებიც ეგორთან გამოსათხოვრად მოვიდნენ, ყველაფერი მშვიდად დასრულდა. ამას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც დაადასტურებენ", - თქვა სელემენევმა.

პრესკონფერენციაზე სრულიად რუსეთის გულშემატკივართა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრ შპრიგინიც გამოვიდა: "ფანები არ არიან დაინტერესებულნი რაღაც არასაფეხბურთო საკითხებით და პრობლემებით. ჩვენ პირველ რიგში, ფეხბურთი გვაინტერესებს და ის აქციები, რომლებიც ბოლო დღეებში გაიმართა, აშკარად არ უწყობს ხელს გულშემატკივრის ნორმალური, პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთში ბევრ ნეგატიურ მოვლენას ფეხბურთის გულშემატკივრებს უკავშირებენ".

მან ასევე განაცხადა, რომ სრულიად რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს, ფანების ცემისა და მკვლელობის საქმეები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ.

"მოვითხოვთ გულშემატკივართა წინააღმდეგ არსებული საქმეები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმის მსვლელობის შესახებ საზოგადოების ნორმალურად ინფორმირება", - თქვა შპრიგინმა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა