NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მილუოკი ბაქსმა" გასულ საღამოს "დალას მავერიქსთან" სტუმრად ნამდვილი გმირობა ჩაიდინა

"მილუოკი ბაქსმა" გასულ საღამოს ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ამ სეზონში "დალას მავერიქსის" წაგება იშვიათი მოვლენაა. გუშინდელ შეხვედრამდე "კოვბოებს" ბოლო მატჩი 19 ნოემბერს ჰქონდათ წაგებული ("ჩიკაგოსთან"). მას შემდეგ "დალასმა" ზედიზედ 12 თამაში მოიგო და ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დასავლეთში მასზე წინ მხოლოდ თანაშტატელი "სან ანტონიო" იყო.

"ბაქსის" გამარჯვება მით უმეტეს დასაფასებელია, რადგან ეს გუნდი სტუმრად თამაშობდა, არადა, აქამდე "მილუოკის" მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა გასვლაზე მოგებული.

შეხვედრის დასაწყისი სენსაციას არ მოასწავებდა. მასპინძლები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას და მეორე მეოთხედისთვის 20-ქულიანი უპირატესობას მიაღწიეს. American airlines center-ის გულშემატკივრები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ აჩქარდნენ. სტუმრებმა რეზერვისტების - დულინგის, ილიასოვას, გუდენისა და დუგლას-რობერტსის მონდომებით შეაჩერეს მეტოქის წინსვლა. ცნობისთვის, "მილუოკის" სათადარიგო კალათბურთელებმა ჯამში 54 ქულა დააგროვეს.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში გათანაბრდა - 79:79. "დალასი" მიხვდა, რომ თითქმის მოგებულ მატჩს აგებდა და ისევ მოუმატა თამაშს - მერიონმა წარმატებული გარღვევა განახორციელა, ნოვიცკიმ კი სამქულიანი დაამატა - +5 მასპინძლების სასარგებლოდ. მაგრამ "მილუოკიმ" უფრო შთამბეჭდავი სპურტით უპასუხა - 14:0. აქ უკვე "ბაქსის" სასტარტო ხუთეულის წევრებმა გამოიღეს ხელი - სალმონსი, ბოგუტი და ჯენინგსი. სხვათა შორის, "ბაქსის" ახალგაზრდა პლეიმეიკერმა მატჩის წინ ჯეისონ კიდთან ერთად ისადილა და ალბათ, სახელოვანი გამთამაშებლისგან რამდენიმე საჭირო რჩევა მიიღო.

თუმცა "დალასს" მატჩის ბოლოს გადარჩენის შანსი სწორედ ჯენინგსმა მისცა. საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე მან საშუალო ტყორცნა ააცილა და ბოლო შეტევის შანსი მისცა მასპინძლებს. "კოვბოებმა" თითქოს ზუსტად გაათამაშეს ბურთი, სასროლ პოზიციაზე ნოვიცკი გაიყვანეს, მაგრამ ამჯერად გერმანელმა ოთხი მეტრიდან ააცილა და ასე შეწყდა მისი გუნდის მოგებათა სერია.

ორი საინტერესო და უცნაური იუბილე აღნიშნა "იუტამ" "გოლდენ სტეიტთან" მატჩის წინ: ლეგენდარული ჯონ სტოქტონის რიგით 14000-ე შედეგიანი პასის ათი წლისთავი და გენიალური მცველის პიტ მარავიჩის 7-ნომრიანი მაისურის აღმართვის 25 წლისთავი. "ჯაზმენებმა" არ ჩაამწარეს გულშემატკივრებს ეს ზეიმი, თუმცა მატჩის ბედის გარკვევა ბოლო მეოთხედისთვის გადადეს, რომელიც 27:14 მოიგეს და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს.

"დალასისგან" განსხვავებით, თავისი სერია გააგრძელა "მაიამი ჰიტმა" - მან ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს "დიდი ტრიოს" სტატისტიკური მიღწევა. "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ჯამში 75 ქულა დააგროვეს. ეს მთელი გუნდის მონაგარის 78.13 პროცენტი იყო - მეორე მაჩვენებელი სეზონში. პირველი (84.2 პროცენტი) იმავე ტრიომ აჩვენა ერთი კვირის წინ "ატლანტას" წინააღმდეგ მატჩში. სხვათა შორის, ჯეიმსმა, უეიდმა და ბოშმა ამ სეზონში უკვე მერვე მატჩში დააგროვეს საერთო ქულათა მონაგარის 75 პროცენტი.

მაიამი-ნიუ ორლეანი 96:84

25:23, 28:31, 29:21, 14:9

მ: უეიდი (32+5 მოხსნა), ბოში (23+11 მოხსნა), ჯეიმსი (20+7 პასი).

ნ-ო: უესტი (26+12 მოხსნა), არიზა (13), პოლი (11+8 მოხსნა+5 პასი).

ჩიკაგო-ინდიანა 92:73

27:18, 16:23, 22:17, 27:15

ჩ: ბუზერი (22+18 მოხსნა), როუზი (17+12 პასი+6 მოხსნა), დენგი (15+9 მოხსნა), ნოა (12+5 მოხსნა).

ი: რაში (13+5 მოხსნა), დანლივი (12+8 მოხსნა).

მემფისი-პორტლენდი 86:73

23:18, 26:24, 12:22, 25:9

მ: რენდოლფი (25+20 მოხსნა), გეი (16+5 მოხსნა), მაიო (14), კონლი (11+5 მოხსნა).

პ: მეტიუზი (18), მილერი (14+9 პასი+6 მოხსნა), ოლდრიჯი (13+6 მოხსნა).

დალასი-მილუოკი 99:103

26:15, 277:28, 22:32, 25:28

დ: ნოვიცკი (30+7 მოხსნა), მერიონი (14+5 მოხსნა), ტერი (12), კიდი (11+10 პასი+7 მოხსნა), ჩენდლერი (11+9 მოხსნა).

მ: ჯენინგსი (23+10 პასი+5 მოხსნა), ბოგუტი (21+14 მოხსნა), დულინგი (16), დუგლას-რობერტსი (14+5 მოხსნა), ილიასოვა (12).

იუტა-გ. სტეიტი 108:95

20:23, 23:23, 31:24, 34:25

ი: უილიამსი (30+10 პასი+7 მოხსნა), მაილზი (20+6 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა), ჯეფერსონი (13+8 მოხსნა), კირილენკო (12).

გ-ს: რაიტი (20+6 მოხსნა), უილიამსი (19+6 პასი+5 მოხსნა), ლი (18+12 მოხსნა), ელისი (16+5 პასი).

ოქური შობაზე დაბრუნდება

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "იუტა ჯაზს" უბრუნდება თურქი ცენტრი მეჰმეთ ოქური. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა აპრილში, პლეი ოფის პირველ წრეში "დენვერთან" მიიღო ტრავმა. და ახლა, რვა თვის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ოქური უკვე შობისთვის შეძლებს მოედანზე გასვლას.

"ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ვიხილავთ მეჰმეთს მოედანზე. რა თქმა უნდა, ეს ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ ორი კვირაზე მეტი საჭირო არ იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა რენდი რიგბიმ.

იაოს მოედანზე არ უშვებენ

ოქურის მსგავსად, მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის "ჰიუსტონის" ცენტრი იაო მინი, თუმცა კლუბის ექიმები არ იზიარებენ ჩინელი ვარსკვლავის ოპტიმიზმს და აცხადებენ, რომ იაო ჯერ მზად არ არის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში სათამაშოდ.

"ექიმების დასტურს ველოდები, - განაცხადა მინმა. - როდის მოხდება ეს? ჯერ არ ვიცი. თუმცა დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.

არ ვაჩქარებ მწვრთნელსა და ექიმებს. მესმის, რომ მათ სურთ ბოლომდე მოვირჩინო ტრავმა. თუმცა დრო არ ითმენს და კლუბს ჩემი დახმარება სჭირდება".

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა