მოსკოვში გამართულ შვიდკაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა...

მოსკოვში გამართულ შვიდკაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. შვიდკაცა "ბორჯღალოსნებმა" A ჯგუფში ხუთი შეხვედრიდან ორი მოიგეს, მეოთხე ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე მხოლო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების პირველი ორი მეტოქე ტურნირის ფავორიტები - პორტუგალიისა და რუსეთის ეროვნული გუნდები იყვნენ. "ლობუშებთან" ჩვენმა გუნდმა 12:33 წააგო, მასპინძლებთან კი უფრო დიდი ანგარიშით - 7:40 დავმარცხდით.

ჩვენებისთვის მომდევნო ორი შეხვედრა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ჯერ საკმაოდ ძლიერ მოლდოვის ნაკრებს მოვუგეთ - 19:7, შემდეგ კი პოლონელებს ვძლიეთ იოლად - 35:12. ჩვენი გუნდისთვის შეჯიბრების პირველი დღე ამით დასრულდა.

მეორე დღე იტალიის ნაკრებთან არაფრისმომცემი მატჩით დაიწყო. "სკუადრა აძურამ" 21:14 მოგვიგო. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ადგილისთვის ნახევრფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდა უკრაინის ნაკრებს, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს. კახა ალანიას სამწყსომ ოდესაში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღო. უკრაინას 12:5 მოვუგეთ. ფინალში კი რუმინეთის ნაკრები მშრალი ანგარიშით - 59:0 გავანადგურეთ.

A ჯგუფი: რუსეთი-პოლონეთი 45:0, იტალია-მოლდოვა 14:12, პორტუგალია-საქართველო 33:12, მოლდოვა-პოლონეთი 24:12, რუსეთი-საქართველო 40:7, პორტუგალია-იტალია 26:21, საქართველო-პოლონეთი 35:12, პორტუგალია-მოლდოვა 36:12, იტალია-რუსეთი 10:26, საქართველო-მოლდოვა 19:7, იტალია-პოლონეთი 10:12, პორტუგალია-რუსეთი 12:19, იტალია-საქართველო 21:14, რუსეთი-მოლდოვა 31:5, პორტუგალია-პოლონეთი 34:7

სატურნირო მდგომარეობა:

1.რუსეთი - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. იტალია - 4, 4. საქართველო - 4, 5. მოლდოვა - 2, 6. პოლონეთი - 2

B ჯგუფი: რუმინეთი-ლიტვა 17:5, საფრანგეთი-ჰოლანდია 24:0, ესპანეთი-უკრაინა 21:14, ჰოლანდია-ლიტვა 14:12, რუმინეთი-უკრაინა 21:12, ესპანეთი-საფრანგეთი 17:12, უკრაინა-ლიტვა 28:10, ესპანეთი-ჰოლანდია 31:0, საფრანგეთი-რუმინეთი 26:5, ჰოლანდია-უკრაინა 12:17, საფრანგეთი-ლიტვა 40:17, ესპანეთი-რუმინეთი 42:7, საფრანგეთი-უკრაინა 19:7, რუმინეთი-ჰოლანდია 19:21, ესპანეთი-ლიტვა 33:5.

სატურნირო მდგომარეობა:

1. ესპანეთი - 10 ქულა, 2. საფრანგეთი - 8, 3. უკრაინა - 4, 4. რუმინეთი - 4, 5. ჰოლანდია - 4, 6. ლიტვა - 0

IX ადგილისთვის. ნახევარფინალი

მოლდოვა-ლიტვა 19:15, პოლონეთი-ჰოლანდია 15:17

V ადგილისთვის. ნახევარფინალი

საქართველო-უკრაინა 12:5, რუმინეთი-იტალია 19:12

ნახევარფინალი

საფრანგეთი-რუსეთი 19:5, პორტუგალია-ესპანეთი 17:12

XI ადგილისთვის

ლიტვა-პოლონეთი 21:7

IX ადგილისთვის

მოლდოვა-ჰოლანდია 21:12

VII ადგილისთვის

უკრაინა-იტალია 24:17

V ადგილისთვის

საქართველო-რუმინეთი 59:0

III ადგილისთვის

რუსეთი-ესპანეთი 22:10

ფინალი

საფრანგეთი-პორტუგალია 5:12

საბოლოო მდგომარეობა

1. პორტუგალია, 2. საფრანგეთი, 3. რუსეთი, 4. ესპანეთი, 5. საქართველო, 6. რუმინეთი, 7. უკრაინა, 8. იტალია, 9. მოლდოვა, 10. ჰოლანდია, 11. ლიტვა, 12. პოლონეთი.

საქართველოს ნაკრები: სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვიული, მერაბ კვირიკაშვილი (ორივე-ფიჟაკი), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), გიორგი კალმახელიძე, ირაკლი გეგენავა (ორივე-ვისოლი\ყოჩები), ბიძინა სამხარაძე (ფარული), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

datiko62
ჩემი გადაღებული სურათი რომაა გამოჭიმული არაუშავს? თქვე დალოცვილებიო დაუკითხავად თუ დებთ ის მაინც დაწერეთ ვისი გადაღებულია.დათიკოს: ეს სურათი ავიღეთ გაზეთ ლელოს არქივიდან. იქ როგორ მოხვდა ვერ გეტყვით, ავტორს შეეკითხეთ.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა