ყრილობა იანვარში გაიმართება თუ მაისში, საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ის გაიმარჯვებს, ვისაც მხარს ხელისუფლება დაუჭერს

დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე იტყვიან, როდის გაიმართება ფედერაციის მე-19 საარჩევნო ყრილობა. კარგა ხნით ადრე ამბობდნენ, რომ აღმასკომის სხდომა 15 დეკემბერს დაინიშნებოდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სარჩევნო ყრილობაც იანვრის ბოლო დღეებში ჩატარდებაო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აღმასკომის სხდომა მართლაც 15 დეკემბერს დაინიშნა, მაგრამ ყრილობის თარიღი უცნობი რჩებოდა. ეს არ იცოდნენ აღმასკომის იმ წევრებმა, რომლებსაც გუშინ დავუკავშირდით, ზოგიერთი დღის წესრიგსაც არ იცნობდა, ფეხბურთის ფედერაციაში კი ყრილობის თარიღზე ლაპარაკს ერიდებოდნენ.

დებულების თანახმად, ყრილობის ორგანიზება ფედერაციის გენერალურ მდივანს (რევაზ არველაძეს) დაევალება, რომელიც სამდივნოს (რევაზ შენგელიას) ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას დაავალებს. დებულებაში წერია, რომ ყრილობის თარიღი 30 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს.

რადგან საპრეზიდენტო არჩევნები დღეის შემდეგ კვლავ აქტუალური ხდება, ამასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ამბავს შეგახსენებთ: საპრეზიდენტო კანდიდატურის წარმოდგენის უფლება მხოლოდ ფედერაციის სუბიექტს გააჩნია, ყრილობაზე კი დელეგატები 33 სუბიექტს წარმოადგენენ:

1. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია

3. აფხაზეთის ავტინიმიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია

4. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

5. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

6. გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

7. კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

8. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

10. ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

11. შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

12. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

13. სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია

14. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

15. საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი

16. ფუტსალის ასოციაცია

17. ქალთა ფეხბურთის ასოციაცია

18. ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ასოციაცია

19. პლაჟის ფეხბურთი

20. პროფესიული ფეხბურთის ლიგა

21. მსაჯთა და დამკვირვებელთა ასოციაცია

22. ინვალიდთა ასოციაცია

23. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია.

24. "დინამო"

25. "ზესტაფონი"

26. "ოლიმპი"

27. "ვიტ ჯორჯია"

28. "ბაია"

29. "სპარტაკი"

30. "ტორპედო"

31. "სამტრედია"

32. "კოლხეთი"

33. "სიონი"

სიის გადახედვიდან ცხადი ხდება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიმართება ყრილობა - იანვარში თუ მაისში. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც მხარს სახელმწიფო დაუჭერს: ყრილობის 19 სუბიექტი, ანუ დელეგატთა უმრავლესობა სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ფინანსდება: 13 რეგიონული ფედერაცია (აჭარის, აფხაზეთის, თბილისის, იმერეთის, გურიის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო-ქართლის, შიდა-ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე - ჯავახეთის, ცხინვალის რეგიონის) და 6 კლუბი ("სამტრედია", "სიონი", "სპარტაკი", "ოლიმპი" (წილის 20 პროცენტი რუსთავის მერიას ეკუთვნის), "კოლხეთი", "ბაია").

სახელმწიფო ფედერაციასაც აფინანსებს და, ცხადია, მისი ასოცირებული წევრები (ფუტსალის, ქალთა ფეხბურთის, პლაჟის ფეხბურთის, მსაჯთა და დამკვირვებელთა, ეზოს ფეხბურთის ასოციაციები, აგრეთვე პროფესიული ფეხბურთის ლიგა და პროფკავშირი) "ხელდასხმულ" კანდიდატს მიემხრობიან. ეს უკვე 26 ხმა, ანუ გამარჯვების გარანტია არის.

ამ კვლევაში ერთი უცნაური ამბავი "აღმოვაჩინეთ" - სვანეთში არ არსებობს საფეხბურთო კლუბი. ამის მიუხედავად, ეს რეგიონი ზემო და ქვემო სვანეთად დაჰყვეს და, შესაბამისად, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონულ ფედერაციებს მიუერთეს.

კი ვთქვით, ყრილობის გამართვის ვადას მნიშვნელობა არ აქვს, მომგები მაინც მოიგებს, მაგრამ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება: საახალწლო ბანგიდან ქართველები ძნელად გამოვდივართ და საარჩევნო პროპაგანდისთვის ვის ეცლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა