საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ტურნირებსა და ღონისძიებებს ყოველწლიურად მართავს

საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია, რომლის შტაბბინა ქუთაისშია, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის ყოველწლიურად მართავს სხვადასხვა ტურნირებსა და ღონისძიებებს. ამჯერად ქართული მხარის მოწვევით ქუთაისში იმყოფებოდა მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პირველი კატეგორიის მწვრთნელი, ჰოლანდიელი ნორბერტ ნიდერლოფი, რომელმაც ქართველ მწვრთნელებს 4-დღიანი სემინარი ჩაუტარა. მის ლექციებს საქართველოში მომუშავე ჰოკეის ყველა მწვრთნელი დაესწრო.

"მწვრთნელთა სემინარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ასეთი რანგის სპეციალისტი საქართველოში წლეულს მეორედ ჩამოვიდა. გაისად იგეგმება ჰოკეის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის, ლეონარდ ნეგრისა და ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელის, დევიდ ბალბინის ჩამოსვლა. მათი მიზანია, რომ საქართველოში ჰოკეი პოპულარული გახდეს და დახმარებას გვპირდებიან," -აღნიშნა ჰოკეის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ავთო თევდორაძემ.

მწვრთნელთა სემინარების დასრულების შემდეგ ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოში ბალახის ჰოკეის ფუძემდებლის, თემურ არჩაიას თასის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობდა აფხაზეთის, ქუთაისის, ერევნისა და რაზდანის გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. ნახევარფინალში ქუთაისის "უქიმერინმა" 11:1 დაამარცხა "რაზდანი", ხოლო "ერევანმა" 6:4 სძლია აფხაზეთს. "უქიმერიონისა" და "ერევანის" ფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართველები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა სომხების გამარჯვებით 4:3 დასრულდა და თემურ არჩაიას სახელობის თასიც მათ წაიღეს.

ავთო თევდორაძე: "გვინდოდა ტურნირში აჭარის, ოზურგეთის და ლანჩხუთის გუნდებსაც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს ქუთაისში ჩამოსვლა. ჩვენი ფედერაცია ერთადერთია, რომელიც სახელმწიფოსაგან არ ფინანსდება. აქამდე საკუთარი სახსრებით ვცდილობდით ჰოკეის განვითარებას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენთვისაც გამოინახება მცირეოდენი თანხები. ეს ტურნირი "უქიმერიონისთვის" ევროთასებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ამჟამად ჩვენი გუნდი ევროპის "ჩელენჯ თასისთვის" ემზადება, რომელიც მომავალი წლის თებერვალში საბერძნეთში გაიმართება. 28 დეკემბერს ქუთაისში ქალთა შორის თასის გათამაშებაა. გაისად კი საქართველოში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის ჩატარებას ვაპირებთ."

[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა