"ფიფა კოკა-კოლას" მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებების დეკემბრის რეიტინგში ქეცბაიას გუნდი 78-დან 73-ზე აღზევდა
ფიფამ მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებთა მორიგი - დეკემბრის რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით უცვლელია რეიტინგის პირველ და მეორე ადგილოსნების, მსოფლიოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის - ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებთა პოზიციები. ნოემბერში მესამეზე მყოფმა ბრაზილიამ კი ამჯერად ადგილი გერმანიას შეუცვალა და მეოთხეზე დამკვიდრდა.

პირველ ათეულში გადაადგილდა "ევრო 2012"-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქე ხორვატია, რომელმაც ადგილი ეგვიპტეს შეუცვალა და მეცხრე პოზიციიდან მეათეზე გადაინაცვლა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო - საქართველოს ეროვნული გუნდი, "ფიფა კოკა-კოლას" დეკემბრის რეიტინგში, როგორც მოსალოდნელი იყო, 5 საფეხურით დაწინაურდა და პოლონეთთან ერთად, 449 ქულით 73-ე პოზიციაზეა.

ჯგუფში ჩვენ მეტოქეთაგან რეიტინგში წინსვლა მხოლოდ ებრაელებს ჰქონდათ, რომლებმაც ჩვენსავით 5 საფეხურით წინ წაიწიეს და ახლა 50-ე პოზიციაზე არიან. კვლავაც 11-ე პოზიციაზეა საბერძნეთი, ლატვია კი, რომელმაც 5 საფეხურით რეგრესი განიცადა, 78-ე ადგილზეა. ჩვენი ჯგუფიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მალტას აქვს, რომელიც ფიფას რეიტინგში 164-ა.

"ფიფა კოკა-კოლას" დეკემბრის რეიტინგი:

1. ესპანეთი

2. ჰოლანდია

3. გერმანია

4. ბრაზილია

5. არგენტინა

6. ინგლისი

7. ურუგვაი

8. პორტუგალია

9. ეგვიპტე

10. ხორვატია

11. საბერძნეთი

13. რუსეთი

14. იტალია

34. უკრაინა

55. ლიტვა

60. სომხეთი

98. აზერბაიჯანი

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა