ფეხბურთელებს იტალიელის წასვლა არ უნდათ

„ჩელსის“ ფეხბურთელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კარლო ანჩელოტი წასვლას აპირებს. „ლურჯების“ წამყვანი მოთამაშეები ხედავენ, რომ იტალიელი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში ჩემპიონებიც გახდნენ და ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ ცხოვრებას გემოს ვეღარ ატანს და ეს ჩემპიონატი რომ ჩამთავრდება თავის გზას ეწევა. მიზეზი: ისევ და ისევ მისი ასისტენტის რეი უილკინსის გაშვება სამსახურიდან. იქნებ, ვინმემ თქვას რა კავშირშიაო, მაგრამ ასე ემთხვევა და...

„ლურჯების“ საქმე უკან-უკან მას მერე წავიდა, რაც ანჩელოტის დაუკითხავად სამსახურიდან უილკინსი გაუშვეს. თან, ხომ გახსოვთ როგორ იყო: მწვრთნელის ასისტენტს რეზერვისტების ერთ-ერთი თამაშის შესვენებისას უთხრეს, რომ თავისუფალი იყო. „ჩელსის“ ფეხბურთელები, აგრეთვე, ხედავენ, რომ ანჩელოტი კლუბში ძალაუფლების გადანაწილებით გახლავთ სასტიკად უკმაყოფილო.

მავანმა რესპოდენტმა შიგნიდან ასეთი ამბავი გამოიტანა: „დღეს კლუბში ცუდი მდგომარეობაა. ფეხბურთელებს კარლო ძალიან უყვართ და უნდათ, რომ მათთან დარჩეს, მაგრამ ხედავენ, რომ მას ყველაფერი მობეზრდა. ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია, ოღონდ როდესაც გუნდში სიმშვიდე არ სუფევს, ეს პირდაპირ აისახება მოედანზე. თავად მოთამაშეებს აერიათ ერთმანეთში ურთიერთობა.“.

საქმე ის არის, რომ „ჩელსის“ ფრანგულენოვანმა ფეხბურთელებმა დანარჩენებს ინდიფერენტულობაში დასდეს ბრალი... ყოველ შემთხვევაში, ჭორი, რომელიც დიდი შანსია სიმართლე იყოს, ასეთია. ფლორენ მალუდა თანაგუნდელების საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს, მაგრამ უილკინსის გაშვებაზე ლაპარაკს არ გაურბის:

„ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, მისი ასე გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო. ასეთი რაღაცის სანახავად მზად არ ვიყავით. რეი ბიჭებთან მეგობრობდა და ვარჯიშებზე სიცოცხლე შემოჰქონდა. ამიტომაც, ერთთადერთი, რაც დღეს ჩვენ და ფანებს გვინდა ახსნა-განმარტებაა: გვითხრან, რატომ გაუშვეს უილკინსი თანამდებობიდან“.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „სტემფორდ ბრიჯზე“ 18 თვის წინ მივიდა და აცხადებდა, რომ ათი წლით აპირებდა დარჩენას. დღეს, ამის აღარავის სჯერა. ბოლო ტურებში, 21 შესაძლებლიდან „ჩელსიმ“ მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა