ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოპარული პენალტი და მანიპულატორები!

მოპარული პენალტი და მანიპულატორები!

იტალიელმა მაფიოზებმა 2008/2009 წლების ბუნდესლიგაში "ბოხუმი"-"კოტბუსის" თამაში ჩააწყვეს

ბოხუმის პროკურატურა ევროპის ყველა დროის ყველაზე დიდი საფეხბურთო სკანდალის (250 ეჭვმიტანილი, 300 სავარაუდოდ მანიპულირებული მატჩი) გამოძიებას აგრძელებს. გრძელდება პარალელურად მიმდინარე სასამართლო პროცესიც. ბოხუმელები სხვადასხვა ქვეყნების პროკურატურებთან აქტიურად თანამშრომლობენ და ამან უკვე გამოიღო შედეგი. იტალიელი კოლეგების დახმარებით გაირკვა, რომ იტალიელმა მანიპულატორმა ბუნდესლიგის 2008/2009 წლების ერთი მატჩი ჩააწყო - „ბოხუმისა“ და „კოტბუსის“ დაპირისპირება, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. როგორც ირკვევა, მაფიამ უშუალოდ მატჩის დროს იყიდა პენალტი, რათა თავისთვის სასარგებლო შედეგი დაეფიქსირებინა.

ნეაპოლის პროკურატურა იტალიის მესამე ლიგის მატჩს („იუვე სტაბია“-„სორენტო“) იძიებს და პროცესში გერმანელებისთვის სასარგებლო აღიარებას გამოჰკრა ხელი. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, სკანდალში გახვეული ფეხბურთელი კრისტიან ბიანკონე (33 წლის, „აველინო“) ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ამბობდა: „გერმანიაში სასწაული მოახდინეს. „ბოხუმისა“ და „კოტბუსის“ მატჩის დროს, ოც წუთში 1.2 მილიონი ევრო გააკეთეს!“

როგორც ირკვევა, მანიპულატორებმა ხსენებულ მატჩზე ფსონი მისი მიმდინარეობისას დადეს და უშუალოდ თამაშის დროს მოახერხეს იმ პენალტის ყიდვა, რომლითაც „ბოხუმმა“ "კოტბუსი" დაამარცხა. იტალიელი ჩვენებაში ამბობს: „ეს მართლაც ძალიან მაგარი მანიპულაცია იყო. სხვათა შორის, მაფიოზები ერთმანეთს არა მარტო იმაში ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდ ფულს იშოვიდა ამა თუ იმ მატჩის ყიდვით, არამედ იმაშიც, თუ ვინ უფრო არარეალურ და რთულ მანიპულაციას ჩაატარებდა. მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე გავიგე, რა მოხდებოდა დარჩენილ ოც წუთში.“

2009 წლის 28 თებერვალი: „კოტბუსი“ „ბოხუმში“ 2:3 დამარცხდა და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანით, მე-80 წუთზე გავიდა, რომლის ავტორი მიხაელ პფერტცელი გახდა. პენალტი ძალიან საეჭვო იყო - ის „კოტბუსის“ მცველმა ციბიგმა „ბოხუმის“ თავდამსხმელის, შესტაკის წაქცევით დაიმსახურა. იყიდა თუ არა ეს პენალტი იტალიურმა მაფიამ? ჯერჯერობით მტკიცებულებები არ არსებობს. ხსენებულ მატჩის არბიტრი შტუტგარტელი მარკუს შმიდტი იყო, რომელიც „ბილდთან“ საუბრისას ამბობს: „ბოხუმისა“ და „კოტბუსის“ მატჩში განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. მეტს ვერაფერს ვიტყვი!“

აი, „კოტბუსის“ ყოფილი მენეჯერი შტეფან ჰაიდრიხი კი აცხადებს: „ორშაბათს შევიტყვე, რომ ის მატჩი საეჭვო შეხვედრების სიაში შევიდა და სანამ სტატიას დეტალურად გავეცნობოდი, მაშინვე მივხვდი, რომელი სცენის გამო გაუჩნდა ეჭვი პროკურატურას. მაშინ ამ სცენის გამო ისე გავბრაზდი, რომ ჩემი თავი ასე განრისხებული სხვა დროს არ მახსოვს.“

„კოტბუსის“ მცველი დანიელ ციბიგი: „ის სცენა კარგად მახსოვს, შესტაკს საერთოდ არ შევხებივარ. პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.“

„კოტბუსის“ ბოსი ულრიხ ლეპში: „თუ დამტკიცდა, რომ ის თამაში მანიპულირებული იყო, ეს ძალიან სამარცხვინო იქნება.“

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო კომისიის თავმდჯომარე ჰერბერტ ფანდელი: „ასეთ ინფორმაციების ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც დამნაშავემ რაღაც-რაღაცები მობოდა, კლუბებს ჩირქი არ უნდა მოვცხოთ. ჯერ გამოძიება დასრულდეს, დამტკიცდეს, რომ „ბოხუმისა“ და „კოტბუსის“ თამაში მართლაც მანიპულირებული იყო და მერე ვილაპარაკოთ.“

ამასობაში, ბოხუმის პროკურატურას 35 წლის სტივენ რ-მ მისცა აღიარებითი ჩვენება (ეს უკვე მესამე შემთხვევაა), რომელშიც სერბი დამნაშავე ადასტურებს, რომ სამი მატჩის მანიპულირებაში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ მეოთხე თამაშის ჩაწყობაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. საქმე ეხება გერმანიის რეგიონალლიგის მატჩებს, სადაც მანიპულაციები ყველაზე ხშირად ხდებოდა. ეს მატჩებია: „ბაიერნ ალცენაუ“-„ფრაიბურგი II“, „ბაიერნ ალცენაუ“-„აალენი“ და „ბაიერნ ალცენაუ“-„შტუტგარტერ კიკერსი“. ასევე, 19-წლამდელების თამაში „შალკესა“ და „არმინიას“ შორის.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის