ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

"პიტსბურგ პინგვინზის" ზღაპარი დასრულდა. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერი, რომელმაც ზედიზედ 12 მატჩი მოიგო და ბოლო 15 შეხვედრაში 30 შესაძლებლიდან 29 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტმა "ფილადელფიამ" შეაჩერა. "ფლაიერზმა" ამ მოგებით დაიბრუნა დივიზიონში და მთლიანად კონფერენციაში ლიდერობა.

წელს ეს გუნდები მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წინა სამ მატჩში მათ შინ არ უმართლებდათ - "პიტსბურგი" ორჯერ დამარცხდა საკუთარ არენაზე (ორივეჯერ - 2:3), სამაგიეროდ, სტუმრად დამაჯერებლად - 5:1 გაიმარჯვა. მაგრამ ამჯერად ტრადიცია დაირღვა.

აღნიშნულ შეხვედრაში "პიტსბურგს" დაუბრუნდა რუსი ვარსკვლავი ევგენი მალკინი, რომელმაც ტრავმის გამო ხუთი შეხვედრა გამოტოვა. სწორედ ის გახდა მატჩის გმირიც და ანტიგმირიც. "ფილადელფია" ორჯერ გავიდა წინ და მალკინმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ 50-ე წუთზე, რუსმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ორწუთიანი ჯარიმა მიიღო და სწორედ ამ რიცხობრივ უპირატესობაში გატანილმა შაიბამ მოუტანა გამარჯვება "ფილადელფიას".

"მფრინავებმა" მეტოქეს ზედიზედ მე-13 მატჩი არ მოაგებინეს, სამაგიეროდ, გაგრძელდა "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის ფენომენალური სერია - ეს ფორვარდი 19 მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს, რაც მისი პირადი რეკორდია. კროსბიმ ამჯერად ორი პასი ჩაიწერა აქტივში და ახლა მისი სერია 20 გოლსა და 18 შედეგიან გადაცემას ითვლის.

ფილადელფია-პიტსბურგი 3:2

1:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 ჟირუ-15 (ბრიერი-8, ჰარტნელი-14), 1:1 მალკინი-9 (გოლიგოსკი-11, კროსბი-26), 2:1 ჟერდიოვი-10 (ვან რიმსდიკი-8, ო'დონელი-6), 2:2 მალკინი-10 (კროსბი-27, ლეტანგი-22), 3:2 ჰარტნელი-8 (პრონგერი-11, კ. ტიმონენი-14).

ედმონტონი-ტორონტო 1:4

1:1, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 ფანოფი-1 (კესელი-7, კ. არმსტრონგი-1), 1:1 ებერლე-7 (სემ განიე-11, რაიან უიტნი-22), 1:2 გრაბოვსკი-9 (მაკარტური-14, ლებდა-1), 1:3 ვერსტეეგი-10 (შენი-6, ბრენტი-3), 1:4 კესელი-12 (ვერსტეეგი-9, ბოჟაკი-7).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის