ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორმულა 1 ახლებურად - გაამართლებს?

ფორმულა 1 ახლებურად - გაამართლებს?

ავტოსპორტის ახალი რეგლამენტი რბოლების სანახაობრივი მხარის ამაღლებას გვპირდება

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივრებს საკუთარ ვებგვერდზე ფორმულა 1-ის ახალი წესები აუხსნა, რომელიც 2011 წლის სეზონიდან ამოქმედდება. ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს ჩანაფიქრით, ახალი რეგლამენტის თანახმად, უნდა გაიზარდოს გასწრებების რაოდენობა, რბოლები უფრო უხიფათო უნდა გახდეს. გარდა ამისა, გუნდის ტექნიკური თანამშრომლები მეტს დაისვენებენ, დაშვებულია გუნდური ტაქტიკის გამოყენება, სტიუარდებს კი უფრო მეტი უფლებები ექნებათ.

დასრულებულ სეზონში ბევრი საკამათო სიტუაცია შეიქმნა და მათი განხილვისას არსებულ წესებს ყველა თავისებურად იყენებდა. კერძოდ, ბევრს კამათობდნენ ტრასაზე გასწრების დროს იმ პილოტების მოქმედებაზე, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში კონკურენტებისგან თავის დაცვა უხდებოდათ. ახლა ეს მომენტი ზუსტად არის რეგლამენტირებული.

"აკრძალულია ნებისმიერი მანევრი, რომელიც ხელს შეუშლის მეორე პილოტს. ასეთია მაგალითად, მოძრაობის ტრაექტორიის ხშირი ცვლა საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით, მეტოქის მანქანის შეგნებული შევიწროება, მისი ტრასის მიღმა "გადაგდება" ან ტრაექტორიის ყოველი არანორმალური შეცვლა", - წერია ახალ წესებში.

ამ წესს 2010 წლის სეზონში რომ ემოქმედა, "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი არაერთხელ დაჯარიმდებოდა თავისი აგრესიული სტილის გამო, ამ შემთხვევაში კი ბრიტანელ ავტომრბოლს სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს.

"პილოტები მუდმივად უნდა რჩებოდნენ ტრასაზე. საეჭვო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად მიჩნეულია, რომ თეთრი ხაზი ტრასის ნაწილი გახლავთ. თუ რაღაც მიზეზით პილოტი ტრასის მიღმა აღმოჩდა, მას შეუძლია ბრძოლაში დაბრუნება, ოღონდ ეს უხიფათოდ უნდა გააკეთოს და ამით უპირატესობა არ უნდა მიიღოს", - აფრთხილებენ პილოტებს. აქ შეიძლება გავიხსენოთ სიტუაცია სილვერსტოუნზე, როცა ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") ტრასის გარეთ გაუსწრო რობერტ კუბიცას ("რენოთ"). ასეთი რამ დაუშვებელია. მაშინ ესპანელი პიტ-ლეინზე შესვლით დააჯარიმეს, მაგრამ ახლა სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

გარდა ამისა, წესი ავალდებულებს წრეზე ჩამორჩენილ პილოტს, დაუყოვნებლივ გაატაროს კონკურენტი. მისი მხრიდან ცისფერი დროშის იგნორირება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს რბოლის სტიუარდებს. რეგლამენტის წინა რედაქციით, წრეზე ჩამორჩენილ პილოტს სამჯერ შეეძლო ყურადღება არ მიექცია ცისფერი დროშებისთვის.

ახალ წესებში რბოლის სტიუარდებს უფრო მეტი უფლებამოსილება აქვთ, ვიდრე წინა წლებში. აქამდე მოქმედ ჯარიმებს (პიტ-ლეინეზე შესვლა, 10-წამიანი stop and go, მომდევნო რბოლაში პილოტების სტარტზე უკან დაწევა...) დაემატა უშუალოდ მიმდინარე რბოლაში პილოტის შედეგის გაუქმებისა და მომდევნო გრან-პრიში დისკვალიფიკაციის უფლება. მსოფლიო ავტოსპორტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გააგრძელოს ეტაპებზე სტიუარდებად ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტების მიწვევა, რადგან მათ სხვებზე უკეთ შეუძლიათ ამა თუ იმ საკამათო ეპიზოდის განსჯა. წლევანდელ სეზონში ეს სიახლე უკვე გამოსცადეს და ექსპერტ-სტიუარდების როლში მოგვევლინენ: დეიმონ ჰილი, ნაიჯელ მენსელი, ალენ პროსტი, ემერსონ ფიტიპალდი, ალექს ვიურცი, ტომ კრისტენსენი.

ისინი არა მხოლოდ პილოტებს, არამედ გუნდების ტექნიკურ პერსონალსაც მიადევნებენ თვალს, რადგან ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპების დროს ნამდვილი "კომენდანტის საათი" შემოიღო. "გუნდის არც ერთ მექანიკოსს არ აქვს უფლება იმყოფებოდეს ავტოდრომის ტერიტორიაზე ორი ექვსაათიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც პირველი და მესამე ვარჯიშის სტარტამდე 10 საათით ადრე იწყება. თუმცა თითოეულ გუნდს გამონაკლის შემთხვევებში უფლება ეძლევა გვერდი აუაროს ამ წესს, ოღონდ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ შეუძლია ამის გაკეთება. თანაც ეს შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება", - წერია სპორტულ რეგლამენტში.

ასე რომ, გუნდების მექანიკოსებს უფრო მეტი დასვენების საშუალება ექნებათ. მანქანებთან მუშაობა აკრძალული იქნება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, თუ ვარჯიში 10 საათზე იწყება და 01:00 საათიდან 07:00 საათამდე, თუ ვარჯიში 11:00 საათზეა დანიშნული. მართლაც, ხანდახან საცოდავი სანახავი იყო "რედ ბულის" ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მთელი ღამე მუშაობდა იმისთვის, რომ სებასტიან ფეტელისა ან მარკ უებერის ბოლიდი სრულ წესრიგში გასულიყო ტრასაზე. აღარაფერს ვამბობთ ახალბედა გუნდების მექანიკოსებზე, რადგან მათ მუდმივად უწევდათ ხარვეზების შესწორება.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ისევ შემოიღო "107 პროცენტის" წესი, რომელიც იქითკენ არის მიმართული, რომ რბოლაში მონაწილეობა არ მიიღოს სუსტმა მანქანამ. ეს წესი შეეხება მხოლოდ საკვალიფიკაციო სესიის პირველ ნაწილს. თუ აუთსაიდერის დრო 107 პროცენტით ჩამორჩება ლიდერის დროს, ასეთი პილოტი კვირას რბოლაზე არ დაიშვება. ეს წესი არ გავრცელდება იმ მრბოლელზე, რომელიც კვალიფიკაციის დროს ავარიაში მოხვდება ან მის ბოლიდს ტექნიკური პრობლემები შეექმნება. უფრო მეტიც, სტიუარდებს შეუძლიათ "107 პროცენტის" წესის დამრღვევი ბოლიდიც დაუშვან სტარტზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვარჯიშზე ის უკეთეს დროს აჩვენებს, ვიდრე კვალიფიკაციაში.

ახალმა წესმა შეიძლება ძალიან დააზარალოს "ჰისპანია რეისინგი" (HRT), რომელმაც სასწრაფოდ უნდა იზრუნოს სიჩქარის მომატებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საჯინიბოს პილოტები ვერცერთხელ ვერ მოხვდებიან სტარტზე.

უკვე დავწერეთ იმის შესახებ, რომ ფედერაციამ დაუშვა გუნდური ტაქტიკის გამოყენება, მაგრამ ხელმძღვანელობა უკვე გაფრთხილების გარეშე დააჯარიმებს მათ, ვინც აშკარად გამოიყენებს რბოლის დროს გუნდურ ტაქტიკას.

ახალმა წესებმა რბოლები უფრო საინტერესოდ უნდა აქციოს, - ამბობენ ფედერაციაში, მაგრამ რა იქნება სინამდვილეში, ამას მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ შევიტყობთ.

• avtuko

107 პროცენტის შემოღება მომწონს მარა გუნდური ტაქტიკის ვერ მივხვდი ჭრელო პეპელას ვარიანტია???? თან კიო და თან არაო?

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ