სახაშედან პირდაპირ სტადიონზე "სპარტაკი"-"ვიტ ჯორჯიას" ფიცხელი და უშეღავათო ბრძოლის სანახავად
მოგეხსენებათ, საქართველოში სულ რამდენიმე სტადიონზე ხერხდება ღამის განათებაზე თამაში და, შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციაშიც დაღამებას ისე უფრთხიან, რომ სათასო შეხვედრები რაც შეიძლებოდა ადრე დანიშნეს. "ქართლის" სტადიონთან სასადილოა, სადაც დილაობით ხაშის მირთმევაა შესაძლებელი, გუშინ თამაშის სანახავად შეკრებილ ორასამდე ქომაგს იმ სასადილოდან ხაშით ახალდაპურებული მაყურებლებიც შემოგვიერთდნენ და, ალბათ, არც უნანიათ - თავიდანვე ფიცხელი და უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები უმალ ეკვეთნენ მოწინააღდეგეს, რომელსაც, ასევე მოლოდინისამებრ, კონტრშეტევაზე თამაში ჰქონდა დავალებული. მერაბ კოჭლაშვილის გუნდი საკუთარი კარისკენ მისასვლელი ყველა გზის საიმედოდ გადაკეტვაზე იყო ორიენტირებული, ხოლო წინ "ვეტერინარები" ძირითადად ფეხმარდი ჯაბა ლიპარტიას იმედზე იყვნენ. ბადრი კვარაცხელიამ კი თავდასხმაში კლოვისი-ბარაბაძის დუეტი გაამწესა, შოთა კაშია ცენტრისკენ შეწეული და შონიასთან იყო შეწყვილებული. სწორედ შოთა ასრულებდა ყველა სტანდარტულს, მაგრამ საჯარიმოში მოტრიალე მისიანებმა ვერც ერთხელ ივარგეს. თუ მოედნის ცენტრში ცხინვალელები უფრო ნაყოფიერად ირჯებოდნენ, ფლანგებზე ბეჭვაია-კლიმიაშვილის დუეტმა, დეკანოიძე-მაისურაძის წყვილს აჯობა.

"სპარტაკი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, შემართებით უტევდა, ცხინვალელებს არც სახიფათო მომენტების სიმცირე დაეჩივლებოდათ, მაგრამ გიორგი ძაძამიას კარს მაინც ვერ მოარგეს გასაღები. შემტევთა დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჩასულ ბადრი ტეტუნაშვილს მე-6 წუთზევე ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე (ბურთი ხარიხას მოხვდა), ათ წუთში კაშიამ მოპარა ბურთი მეტოქეს, ფლანგზე ბარაბაძე მონახა, რომელმაც სათავუროდ ჩაუწოდა შესანიშნავ პოზიციაზე მყოფ კლოვისს, თუმცა აფრიკელი ბურთს ვერ შეწვდა.

29-ე წუთზე ბარაბაძემაც სცადა თავურით გატანა, თუმცა მანაც ამაოდ. უცნაურია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ლიპარტია ხშირად აწუხებდა მასპინძელ მცველებს, შესვენებამდე ვიტჯორჯიელებს საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს - გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ყველას გურამ ადამაძემ აჯობა და მეტად ეფექტური თავურით ბურთი გრიშიკაშვილის კარის ბადეში მოათავსა - 0:1. "სპარტაკს" რაღა დარჩენოდა, უკანმოუხედავად გადავიდა იერიშზე. კვარაცხელიამ მესამე თავდამსხმელიც (ძაგანია) შეუშვა მოედანზე. მე-60 წუთზე შონიამ შეაგდო, თუმცა არბიტრმა ვადაჭკორიამ თამაშგარე აღნიშნა. ცოტა ხანში შონიას ცოტა დააკლდა გოლამდე. 74-ე წუთზე გატანა კლოვისს მართებდა, მაგრამ სახეირო პოზიციაში მყოფმა ძალიან უხეიროდ დაარტყა. ერთ წუთში, კონტრშეტევისას ლიპარტიამ კინაღამ ნაადრევად "დაასრულა" მატჩი, თუმცა საგოლე შანსი გაფლანგა.

დარჩენილ წუთებში დასამახსოვრებელი მომენტები აღარც შექმნილა, თუ არ ჩავთვლით სასოწარკვეთილი ცხინვალელების გააფთრებულ იერიშებს, რომლებიც, მათდა სამწუხაროდ, უშედეგოდ სრულდებოდა. მოკლედ, 0:1 და თასის მფლობელი ხელახლა მიუახლოვდა თასს.

15.12. გორი ქართლი. 200 მაყურებელი

სპარტაკი - ვიტ ჯორჯია 0:1

0:1. ადამაძე (48. ჯანელიძის პასით)

"სპარტაკი" "ვიტ ჯორჯია":

4-4-2 4-2-3-1:

გრიშიკაშვილი ძაძამია

აქუბარდია ხურცილავა

ბოიომო ადამაძე

ტეტუნაშვილი კასრაძე

ჭაფოძე ღანიაშვილი

დეკანოიძე მაისაშვილი

შონია გურ გურეშიძე

კაშია ბეჭვაია

მაისურაძე ჯანელიძე

მ. ბარაბაძე კლიმიაშვილი

კლოვისი ლიპარტია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ბ. კვარაცხელია მ. კოჭლაშვილი

"სპარტაკი"

51. მაისურაძე - ძაგანია

51. აქუბარდია - ჩალაძე

სათადარიგო: დაუშვილი, ხაჭვანი, კაკაშვილი, ზერეკიძე, ლობჟანიძე

"ვიტ ჯორჯია"

76. ლიპარტია - ზაქრაძე

79. კლიმიაშვილი - ვასაძე

90. ჯანელიძე - გოგიაშვილი

სათადარიგო: რეჭია, დვალაშვილი, კორიფაძე, გიორ. გურეშიძე

გაფრთხილება: მაისაშვილი (30), ღანიაშვილი (36),

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის