ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს სომხები განსჯიან

საქართველოს სომხები განსჯიან

22-23 დეკემბერს ძიუდოს აკადემია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
22-23 დეკემბერს ძიუდოს აკადემია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საბედნიეროდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანალოგიური ტურნირიდან დასკვნები გამოიტანა და ამ შეჯიბრების უფრო ორგანიზებულად ჩატარებას ცდილობს.

მაშინ არეულობა იმანაც გამოიწვია, რომ დარბაზში არ იყო დაცვის სამსახური, ამას კიდევ, ნურავინ გვიწყენს და, არბიტრთა დაბალი კვალიფიკაციაც დაემატა. იყო შემთხვევები, როცა არბიტრები კულისებში აღიარებდნენ, დარბაზის შიშით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერ ავიღეთო. ფაქტია, რომ ის შეჯიბრება ისე ცუდად ჩატარდა, არათუ საქართველოს ჩემპიონატს, არანაირი რანგის ტურნირს არ ეკადრება. ამჯერად გვპირდებიან, რომ დარბაზში პოლიცია იქნება, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სამსაჯო საკითხის მოსაგვარებლადაც - სომხეთიდან საერთაშორისო კატეგორიის სამი არბიტრი ჩამოვა. რაოდენობა დარბაზის ზომებზეა გათვლილი - იქ სამი ლეიბი იშლება ანუ თითო ლეიბს თითო სტუმარი უხელმძღვანელებს. ისინი განსჯიან ფინალურ შეხვედრებსაც, საერთაშორისო კატეგორიის ადგილობრივი მსაჯები კი მათ დაეხმარებიან. მოკლედ, პროტესტში გაწაფულ ქართველ მწვრთნელებსა თუ ფალავნებს მათთან ექნებათ საქმე.

ჯერჯერობით ჩემპიონატის ორგანიზებულად ჩასატარებლად ეს სიახლეებია დაგეგმილი, რაც, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, რათა ჩემპიონატი აყალ-მაყალის გარეშე ჩატარდეს, მაგრამ სამომავლოდ ფედერაციამ მაინც ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. ვეჭვობთ, მუდმივ კამათს მიჩვეული აქაური მწვრთნელების ან სპორტსმენებისთვის სომეხი მსაჯების კვალიფიკაცია გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს და მათ გაპროტესტება ვერ გაუბედონ. ალბათ, საჭიროა, ფედერაციამ მკაცრად გააფრთხილოს ყველა - მწვრთნელიც და ქომაგიც, რომ მსაჯთა მაგიდასთან ნებისმიერი მივარდნა მათი ფალავანის ქულით და გაფრთხილებით დაისჯება.

ამგვარ მუქარას ”თავისუფალთა” ტურნირზე იმ ინციდენტის შემდეგ მიმართეს და წარმატებულიც აღმოჩნდა. ასევე აუცილებელი გვგონია, ფედერაციამ პერსონალურად გააფრთხილოს მწვრთნელები და მათ გაუთავებელ პროტესტს ლაგამი ამოსდოს, თორემ ”თავისუფლებზე” ლამის ყოველი შეხვედრის შედეგს უკმაყოფილება მოსდევდა. თან პროტესტსაც თავისი ფორმა გააჩნია - სათანადო აბრის, ეგრეთ წოდებული ”ჩელენჯის” შემოგდება, ესენი კი სკამიდან წამოხტებოდნენ და დემონსტრაციული ყვირილითა თუ ხელების შლით პირდაპირ მსაჯთა მაგიდას დააცხრებოდნენ. დისციპლინას და ორგანიზებულობას რომ თავი დავანებოთ, გამოხატვის ასეთი ფორმა დარბაზზეც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და ძალაუნებურად ქომაგის პროვოცირებას უწყობს ხელს. ალბათ, აუცილებელია, სადამსჯელო ღონისძიებები ასე გაუთავებლად მოპროტესტე მწვრთნელებზეც გატარდეს. კაცმა რომ თქვას, ხშირ შემთხვევაში ესეც ”გაღმა შეედავეს” პრინციპი იყო და უფრო საკუთარი შეცდომების გადაფარვას ისახავდა მიზნად. თან ”ჩელენჯის” შემოგდება საერთაშორისო რანგის ტურნირებზე ლიმიტირებულია და თავისუფლად შეიძლება, აქაც იგივე გაკეთდეს.

ასევე აუცილებელი გვგონია, ფედერაციამ მსაჯთა კორპუსთანაც იმუშაოს და თუნდაც მორალურად წაახალისონ ისინი, რათა პასუხისმგებლობა უფრო თამამად აიღონ საკუთარ თავზე. შეიძლება ამ საქმეში ჩვენი წამყვანი მსაჯებიც დაიხმარონ. იმედია, ამჯერად მსაჯთათვის გამოყოფილ ადგილზე მწვრთნელები და სპორტსმენები ძველებურად თავისუფლად ვერ შევლენ, რაც მათ ზეწოლისგან დაიცავს.

ბუნებრივია, ჩემპიონატში რაც უფრო კარგი მსაჯობა იქნება, მით უკეთესი. საბედნიეროდ, ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ვიდეოკამერაზე იწერება და აჯობებს, ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ მწვრთნელთა საბჭო შეიკრიბოს, იმსჯელოს ყველა საკამათო ორთაბრძოლაზე და მსაჯებს იქვე მიუთითოს შეცდომებზე. გვჯერა, ეს არბიტრებისთვისაც ბევრად სასარგებლო იქნება - რაღაც თეორიულ-პრაქტიკული სემინარის მსგავსი გამოუვათ და ამით ბევრსაც ისწავლიან.

იმედია, ფედერაცია ამჯერად გაითვალისწინებს ვეტერან ფალავანთა გულისწყრომას და ჩემპიონატის გახსნა-დახურვის საზეიმო ცერემონიალიც მოეწყობა. მთლად ისეთი პომპეზური თუ არ იქნება, როგორიც შარშან ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე გააკეთეს - იმ დონისას არც ითხოვს ვინმე, მაგრამ დროშის აწევა და ჰიმნის აჟღერება მაინც შეიძლება.

ეს რაც შეეხება ახლანდელ ჩემპიონატს, სამომავლოდ კი ფედერაციას გაცილებით ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს. მაგალითად, იმის, რომ ის დარბაზი ამ რანგის ტურნირის სამასპინძლოდ ძალზე პატარაა და მოუხერხებელი. ამ მიზეზით იქ ხეირიანად არც წესრიგის დაცვა მოხერხდება - ტრიბუნები პატარაა და მაყურებელს ვერ იტევს, თან სახიფათოდ ახლოსაა საჭიდაო არენასთან და უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული. არანაირი პირობა არაა ჟურნალისტებისთვის - ადგილებიც კი არაა გამოყოფილი. ჟურნალისტთა საქმეს ისიც ართულებს, რომ საშეჯიბრო ოქმებს არავინ ბეჭდავს და ძველებურად ბლოკნოტებით გვიწევს წვალება. არა მგონია, მონდომების შემთხვევაში ფედერაციამ ეს პრობლემა ვერ გადაჭრას. იგივე ძიუდოს ფედერაციამ ეს ორივე საკითხი - პრესლოჟა თავის პრესცენტრით და ოქმების დაბეჭდვით წარმატებით მოაგვარა. მოჭიდავეებმაც უნდა გადაჭრან, თუ მართვის ცივილიზებულ მეთოდებზე სურთ გადასვლა.

ჟურნალისტებს თავი დავანებოთ და 21-ე საუკუნეში, კომპიუტერისა და ინტერნეტის ეპოქაში, რაღაც ძაან დრომოჭმულად ჩანს შუა დარბაზში დამჯდარი კაცი, რომელიც ხელით გამალებით ავსებს ოქმებს. ”თავისუფალთა” ჩემპიონატისას ერთი ნაცნობი ხუმრობდა, ეს ფურცლები ახლა რომ მოვიპარო და წავიდე, მთელ ჩემპიონატს ჩავშლიო. მართალიც იყო. არადა, ჩვენთან ყველა შეჯიბრება ამ საფრთხის წინაშე დგას.

რაც შეეხება ჩემპიონატში ლიდერთა მონაწილეობას, ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გარკვეული. თუმცა წინასწარი მონაცემებით, დანაკლისი ნამდვილად იქნება, რადგან რამდენიმეს ტრავმა აქვს. ვფიქრობთ, საკადრო პრობლემებს დღეს უკვე მოეფინება ნათელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...