უეფას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ მეფსვუდი და ნაციონალური დეპარტამენტების თავჯდომარე ტერი ფავერი საქართველოში ვიზიტს მართავენ
უეფას ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯოზეფ მეფსვუდი და ნაციონალური დეპარტამენტების თავმჯდომარე ტერი ფავერი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მათ პირველი სამუშაო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე გამართეს.

უეფა-ს მაღალჩინოსნებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ასევე ფეხბურთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერებინეს.

უეფა-ს ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს როგორც მოედნის საფარი, ასევე გასახდელები და სხვა დანარჩენი სპორტული ინფრასტრუქტურა. ჯოზეფ მეფსვუდისა და ტერი ფავერის სტუმრობა "ლოკომოტივის" სტადიონზე უკავშირდება გრძელვადიან გეგმას, რომლის მიხედვითაც მიხეილ მესხის სტადიონის უეფა-ს სტანდარტების დონეზე სრული რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, უეფა-ს ხელმძღვანელი პირები გაეცნობიან "ლოკომოტივის" სტადიონის ინფრასტრუქტურას, შეაფასებენ და ამის შემდეგ უკვე მოამზადებენ სპეციალურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, თუ რა კონკრეტული თანხაა საჭირო იმისათვის, რომ სტადიონის განახლება მოხდეს. ზვიად სიჭინავას განცხადებით, სავარაუდოდ მიხეილ მესხის სტადიონის განახლების პროცესი 2011 წლიდან დაიწყება.

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში უეფა-ს მაღალჩინოსნები ასევე დაათვალიერებენ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას", რომელზეც ასევე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ჯოზეფ მეფსვუდი და ტერი ფავერი შეხვედრებს გამართავენ ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა ხელმძღვანელ პირებთან.

”ინტერპრესნიუსი”

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა