ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ატლეტიკო ბრაზილიიდან ივსება

ატლეტიკო ბრაზილიიდან ივსება

"არენა სპორტ ტვ" ამტკიცებს, რომ სულ მალე ევროპის ლიგის პირველი გამარჯვებული ახალ ფეხბურთელს შეიმატებს

"არენა სპორტ ტვ" ამტკიცებს, რომ სულ მალე ევროპის ლიგის პირველი გამარჯვებული ახალ ფეხბურთელს შეიმატებს - ბრაზილიური "სან პაულუდან", 26 წლის მცველი მირანდა პრიმერაში ცდის ბედს. ჟოაო მირანდა დე სოუზა ფილიო ცენტრალური მცველია, მან კერიერა "კორიტიბაში" დაიწყო, 2005 წელს კი ფრანგულ "სოშოში" გადავიდა. ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და ისევ ბრაზილიაში, ოღონდ "სან პაულუში" გადავიდა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მირანდა პირველად შარშან კონფედერაციის თასზე მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში და მას შემდეგ "სელესაოს" რიგებში 6 მატჩი ჩაატარა.

ჯერჯერობით არც მირანდას სატრანსფერო თანხაზე თქმულა რამე და არც "ატლეტიკოს" დაუდასტურებია ეს სიახლე, თუმცა ამას სულ მალე უნდა ველოდოთ. წლეულს "ატლეტიკო" არასტაბილურად ასპარეზობს ჩემპიონატში, რაც მადრიდული კლუბის დაცვის სუსტი თამაშის ბრალია. დაცვის ცენტრში უფრო ხშირად დიეგო გოდინისა და ალვარო დომინგესის წყვილი თამაშობს ხოლმე. "ატლეტიკო" მე-6 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "ბარსელონას" უკვე 17 ქულით ჩამორჩება. მირანდას შეძენა "ბაიერნს", "ლაციოსა" და "მილანსაც" სურდათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ატლეტიკომ" ბრაზილიის ჩემპიონატიდან 25 წლის ნახევარმცველი ელიას მენდესი დაიმატა. არც ეს ტრანსფერი დაუდასტურებიათ "ატლეტიკოში" ოფიციალურად, თუმცა ტრანსფერის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა საჯაროდ და მას "კორინთიანსში" დიდი გაცილებაც მოუწყვეს. მადრიდელებმა კი ელიასის განცხადება არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს. ელიასი "ატლეტიკოში" 7 მილიონ ევროდ გადადის. "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით პორტუგალიელი სიმაო საბროსა დატოვებს, რომელიც "ბეშიქთაშში" გადადის.

იანვრის მოახლოებასთან ერთად სატრანსფერო ჭორ-მართალი ჩვენი მთავარი თემაც გახდება, ახლა კი სულ რამდენიმე სავარაუდო ტრანსფერის კონტურებია გამოხატული. ყველაზე მთავარი და ყველაზე განსაზღვრული იბრაჰიმ აფელაის გადასვლაა "ეინდჰოვენიდან" "ბარსელონაში". კლუბები უკვე შეთანხმდნენ, 23 დეკემბერს ჰოლანდიელი ბარსელონაში ჩავა და ინდივიდუალურ კონტრაქტზეც შეუთანხმდება მსოფლიო ფეხბურთის გრანდს, 24-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასე რომ, ჩავთვალოთ, რომ ლა ლიგის ზამთრის სატრანსფერო სეზონის პირველი შენაძენი 24 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, "ბარსელონას" აფელაი ძვირი არ დაუჯდება - სულ 3 მილიონი ევრო.

"მალაგამ" იტალიელი ენცო მარესკა დეკემბრის პირველ ნახევარში დაიმატა, როგორც "თავისუფალი აგენტი", მას თამაშის უფლება იანვრიდან ექნება. "მალიორკა" კი იაპონელი აკიჰირო იენაგას ("გამბა ოსაკა") სანაცვლოდ არაფერს გადაიხდის.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა