ტორსტენს მუხლები აღარ ემორჩილება

„ვერდერის“ კაპიტანი და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტორსტენ ფრინგსი სეზონის დასრულების შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს. 34 წლის ფრინგსს ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და „ვეზერ კურიერის“ ინფორმაციით, აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

„ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას ვიზამ ზაფხულში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ,“ - განუცხადა ფრინგსმა ზემოთ ხსენებულ გამოცემას. ტორსტენი, რომელსაც ბუნდესლიგაში 385 მატჩი („ვერდერის“, „დორტმუნდის“ და „ბაიერნის“ რიგებში) აქვს ჩატარებული, არ მალავს, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ...

„ყველაფერს რეალურად უნდა შევხედო. გერმანიის ნაკრებში საჭირო აღარ ვარ, ყოველ შემთხვევაში, იოახიმ ლიოვმა ჩემზე საბოლოოდ უარი თქვა. აღარც „ვერდერშია“ აუცილებელი, რომ ყოველთვის ვთამაშობდე. ასე რომ, ვფიქრობ, მოვიდა დრო, ყველაფერი დავამთავრო, მაგრამ თუ ასე გადავწყვიტე, ფეხბურთში მაინც დავრჩები,“ - ამბობს ფრინგსი.

ცხადია, საინტერესოა, რას ფიქრობენ „ვერდერის“ ხელმძღვანელები. სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს უნდა, რომ ტორსტენმა ბრემენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და კარიერის დამთავრება გადაიფიქროს, მაგრამ თუ ფრინგსი თავისას არ დაიშლის, მზადაა, მრავლისმნახველ ფეხბურთელს კლუბში სამსახური შესთავაზოს. „ძალიან მინდა, რომ ფრინგსმა ფეხბურთი კიდევ მინიმუმ ერთი წელი ითამაშოს,“ - აცხადებს ალოფსი.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა