მიხაელმა ფილიპი გაიხსენა და გალანძღა

მიხაელ ბალაკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფილიპ ლამი და გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლავურისთვის გაჩაღებული არაოფიციალური ბრძოლის შესახებ დისკუსია განაახლა. შეგახსენებთ, რომ ბალაკსა და ლამს შორის დაპირისპირების მიზეზი ბუნდესნაკრების კაპიტნის პოსტია, რომელიც ბალაკისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გახდა ვაკანტური. გეხსომებათ, მიხაელმა მუნდიალზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა და სამხრეთ აფრიკაში გერმანიას სწორედ ლამმა უკაპიტნა, რომელიც სამკლავურის დათმობას აღარ აპირებს. მუნდიალის შემდეგ ბალაკი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მალე ისევ დაშავდა და შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ხეირიანად აღარც უთამაშია. შესაბამისად, გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ მატჩებშიც ლამმა უკაპიტნა.

ბალაკი ლამზე იმის გამო გაბრაზდა, რომ ამ უკანასკნელმა მუნდიალის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, მიხაელს სამკლავურს აღარ დავუთმობ, ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტნობას მე უფრო ვიმსახურებო. არადა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს ლამი კაპიტნად არ დაუსახელებია - ფილიპს ოფიციალურად დღემდე ვიცე-კაპიტნის სტატუსი აქვს.

„ჩემს აზრზე ვრჩები: როგორც ფილიპ ლამი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოიქცა, ასე ფეხბურთელები არასდროს იქცევიან და მით

უმეტეს არ იქცევიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კაპიტნობა სურთ და ამის ღირსები არიან. გერმანიის ნაკრების კაპიტანი მე ვარ და ფილიპი პატივს უნდა მცემდეს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამ თემის წამოწევა და ხმამაღლა საუბარი ყოვლად უადგილო იყო. ლამმა ცუდი დრო შეარჩია,“ - უთხრა 34 წლის ბალაკმა „კიოლნერს ექსპრესს“.

იმასაც გაგახსენებთ, რომ სექტემბერში ბუნდესმწვრთნელმა ლიოვმა დისკუსიას ბოლო მოუღო და თქვა, რომ გერმანიის ნაკრების გუნდის თავი ბალაკია, ლამი კი ვიცე-კაპიტანი.

„ლამი ლაჩრულად მოიქცა. სამი თვით ადრე რომ ეთქვა სათქმელი, უაზრო დისკუსია არ გაჩაღდებოდა. მან კი იმ დროს გადაწყვიტა ასეთი განცხადებების გაკეთება, როცა მე ტრავმირებული ვიყავი და მუნდიალი გამოტოვებული მქონდა. მიხარია, რომ ლიოვმა სათანადო რეაგირება მოახდინა,“ - ამბობს მიხაელი.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა