სამპა თუ მილანი?

კასანო სამპდორიაში

საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი დასასრულს მიუახლოვდა და მთელ ევროპაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება სატრანსფერო საკითხები. გამონაკლისი არც იტალიაა, სადაც ყველაზე უფრო საინტერესო ის გახლავთ, სად გააგრძელებს კარიერას ანტონიო კასანო."სამპდორიადან" მოკვეთილი და გაგდებული ფეხბურთელი არა ერთ გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა რომელ გუნდზე შეაჩერებს არჩევანს, დღეს ამაზე გადაჭრით საუბარი ძალიან რთულია.

კასანოს გადაბირების სურვილი უცხოურმა კლუბებმაც გამოთქვეს, მათ შორის გახლდათ "მანჩესტერ სიტი" და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი. თუმცა, თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა საზღვარგარეთ წასვლაზე და პირდაპირ თქვა, რომ ახალ ნავსაყუდელს სახლთან ახლოს იპოვნის - მეტიც, ისეთ გუნდში უნდა გადავიდე, სადაც ვარჯიშებზე პირდაპირ გენუიდან ვივლიო. ჩამოთვალა ქალაქებიც: ტურინი, მილანი, პარმა და გენუა, სადაც "სამპდორიას" გარდა, კიდევ ერთი გუნდი თამაშობს. დიახ, ანტონიომ მისი "ჯენოაში" გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა და ამით, "სამპას" გულშემატკივართა გულისწყრომაც დაიმსახურა. მისი ასეთი განცხადების შემდეგ, რადიკალურად განწყობილი ტიფოზები კლუბის პრეზიდენტ რიკარდო გარონეს ამოუდგნენ მხარში და კასანოს გუნდიდან მოკვეთის გადაწყვეტილება მოუწონეს. თითქოს, ანტონიომ ყველა გზა მოიჭრა "სამპდორიაში" დაბრუნებისკენ, მაგრამ გუშინ გვიან საღამოს მეტად მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა - "სამპას" ოფისში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავად კასანო, კლუბის გენერალური დირექტორი და ფედერკალჩოს მაღალჩინოსანი დაესწრნენ. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ შუამავლის როლი იკისრა და ამან გარკვეული შედეგი გამოიღო კიდეც. შეხვედრაზე მხარეები გარკვეულ შეთანხმებამდე მისულან, რომლის მიხედევითაც ანტონიო "სამპდორიას" მთავარ გუნდს დაუბრუნდება, ხვალიდან ჩვეულებრივად ივარჯიშებს და შესაძლოა, უახლოეს პაექრობაში ითამაშოს კიდეც. დიახ, აი ასე მოულოდნელად განვითარდა მოვლენები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კასანო სეზონის მეორე ნახევარს აუცილებლად "სამპაში" გაატარებს, სავარაუდოდ მას ტრანსფერზე დააყენებენ და სასურველ შეთავაზებას დაელოდებიან. ანუ, რიკარდო გარონე გონს მოეგო და კასანოს გაგდებას, ისევ გაყიდვა ამჯობინა. სამაგიეროდ, დათმობაზე წავიდა და სანამ ანტონიო ჯერ კიდევ "სამპდორიას" ფეხბურთელია, ჩვეულებრივად გუნდთან ერთად იქნება ვარჯიშზეც და თამაშზეც. მეტიც, თუ კი სატრანსფერო პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდა, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გენუურ გუნდში დარჩება - თუმცა, იმის ნახევარ ხელფასს მიიღებს, რაც აქამდე ჰქონდა.

კასანო მილანში

კასანოსთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი, რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. შესაძლოა, ზემოთნათქვამთან წინააღმდეგობაში მოვიდეთ, მაგრამ ჩვენ იმას გამცნობთ, რაც იტალიურ პრესაში იწერება და დასკვნები თვითონ გამოიტანეთ.

"ლა რეპუბლიკას" ცნობით, კასანომ "მილანის" მესვეურებთან მიაღწია შეთანხმების და 2011 წლიდან ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ხელშეკრულება ექვსთვიანი იქნება და თუ ანტონიო თავს დადებითად წარმოაჩენს, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება. როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, ბოლო დღეებში ადრიანო გალიანი არაერთხელ შეხვდა ფეხბურთელს და ყველანაირად ეცადა, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულებულიყო. აქვე აღვნიშნოთ, რომ ანტონიოს "სამპდორიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს ნათამაშები და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში "მილანს" ვერ დაეხმარება. ეს იმ შემთხზვევაში, თუ შეთანხმების ამბავი დადასტურდა და კასანო მართლაც "მილანში" გადაბარგდა. ჯერჯერობით, გალიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:

"სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად ვიმუშავებთ და ვეცდებით გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მართალია, ეროვნულ პირველობაზე სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც გადავლახეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაძლიერება არ გვჭირდება. კალენდარი ძალიან გადატვირთულია და წამყვანი ფეხბურთელები ხშირად იმტვრევიან. ამიტომ, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიოთ, გრძელი სათადარიგოთა სკამი აუცილებელია. რაც შეეხება კასანოს, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. რაიმე შეთანხმკ\ებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კასანოს მიმართულებით გავაქტიურდეთ".

თავად კასანო ჯერჯერობით სდუმს და პრესასთან ურთიერთობას ერიდება. ამ თემას "გაძეტა დელო სპორტიც" ეხმაურება და ანტონიოს "მილანში" გადაბარგების პერსპექტივას საკმაოდ რეალურად აფასებს. საუბარია იმაზე, რომ ალეშანდრე პატოს ტრავმების გამო, მასიმილიანო ალეგრის ფავორიტ ტაქტიკაზე უარის თქმა უწევს. როდესაც ბრაზილიელი მწყობრშია, "როსონერი" ცენტრფორვარდით და ორი გარემარბით უტევს - ანუ, თავდამსხმელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი ირჯება, ფლანგებიდან კი პატო და რობინიო თამაშობენ. ანუ, ეს ის სქემაა, რომელსაც გასულ სეზონში ლეონარდო აქტიურად იყენებდა, თუმცა მაშინ ცენტრფორვარდი მარკო ბორიელო იყო, რობინიოს ადგილი კი რონალდინიოს ეჭირა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სეზონში გაუჩო საშინელ ფორმაშია - როდესაც პატო დაშავებულია, ალეგრის 4-3-1-2-ით, ანუ 4-4-2-ით უწევს ასპარეზობა. ამ სქემამ გაამართლა, ბოლოს და ბოლოს "მილანი" ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ მწვრთნელს როგორც ფეხბურთელებში, ტაქტიკებშიც უნდა ჰქონდეს არჩევანი, რათა რიგ შემთხვევებში ვარიაციებს მიმართოს. სწორედ ეს სურს ალეგრის, კასანოს კი ფლანგზეც შეუძლია თამაში, შეტევის წინა ხაზზეც და გამთამაშებლადაც - მოკლედ, უნივერსალია.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა