ვინ დარჩება და ვინ წავა რუსთაველთა შემადგენლობიდან, სუპერთასის მატჩის შემდეგ გადაწყდება

15 დეკემბერს რუსთავის "ოლიმპი" საქართველოს თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა - ”ზესტაფონთან" სტუმრად წაგებული 0:3-ის შემდეგ რუსთაველები შინ ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

”ოლიმპისთვის” სეზონი ამ მატჩით არ დასრულებულა - 21 დეკემბერს რუსთაველები სუპერთასს ”ვიტ ჯორჯიას" შეეცილებიან. ამის შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, კლუბში სერიოზული ცვლილებები მოხდეს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, კლუბიდან მეკარე გია ჭანტურია გაუშვან. გასული სეზონის საუკეთესო კარის დარაჯი ”ოლიმპიდან" ჯერ კიდევ ივნისში გაუშვეს, მაგრამ სეზონის მსვლელობისას დასჭირდათ და დააბრუნეს. მართალია, ჭანტურია ამჟამინდელ გაშვებას არ ადასტურებს, მაგრამ არც ის იცის, რჩება თუ არა ”ოლიმპში".

”ოლიმპი", ფაქტობრივად, მეკარე ზურაბ ბათიშვილმაც დატოვა, რომელიც ჭანტურიას დაბრუნების შემდეგ 18-კაციან განაცხადშიც არ შეჰყავდათ.

”ზესტაფონთან" საპასუხო შეხვედრაში 18-კაციან განაცხადშიც ვერ ვიხილეთ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე. ამის გამო კიდევ ერთხელ აგორდა ჭორი, თითქოს ეროვნული პირველობის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა კლუბი დატოვა.

”ტყუილია, კლუბი არ დამიტოვებია. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშისას აქილევსის მყესი ამტკივდა და სათასო შეხვედრა ამიტომ გამოვტოვე. საერთოდ, ”ოლიმპის" ხელმძღვანელობას საკადრო პოლიტიკის შეცვლა სურს. ადრე შემადგენლობა ყოველ ექვს თვეში იცვლებოდა, ახლა კი ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება და სტაბილური ბირთვის ჩამოყალიბება იგეგმება. ასეა ”ზესტაფონი" და ამიტომაცაა შეთამაშებული კლუბი. ეს კარგი ჩანაფიქრია, რომლითაც ”ოლიმპი" ბევრს მოიგებს და ფეხბურთელებისთვის უფრო მიმზიდველი კლუბი გახდება, თანაც ლიდერებში ვართ და საქართველოში არავისზე ნაკლები პირობები არ აქვს.

ითქვა, რომ ”ოლიმპის" გაძლიერება სურთ, თუმცა კონკრეტულად ვინ დარჩება და ვინ წავა, ჯერ არ ვიცით. მე კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის მაისამდე გავაფორმე, მაგრამ ჩემი დარჩენა-წასვლის საკითხი, ისევე, როგორც სხვებისა, სუპერთასის მატჩის შემდეგ გადაწყდება", - გვითხრა მოდებაძემ.

ირაკლი იმედოვნებს, რომ 21 დეკემბრამდე მომჯობინდება, როდესაც ”ოლიმპი" ეროვნულ სტადიონზე სუპერთასისთვის ”ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

”სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და დიდი სურვილი მაქვს, ”ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ვითამაშო. მთავარია, ეროვნული სტადიონის საფარი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს და იმედია, ჩემპიონობასთან ერთად, სუპერთასსაც მოვიპოვებთ", - გვითხრა მოდებაძემ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა