ალექსანდრე ბითაძე: ”წყალბურთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება”

საქართველოს ახალგაზრდა (1993-1994 წლებში დაბადებულნი) და ჭაბუკ (1995-1997 წ.წ.) წყალბურთელთა ნაკრები გუნდების წევრებმა სერბეთში იქაურ თანატოლებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარეს, თან ამხანაგური მატჩებიც გამართეს. განსაკუთრებით უმცროსებმა (ცოტნე ინწკირველი, რატი ხაზალია, ხვიჩა ჯახაია, ზუკა ჩიკვაიძე, სანდრო ყაზახიშვილი, დათო კაკულია, რეზი იმნაიშვილი, ლუკა კახეთელიძე, გოგი ჩომახაშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, დათო რევია, გიორგი გაბადაძე, ანდრო ბითაძე, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ირაკლი ბაქრაძე) იყოჩაღეს - ჭაბუკებში სერბეთის ჩემპიონ ნოვი სადის ''ვოივოდინას'' ზედიზედ სამი შეხვედრა მოუგეს, შესაბამისად 13:10, 8:7 და 6:4.

''ამ გუნდს წლეულს ივნისშიც დავუპირისპირდით და მაშინ ოთხი მატჩი წავაგეთ, თანაც დიდი სხვაობით. ამჯერად კი ჩვენს ბიჭებს ვერ იცნობდით. ისე კარგად ითამაშეს, სერბი სპეციალისტების აღტაცება და გაკვირვებაც კი გამოიწვიეს'', - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ. - ნოვი სადში იმყოფებოდა შეკრებაზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით (მწვრთნელები - ნოდარ ჩხარტიშვილი და გელა ტუკვაძე). მათი შედეგი მოკრძალებულია -თითო ფრე და წაგება. თუმცა ორივე გუნდის შემართებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება.

სერბეთში ყოფნისას ჩვენმა ფედერაციამ იქაური წყალბურთის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შესაბამისადაც სერბი სპეციალისტები ჩვენს მწვრთნელებსა და მსაჯებს თბილისში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. რაც მთავარია, 2011 წლის თებერვლიდან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები თანატოლებში სერბეთის ღია პირველობაში იასპარეზებს, ეს კი ამ ქვეყნის წყალბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

1995-1996 წლებში დაბადებულნი მარტში თბილისის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, რომელსაც ''ოლიმპიკი'' უმასპინძლებს. ჩვენების მეტოქეები ბელარუსები, უკრაინელები და მოლდოველები იქნებიან. აგვისტოში 15-წლიანები სერბეთის ტურნირზე გამოვლენ - იქ 12 გუნდი მოიყრის თავს. იანვრიდან ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად სხვადასხვა ასაკში საქართველოს პირველობებსაც დავიწყებთ, რომლებიც მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისამდე გასტანს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს