დაიბრუნებს თუ არა რამაზ ნოზაძე ძველ დიდებას და თავის ადგილს მსოფლიოს საჭიდაო ოჯახში

მოგეხსენებათ, 22-23 დეკემბერს თბილისი ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ძიუდოს აკადემიის დარბაზში. ამ შეჯიბრების შესახებ გუშინაც ვწერდით, დღეს კი დამატებით შეგვიძლია გაცნობოთ მოსალოდნელ დანაკლისზე.

ცხადია, ამის თაობაზე ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას გუშინწინაც დავეკითხეთ, მაგრამ გადაჭრით ვერ გვიპასუხა, კიდევ ერთხელ უნდა შეხვედროდა სპორტსმენებსა და ექიმებს. გაირკვა, რომ დანაკლისი არც ისე დიდი იქნება - ლიდერთა უმეტესობა იჭიდავებს და თუ ვინმე დააკლდება, მხოლოდ ორი - გენადი გოგიშვილი (74) და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი სოსო ჯაბიძე (96). პირველმა მინსკში, ოლეგ კარავაევის ხსოვნის ტურნირზე ხელი იტკინა და ჯერაც ვერ განაახლა ვარჯიში, მეორეს კი ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს. საეჭვოა, მისი მდგომარეობა ჩემპიონატამდე დარჩენილ მცირე დროში იმდენად შეიცვალოს, ტურნირში დაუშვან.

გუშინდლამდე გაურკვეველი იყო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74) ამბავიც, ოღონდ აქ პრობლემას არა ტრავმა, არამედ მისი წონა ქმნიდა - დაეკლო თუ ზედა წონაში ეჭიდავა. საბოლოოდ დაკლებას მაინც ანაცვლება ამჯობინეს და კვირკველია 84-ში იასპარეზებს. ოღონდ მხოლოდ ამ შეჯიბრებაზე, თორემ სამომავლოდ ისევ მშობლიურ 74-ს დაუბრუნდება.

სხვა ლიდერებს რაც შეეხებათ, ჯერჯერობით არავის გათავისუფლებაზე არაა ლაპარაკი და ყველამ უნდა იჭიდაოს. ყოველ შემთხვევაში, ექიმების ან მწვრთნელებისთვის გათავისუფლების თხოვნით არავის მიუმართავს. ალბათ, დარჩენილ დღეებში ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ადრინდელივით უმიზეზოდ ან თუნდაც უბრალო მიზეზით ვერავინ დაიძვრენს თავს.

ამიერიდან ქვეყნის ჩემპიონატის უგულებელყოფა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სპორტსმენი ვერ მიიღებს ხელფასს, ვერ მოხვდება ნაკრებში, მინიმუმ, ევროპის პირველობაზე (თუმცა ძიუდოში სანქცია მთელ სეზონზე გაავრცელეს). მიდგომა იმდენად მკაცრია, რომ თუ მართლა სერიოზული მიზეზი არ იქნება, გათავისუფლების უფლება გუნდის ექიმებსაც არ ეძლევათ. უფრო სწორად, ახლა ამხელა პასუხისმგებლობას ისინიც ვეღარ იღებენ საკუთარ თავზე და ამას წინათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანალოგიური ტურნირიდან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) მხოლოდ კლინიკიდან მოტანილი ცნობის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოკლედ, გოგიშვილისა და ჯაბიძის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში ყველა ლიდერმა უნდა იჭიდაოს. ყოველ შემთხვევაში, ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66), კარტოზიას ტურნირის გამარჯვებული გიორგი ცირეკიძე (74), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი რამაზ ნოზაძე (96), გურამ ფერსელიძე (+100), ეროვნული ნაკრების სხვა კანდიდატები და ახალგაზრდული გუნდის ლიდერები ტურნირისთვის გულმოდგინედ ემზადებიან. სხვა გზა არც რჩებათ, რადგან ამ შეჯიბრების გარეშე, ხელფასის გარდა (რასაც ოთხივე მედალოსანი მიიღებს), ლამის მთელ სეზონსაც კარგავენ - ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებიან. თუმცა საამისოდ მარტო მონაწილეობაც არ კმარა, წარმატებითაც უნდა გამოვიდნენ.

მართალია, მარტი-აპრილის მიჯნაზე გერმანულ დორტმუნდში, კონტინენტის პირველობაზე ავტომატურად წასვლას არც ეს ნიშნავს და საამისოდ საერთაშორისო შეჯიბრებებშიც უნდა იყოჩაღონ, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლის გარეშე ამისი შანსი საერთოდ გადაეწურებათ. ერთი სიტყვით, ეს შეჯიბრება ევროპის პირველობისთვის ერთ-ერთი მთავარი შესარჩევია, ის ტურნირი კი გაისად ბევრად ადრე ჩატარდება - წინა წლებში ყოველთვის აპრილში იყო ხოლმე, ახლა კი სამი კვირით გადმოსწიეს. საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის დეკემბერში გამართვაც ამან განაპირობა, თორემ ადრე იანვარ-თებერვალში ეწყობოდა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბოლო ორი სეზონია, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოდის - მხოლოდ თითო ბრინჯაოთი ბრუნდება, რომელიც შარშან ცხადაიამ მოიპოვა, წლეულს - ჯაბიძემ. ცხადია, ეს ძალიან ცოტაა და იმედია, მდგომარეობა გაისად მაინც გამოსწორდება. საბედნიეროდ, უკვე ყველა ხვდება, რომ ადრინდელივით გაგრძელება აღარ შეიძლება და მიდგომები ყველა დონეზე შეიცვალა - ხელმძღვანელებში, მწვრთნელებში თუ სპორტსმენებში. ეს გვაიმედებს, რომ შედეგები აუცილებლად გამოსწორდება, აქ კი ზემოჩამოთვლილ ლიდერთაგან მკითხველის ყურადღებას რამაზ ნოზაძეზე შევაჩერებთ. როგორც იქნა, მან ტრავმებს თავი დააღწია და მორიგი შანსის გამოსაყენებლად გულმოდგინედ ვარჯიშობს. ფრიად საინტერესოა მისი ამჟამინდელი სპორტული ფორმა და ისიც, ამხელა გაცდენის შემდეგ როგორ იჭიდავებს, იგრძნობს თუ არა თავს ლეიბზე ძველებურად ლაღად. ხანგრძლივ უქმობას ყოველთვის მოსდევს ადაპტაციის რთული პერიოდი, ნოზაძის შემთხვევაში კი ამას ორივე ხელზე გაკეთებული ოპერაციაც დაემატა. ჯაბიძის გამოკლება მის შანსებს უფრო ზრდის, თუმცა კიდევ ვიმეორებთ - მთავარი მისი სპორტული ფორმაა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, დაიბრუნებს თუ არა ის ძველ დიდებას და თავის ადგილს მსოფლიოს საჭიდაო ოჯახში.

bardguli
ნუ დაისვით თავზე კვირკველია და აჭიდავეთ თავის წონაში. კონკურენცია სავალდებულოა ყველასათვის! რუსეთში მასზე ძლიერი და ტიტულოვანი მოჭიდავეები - მიშინი და სამურგაშევი გადიან უძნელეს კონკურენციას და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ეხსნებათ გზა.
ბარდღული
ჭიდაობის თავკაცებო, ერთხელ მაინც მოიქეცით პატიოსნად. დაანებეთ თავი კვირკველიას მფარველობას და აჭიდავეთ თავის წონაში. მის გამო ნუ უღობავთ გზას ცხადაიას და ნუ კლავთ. დაე ღირსეულმა იბრძოლოს ოლიმპიადის საგზურისთვის.იცოდეთ, ცხადაია ვეღარ იჭიდავებს 66-ში. ასევე: ნუ ბლოკავთ ნადარეიშვილს გეგეშიძის გულისთვის. იყავით ადამიანები!
bardguli
დაიცავით ელემენტარული სამართლიანობა ერთხელ მაინც, კვირკველიას ფანებო. აჭიდავეთ ეს კაცი იმ წონაში, რომელზეც პრეტენზია აქვს. აჭიდავეთ ცხადაია მისთვის ბუნებრივ წონაში ანუ 74-ში და როგორმე აიტანეთ, თუ ის კვირკველიას დაამარცხებს. ასე ჰქენით, თორემ ცხადაია 66-ში ვეღარ აჩვენებს შედეგს და გაფუჭდება.
intereli
ცხადაია შანსი არაა ვერ დაიკლეს 66 ში, 76 კგ იწონის ბიჭი და რა გინდათ? კინდა კაცი წონის დაკლებაში მოკლათ? ბავშვობიდან უჭირადა ცხადაიას წონის დაკლება და ახლაც ასეა. 2 კილოს ვე იკლებდა და ჭიდაობდა მშვენივრად. კვორკველიამ რომც დაიკოლს ვერ მოუგებს ცხადაის, წონა დაკლებულზე ვერაფერს გააკეთებს დამიჯერეთ. გოგიშვილს კი კაი როვნი ბოიში მოუგებს ცხადაია.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს