გამოკითხულთა უმრავლესობამ ატლანტაში ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცად ქართველი კალათბურთელი აღიარა

ნოემბრის ბოლოს გაცნობეთ, რომ ატლანტაში ტარდებოდა გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციებში: ''საუკეთესო მოდელი'', ''საუკეთესო ბუტიკი'', ''სამოდელო სააგენტო'', ''გემოვნებიანად ჩაცმული მამაკაცი''... სწორედ ამ უკანასკნელ ნომინაციაში ქართველი კალათბურთელის კონკურენტები მომღერალი "აშერი" და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ. გამოკითხულთა უმრავლესობამ ატლანტაში ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცად ზაზა ფაჩულია აღიარა.

ახლა მეორე, საკალათბურთო ამბავი. შარშან "ატლანტა ჰოქსმა" სისხლი გაუშრო "ბოსტონ სელტიქსს" - რეგულარულ ჩემპიონატში სამი მატჩი მოუგო. წლეულს ჯორჯიელები ბოსტონელებს მეორედ შეხვდნენ და ამჯერადაც დამარცხდნენ - 90:102.

თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ინიციატივას მასპინძელი ბოსტონელები დაეუფლნენ და კევინ გარნეტის ზუსტი თამაშის წყალობით 71:62 დაწინაურდნენ. "ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ მოედანზე ფაჩულია დააბრუნა და დაცვაში თამაშიც გაუმჯობესდა - სირენამდე 10:11 წუთით ადრე "ატლანტამ" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა (75:77). ამის შემდეგ მასპინძლები კვლავ გამოფხიზლდნენ, 12:3 დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობა სირენამდე 5 წუთით ადრე გამოარკვიეს.

10 ნოემბრის შემდეგ ფაჩულიამ პირველად მიაღწია 10-ქულიან ნიშნულს. მან 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულას 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიამატა. სხვათა შორის, მეორე პერიოდის დასაწყისში ზაზამ ჩვეული აქტიურობით თანაგუნდელები 38:34 დააწინაურა.

"ჰოქსის" მაისურით ბოსტონში არ უთამაშიათ ჯო ჯონსონსა და ჯამალ კროუფორდს (ტრავმები აქვთ), ხოლო ჯოშ სმიტზე (1 ქულა) მწვრთნელმა თქვა - ვიცოდი, რომ მოედანზე იყო, მაგრამ არსად ჩანდაო.

ამ წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა (16 მოგება, 11 წაგება).

ბოსტონი-ატლანტა 102:90

ზაზა ფაჩულია: 18:25 წუთი, 10 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:25 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:44 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 16:17)

01:14 ფოლი: 1

II პერიოდი

11:30 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

11:30 ორქულიანი: 4ქ (22:22)

10:23 მოხსნა: შეტ-2, დაც-0

10:15 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 26:24)

09:56 ჩაჭრა: 1 (ალენს ჩაუჭრა)

05:43 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 38:34)

05:43 პაუელმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:24 ზაზამ კოლინზი შეცვალა

00:57 ორქულიანი: არაზუსტი

00:56 მოხსნა: შეტ-3, დაც-0

00:56 ორქულიანი: 10ქ (67:75)

IV პერიოდი

11:17 ჩაჭრა: 2 (დევისს ჩაუჭრა)

09:49 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

07:41 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის