NBA: "მაიამიმ" ავანსების გამართლება დაიწყო და მას ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად უკვე თამამად აცხადებენ

"მაიამი ჰიტმა" თანდათან დაიწყო მასზე გაცემული ავანსების გამართლება და ამ გუნდს უკვე თამამად მოიხსენიებენ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად. ფლორიდელთა "დიდი ტრიო" კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთამაშდა და მისი შეჩერება ნებისმიერ მეტოქეს უჭირს. შაბათს "მაიამი" "ნიუ იორკს" სტუმრობდა. ამარე სტაუდმაიერისა და ფლორიდელთა სამეულის დაპირისპირების სანახავად ნიუ იორკის მთელი ბომონდი შეიკრიბა.

ადგილობრივი პუბლიკა, პირველ რიგში, ამარეს მორიგ გაბრწყინებას ელოდა, რომელიც ბოლო მატჩებში მინიმუმ 30 ქულის გარეშე არ ტოვებდა მოედანს, მაგრამ პირველი ტაიმის გმირი სულ სხვა მოთამაშე გახდა - ნიჭიერი, მაგრამ არასტაბილური იტალიელი დანილო გალინარი, რომელმაც დიდ შესვენებამდე ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო და 21 ქულა დააგროვა. სწორედ ექს-მილანელის სნაიპერულმა თვისებებმა მოუტანა "ნიუ იორკს" პირველ ტაიმში ლიდერობა.

მაგრამ მესამე მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. "ჰიტმა" ფანტასტიკური გაქცევით ნოკაუტში ჩააგდო მეტოქე - 27:7. ამ სპურტის სულისჩამდგმელი გახდა ლებრონ ჯეიმსი - ერთადერთი მოთამაშე მაიკლ ჯორდანის შემდეგ, რომელსაც "მედისონ სკვერ გარდენში" ორჯერ აქვს დაგროვებული მინიმუმ 50 ქულა. ლებრონს უყვარს ამ არენაზე თამაში. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ზაფხულს "ნიქსის" ხელმძღვანელობამ დიდი ენერგია დახარჯა "მეფის" გადასაბირებლად, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, ჯეიმსმა "მაიამი" აირჩია. ეს არ დავიწყებია ნიუიორკულ პუბლიკას, რომელმაც აგრესიულად დახვედრა მოუწყო "ჰიტის" ლიდერს.

თუმცა ლებრონი ამან ვერ შეაშინა. ის დამაჯერებლად უძღვებოდა თავისი გუნდის თამაშს და პრაქტიკულად ყველა შეტევაში მთავარ როლს ასრულებდა. მეორე ნახევარში "მაიამი" მართლა ჰგავდა "ოცნების გუნდს" - გაუვალი დაცვა, უსწრაფესი თამაში, კონტრშეტევები, ეფექტური კომბინაციები - ეს ყველაფერი მაყურებელმა ნახა, ოღონდ ერთი გუნდის შესრულებით.

საბოლოოდ, ჯეიმსმა კარიერაში 30-ე სამმაგი დუბლი შეასრულა (32 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი), უეიდმა და ბოშმა კი 26-26 ქულა მოიპოვეს. "დიდი ტრიოს" მონაგარმა 84 ქულა შეადგინა, რაც სეზონის რეკორდი გახლავთ. საკმარისია დავამატოთ, რომ "ნიუ იორკის" თერთმეტივე მოთამაშემ ერთად მხოლოდ შვიდი ქულით მეტი დააგროვა, სტაუდმაიერმა კი შეწყვიტა ცხრამატჩიანი სერია, როცა ის მინიმუმ 30 ქულით ეხმარებოდა თავის გუნდს.

ტრიომ მეორე დღეს "ვაშინგტონთან" გასვლით მატჩშიც გამოიჩინა თავი - ჯეიმსმა ისევ 30-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, ბოშსა და უეიდს კი კვლავ თანაბარი მონაგარი ჰქონდათ - 20-20 ქულა.

ცუდი უქმეები ჰქონდა NBA-ის მეორე ვარსკვლავ კობი ბრაიანტს. "ლეიკერსმა" ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოუგო სტუმრად "ფილადელფიას", მაგრამ ამ გამარჯვებაში კობის მოკრძალებული წვლილი ჰქონდა. ცხრა ქულა, ოთხი მოხსნა, ოთხი პასი და ორი ჩაჭრა 36 წუთის განმავლობაში - ასეთი დაბალი შედეგიანობა კობის თავის მშობლიურ ქალაქში არასოდეს უჩვენებია.

"საშიში არაფერია. ყველა მოთამაშეს აქვს უიღბლო დღეები, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ბრაიანტის თამაშს "ლეიკერსის" დამრიგებელმა ფილ ჯექსონმა. - ეს ბიჭი მაშინაც პროფესიულ დონეზე თამაშობს კალათბურთს, როცა ინვალიდის სავარძელში ზის".

მოგვიანებით გაირკვა კობის ცუდი თამაშის მიზეზი. მან მატჩის დასაწყისში თითი იტკინა. საბედნიეროდ, თამაშის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ მოტეხილობა არ დაადასტურა. როგორც კალათბურთელმა თქვა, ტრავმა პაუ გასოლის ცუდმა პასმა გამოიწვია.

უქმეების გმირი წაგებული გუნდის კალათბურთელი გახდა. ეს არის კევინ ლავი, რომელმაც "დენვერთან" მატჩში კინაღამ გამარჯვებამდე მიიყვანა "მინესოტა". 22 წლის ფორვარდმა კარიერის რეკორდი დაამყარა - 43 ქულა (თამაშიდან - 14/23, სამქულიანი - 5/5, საჯარიმო - 10/12) დააგროვა, რასაც 17 მოხსნაც დაუმატა. მაგრამ ფარის წაგების მიუხედავად, "დენვერმა" მაინც შეძლო მნიშვნელოვანი მატჩში გამარჯვება -115:113. საფინალო სირენამდე წუთითა და 12 წამით ადრე ჯორჯ კარლის შეგირდები ჯეი არ სმიტის სამქულიანით 115:106 დაწინაურდნენ და "მინესოტას" დრო არ ეყო გადასარჩენად, არადა ბოლო ერთი წუთი 7:0 მოიგო.

17 დეკემბერი

ინდიანა-კლივლენდი 108:99

19:23, 34:25, 31:26, 24:25

ი: გრეინჯერი (30+12 მოხსნა), რაში (15+7 მოხსნა), ჰიბერტი (15+6 მოხსნა+6 დაფარება), დანლივი (15).

კ: უილიმსი (22+11 პასი+6 მოხსნა), ჯეიმისონი (17+7 მოხსნა), პარკერი (17+6 მოხსნა), ვარეჟაო (15+6 მოხსნა), ჰიქსონი (11).

ნიუ იორკი-მაიამი 91:113

25:34, 32:23, 17:33, 17:23

ნ-ი: გალინარი (25), სტაუდმაიერი (24+14 მოხსნა), ჩენდლერი (17+10 მოხსნა), ფელტონი (8+10 პასი).

მ: ჯეიმსი (32+11 მოხსნა+10 პასი), უეიდი (26+8 მოხსნა+5 პასი), ბოში (26+7 მოხსნა), აროიო (11).

ფილადელფია-ლეიკერსი 81:93

21:18, 18:26, 23:14, 19:35

ფ: ჰაუსი (18+13 მოხსნა+5 პასი), იგუოდალა (18+6 მოხსნა+6 პასი).

ლ: ოდომი (28+8 მოხსნა), გასოლი (19+13 მოხსნა), ბარნსი (15+10 მოხსნა).

ტორონტო-ნიუ ჯერსი 98:92

21:23, 21:25, 27:23, 29:21

ტ: ბარნიანი (32+9 მოხსნა), კლეიზა (18+12 მოხსნა), კალდერონი (15+14 პასი), დეროზანი (14), ბარბოზა (10).

ნ-ჯ: ლოპესი (20+7 მოხსნა), ჰარისი (15+6 პასი), აუთლო (14), ჰემფრიზი (12+12 მოხსნა).

ატლანტა-შარლოტი 90:85

25:20, 21:19, 22:19, 22:27

ა: ჰორფორდი (16+9 მოხსნა), ჯონსონი (16+8 პასი), უილიამსი (16+8 მოხსნა), სმიტი (12+11 მოხსნა), ბიბი (10).

შ: დიაო (22+7 მოხსნა), ოგუსტინი (22), მაკგუაიერი (8+17 მოხსნა).

დეტროიტი-კლიპერსი 88:109

19:25, 27:26, 16:29, 26:29

დ: ვილანუევა (18+9 მოხსნა), გორდონი (15), პრინსი (13).

კ: გრიფინი (24+17 მოხსნა), გომესი (18), გორდონი (15+6 პასი), ბლედსოუ (12+8 პასი), კუკი (12+7 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-იუტა 100:71

21:14, 29:19, 31:21, 19:17

ნ-ო: უესტი (23+8 მოხსნა), ტორნტონი (19), არიზა (17+7 მოხსნა), პოლი (11+10 პასი+7 მოხსნა), ჯეკი (10+5 პასი).

ი: მილსეპი (14+6 მოხსნა), უილიამსი (10+5 პასი), ჯეფერსონი (10).

ოკლაჰომა-საკრამენტო 102:87

21:22, 32:24, 19:21, 30:20

ო: დურანტი (24+5 პასი), უესტბრუკი (21+6 პასი), იბაკა (12+10 მოხსნა), კოლისონი (12+8 მოხსნა), გრინი (11+9 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (11).

ს: ევანსი (22+6 პასი), კაზინსი (19+16 მოხსნა), უდრიხი (19).

ჰიუსტონი-მემფისი 103:87

34:13, 27:20, 28:27, 14:27

ჰ: მარტინი (34+6 მოხსნა), სკოლა (23+9 მოხსნა), ლაური (17+18 პასი+5 ჩაჭრა), ბატიე (17+10 მოხსნა+5 პასი).

მ: გეი (19), იანგი (19), რენდოლფი (13+9 მოხსნა), გასოლი (10).

დალასი-ფინიქსი 106:91

22:25, 32:17, 26:17, 26:32

დ: ტერი (18+6 პასი), ნოვიცკი (18), ბატლერი (17+7 მოხსნა), მერიონი (15), ჰეივუდი (6+10 მოხსნა).

ფ: უორიკი (15+14 მოხსნა), დრაგიჩი (14+10 პასი), რიჩარდსონი (12), თურქოგლუ (10), ფრაი (8+14 მოხსნა).

პორტლენდი-მინესოტა 107:102

25:24, 36:30, 21:24, 25:24

პ: ოლდრიჯი (36+10 მოხსნა), ფერნანდესი (26+6 პასი), მეტიუზი (21).

მ: ბიზლი (33+6 მოხსნა), ლავი (19+17 მოხსნა), უებსტერი (19+9 მოხსნა), კუფოსი (6+11 მოხსნა).

18 დეკემბერი

ორლანდო-ფილადელფია 89:97

21:20, 18:20, 25:31, 25:26

ო: ჰოვარდი (26+20 მოხსნა), ბასი (18+8 მოხსნა), ნელსონი (17+9 პასი).

ფ: უილიამსი (24+6 მოხსნა), იგუოდალა (21+7 პასი), ბრენდი (20 +13 მოხსნა).

ვაშინგტონი-მაიამი 94:95

25:19, 22:27, 25:26, 22:23

ვ: იანგი (30), ბლეტჩი (20+12 მოხსნა), ჰაინრიხი (13+12 პასი+6 მოხსნა), ჰოვარდი (13), ტორნტონი (10+5 პასი).

მ: ჯეიმსი (32+7 მოხსნა+6 პასი), ბოში (20+9 მოხსნა), უეიდი (20+6 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ იორკი 109:102 (ო)

21:27, 28:25, 25:22, 19:19, 16:9

კ: უილიამსი (23+14 პასი), ჯეიმისონი (21+9 მოხსნა), პარკერი (17+6 მოხსნა), ვარეჟაო (14+17 მოხსნა), სეშენსი (12), გიბსონი (11).

ნ-ი: ფელტონი (23+11 პასი+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (23+11 მოხსნა), ჩენდლერი (13), უილიამსი (12+7 მოხსნა), ფილდსი (11+6 მოხსნა).

ჩიკაგო-კლიპერსი 99:100

31:28, 22:33, 23:22, 23:17

ჩ: როუზი (34+8 პასი+6 მოხსნა), ბუზერი (25), დენგი (17+8 მოხსნა).

კ: გრიფინი (29+12 მოხსნა), დევისი (16+7 პასი), გორდონი (15+6 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა), ბატლერი (11).

მილუოკი-იუტა 86:95

25:19, 21:24, 22:28, 18:24

მ: ბოგუტი (19+9 მოხსნა), სალმონსი (18), დულინგი (14+5 პასი), დუგლას-რობერტსი (13), გუდენი (12+7 მოხსნა).

ი: უილიამსი (22+11 პასი), ჯეფერსონი (18+9 მოხსნა), მაილზი (16+7 მოხსნა), მილსეპი (15+9 მოხსნა), კირილენკო (12+9 მოხსნა).

სან ანტონიო-მემფისი 112:106 (ო)

28:31, 25:18, 27:22, 20:29, 12:6

ს-ა: პარკერი (37+9 პასი), ჯინობილი (15+9 პასი), დანკანი (13+10 მოხსნა), ჯეფერსონი (12+9 მოხსნა), ნილი (11), ქუინი (10).

მ: მაიო (27+5 პასი), რენდოლფი (24+21 მოხსნა), ალენი (15), კონლი (13+8 პასი), გასოლი (11+11 მოხსნა+6 პასი), იანგი (11).

დენვერი-მინესოტა 115:113

35:27, 27:23, 26:25, 27:38

დ: ენტონი (24+7 მოხსნა), ლოუსონი (23+9 პასი), სმიტი (18), აფლალო (17), ჰარინგტონი (15).

მ: ლავი (43+17 მოხსნა), ბიზლი (17), უებსტერი (12), ფლინი (12).

პორტლენდი-გ. სტეიტი 96:95

21:18, 30:24, 23:23, 22:30

პ: ოლდრიჯი (17+12 მოხსნა), მილერი (17+8 პასი), ფერნანდესი (15+6 პასი), მეტიუზი (13+7 მოხსნა), კანინგემი (13), მილსი (12).

გ-ს: ელისი (26+5 პასი), უილიამსი (16+6 მოხსნა), ლი (13+11 მოხსნა), რაიტი (12+6 მოხსნა), კორნი (10).

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ